შეკითხვა #840
-
კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს - „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?
პასუხი: პოდიუმი კომენტარი: 90x60x90-ს თუ გამრავლებად წარმოვიდგენთ, მათი ნამრავლი 486 000–ია. პოდიუმი კი ის ადგილია, რასთანაც ასეთი მონაცემები პირდაპირ ასოცირდება. წყარო: 50 знаменитых городов мира; авторы: В.Скляренко, Я.Батий, Т.Иовлева, О.Исаенко. Харков 2005г. სტატიის სათაური - ”რომი” პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - I ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/840 გაზიარება:პასუხი