თბილისის 37-ე ჩემპიონატი
II ტური
I ლიგა
18 ოქტომბერი, 2008
-
შეკითხვა #841 © ეკა გეგეშიძე
1700 წელს კურტილენ დე სანდრამ გამოაქვეყნა ამ ცნობილი პიროვნების “მემუარები” (ანუ ფსევდო–მემუარები). სინამდვილეში ეს პიროვნება დაიღუპა 1678 წელს, მაასტრიხტის შტურმისას. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შეიტყო, რომ მას მარშლის წოდება მიანიჭეს. 1931 წელს საფრანგეთის ქ. ოშში ამ პიროვნების ლიტერატურულ ორეულს ძეგლი დაუდგეს. კითხვა: რა გვარი იყო ეს პიროვნება?
პასუხი: დარტანიანი წყარო:- en.wikipedia.org/wiki/D%27Artagnan
- «Три мушкетера», изд. «Молодая Гвардия», 1976 г.
პასუხი -
შეკითხვა #842 © ეკა გეგეშიძე
კვების ამ პროდუქტს იოჰან სებასტიან ბახმა კანტატა მიუძღვნა, პეტრე ჩაიკოვსკიმ – ცეკვა, რომლის მელოდიაც ყოველი ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ნაცნობია. ცნობილი ანეგდოტის მიხედვით კი, ერთ სახრეთულ ქალაქში ამ პროდუქტის შადრევანმაც კი ამოხეთქა. კითხვა: დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც ამ პროდუქტის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში!
პასუხი: ბრაზილია (პროდუქტი - ყავა) კომენტარი: ბახი – “ყავის კანტატა”, ჩაიკოვსკი - “მაკნატუნა”, ყავის ცეკვა (მელოდია – ქართული იავნანა). ბმული: http://moazrovne.net/q/842პასუხი -
შეკითხვა #843 © ეკა გეგეშიძე
1865 წელს, ლონდონში გარდაიცვალა ცნობილი სამხედრო ქირურგი ჯეიმს ბერი. იგი იყო არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი, სანიტარიისა და ჰიგიენის თავგამოდებული დამცველი და საველე ჰოსპიტლებში ჰიგიენის ნორმების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი. მას ჰქონდა მძიმე ხასიათის, და აქედან გამომდინარე, იყო ცნობილი დუელიანტი და ჩხუბისთავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ლონდონის მაღალ საზოგადოებაში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მოახერხა ამ ამბის მიჩუმათება. კითხვა: რითი განსხვავდებოდა ჯეიმს ბერის თავისი სამხედრო კოლეგებისაგან?
პასუხი: სინამდვილეში ის ქალი იყო მარგარეთ ენნ ბალკლი კომენტარი: სინამდვილეში ჯეიმს ბერი იყო ქალი და ამის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. იმ დროის ბრიტანეთში კი ქალი-ექიმი და თანაც, სამხედრო ქირურგი, გაუგონარი მოვლენა გახლდათ. წყარო:- Виктор Сонькин, Перемены истории, №8, «Хирург-девица»
- en.wikipedia.org/wiki/James_Barry_(surgeon)
პასუხი -
შეკითხვა #844 © ეკა გეგეშიძე
ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით, ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?
პასუხი: “სტად დე ფრანსი”, სენ–დენი კომენტარი: 1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე შესრულდა მორის რაველის “ბოლერო” რკინის კასრებზე ჯოხების ბრახუნით. წყარო: მორის რაველი, “ბოლეროს შექმნის ისტორია”. ბმული: http://moazrovne.net/q/844პასუხი -
შეკითხვა #845 © მურშუდ ისამაილ–ზადე
ცნობილი ყაზახი მწერალი დუკენბაი დოსჟანოვი წერდა, რომ ეს მონღოლისთვის უპირველესი და უსაშინლესი მტერია, ეს – განსაცდელის მომასწავებელი, ღვთის სასჯელი და უბედურების დასაწყისია. კითხვა: რა ჰქონდა მხედველობაში ყაზახ მწერალს, თუკი ეს არც თქვენთვის იქნება სიკეთისა და, ამ შემთხვევაში, ქულის მომტანი. ამიტომ ერიდეთ ამას წუთის განმავლობაში!
პასუხი: სიჩუმე, დუმილი კომენტარი: მოგეხსენებათ, მონღოლები ერთობ ხმაურიანი ხალხია, ხოლო სიჩუმე განსჯის წუთის, ან მით უმეტეს პასუხის დროს გუნდს კარგს არაფერს მოუტანს წყარო: Дукенбай Досжанов, «Шелковый путь», роман, рассказы; «Известия», Москва, 1983, стр.315 ბმული: http://moazrovne.net/q/845პასუხი -
შეკითხვა #846 © ეკა გეგეშიძე
ეს ძალიან ცნობილი პერსონაჟი ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღეს დაიბადა. 1 წლის ასაკში მშობლები დაეღუპა და თავისი დაობლების წყალობით გახდა ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება მის მსგავს ადამიანებს შორის. 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი სახელი უკვე მილიონებისთვის გახდა ცნობილი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის მეორე სახელი, რომელიც მას მშობლებმა დაარქვეს!
