შეკითხვა #838
-
იერუსალიმში, სიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ეკლესია, რომელსაც ეწოდება გალიკანტე. ეს ეკლესია წმინდა პეტრეს სახელობისაა. ლეგენდა გადმოგვცემს, რომ ეკლესია სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც პეტრეს შემოესმა… რა შემოესმა (ორი სიტყვა)?
პასუხი: მამლის ყივილი, მას შემდეგ რაც სამჯერ უარყო ქრისტე კომენტარი: გალიკანტე სიტყვა სიტყვით ითარგმნება, როგორც მამლის ყივილი. წყარო: Столицы Мира. Е.О.Чекулаева. Москва 2004. სტატიის სათაური - ”თელავივი და იერუსალიმი” პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/838 გაზიარება:პასუხი