შეკითხვა #844
-
ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით, ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?
პასუხი: “სტად დე ფრანსი”, სენ–დენი კომენტარი: 1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე შესრულდა მორის რაველის “ბოლერო” რკინის კასრებზე ჯოხების ბრახუნით. წყარო: მორის რაველი, “ბოლეროს შექმნის ისტორია”. პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/844 გაზიარება:პასუხი