პასუხი: ჯეიმსი (ჰარი ჯეიმს პოტერი). წყარო: Дж. К. Ролинг, «Гарри Поттер и Орден Феникса», изд. РОСМЕН, Москва, 2004 г., стр.135. ბმული: http://moazrovne.net/q/846პასუხი -
შეკითხვა #847 © ლაშა კილაძე
დასრულეთ ქართული ანდაზა: „ხბო უნდა თებერვალისა, ციკან-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი კი...“. რომელი თვის?
პასუხი: იანვარისა კომენტარი: ანდაზა გვასწავლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღორებს კი, მოგეხსენებათ, იანვარში დაკლავენ ხოლმე. ბმული: http://moazrovne.net/q/847პასუხი -
შეკითხვა #848 © ეკა გეგეშიძე
ეს ცნობილი ფილმი 1974 წელს გადაიღო დინო რიზიმ იტალიელი მწერლის ჯოვანი არპინოს გახმაურებული რომანის მიხედვით. ამ როლისათვის ვიტორიო გასმანმა მიიღო უმაღლესი ჯილდოები იტალიასა და საფრანგეთში. ამ ფილმის რიმეიქი 1992 წელს გადაიღო მარტინ ბრესტმა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნანატრი “ოსკარი” მიიღო, არადა “ოსკარს” მას ჯერ კიდევ 1974 წელს უწინასწარმეტყველებდნენ. კითხვა: დაასახელეთ ეს “ოსკაროსანი” მსახიობი!
პასუხი: ალ პაჩინო კომენტარი: “ნათლია, ნაწილი 2” გადაღებულია 1974 წ., სადაც ალ პაჩინომ მაიკლ კორლეონეს როლი შეასრულა. “Scent of a Woman” – 1992, “Profumo di donna” – 1974. ბმული: http://moazrovne.net/q/848პასუხი -
შეკითხვა #849 © ეკა გეგეშიძე
ციტატა რომანიდან: “მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს; მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს”. კითხვა: დაასახელეთ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ამ რომანის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში!
პასუხი: უილ სმიტი წყარო: აიზეკ აზიმოვი “მე, რობოტი”, თბილისი, “ნაკადული”, 1988წ ბმული: http://moazrovne.net/q/849პასუხი -
შეკითხვა #850 © ეკა გეგეშიძე
ამ ნოვაციის (გამოგონების) ავტორი არის ბრიტანელი სკოლის მასწავლებელი როულენდ ჰილი. დიდ ბრიტანეთში ამ ნოვაციის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა 1840 წლის 6 მაისს, ხოლო როულენდ ჰილს სერის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრი გახდა. ამის პირველი ქართული ეგზემპლიარი დამზადდა თბილისში 1857 წელს და 6 კაპიკი ღირდა. კითხვა: რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: საფოსტო მარკა წყარო: პ. ნაცვლიშვილი, “ქაღალდის წერო-6”, თბილისი, “საბჭოთა საქართველო”, 1986, გვ.188 ბმული: http://moazrovne.net/q/850პასუხი -
შეკითხვა #851 © ეკა გეგეშიძე
ერთ–ერთი ვერსიით, ლათინურიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც: „გასაღებით ჩაკეტილნი, ჩარაზულნი”. საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა თავყრილობის ჩატარების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის და მოთათბირეთა რაოდენობა და ასაკი მკაცრად განსაზღვრულია. ეს თავყრილობა იმართება ერთი გენიალური ხელოვანის მიერ მოხატულ მომცრო დარბაზში. თავყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის დედამიწის მილიონობით მცხოვრები. კითხვა: რომელ წელს ჩატარდა უკანასკნელი ამგვარი თავყრილობა?
პასუხი: 2005 წელს (კონკლავი) კომენტარი: რომი პაპი ბენედიქტე XVI, კრება - კონ-კლავე (под ключ); წყარო:- Карманный словарь атеиста, Москва, Издательство политической литературы, 1985г., стр.128
- en.wikipedia.org/wiki/Papal_conclave,_2005
პასუხი -
შეკითხვა #852 © ეკა გეგეშიძე
1961 წელს ისრაელის ქ. კესარიაში, იტალიელმა არქეოლოგმა ანტონიო ფროვამ, სასახლის ნანგრევების გათხრებისას იპოვა კირქვის ნატეხი. ამ ნატეხზე ამოტვიფრული იყო სიტყვები: “იუდეის მეხუთე ........ (სიტყვა გამოტოვებულია), მხედარი პონტიუს პილატუსი”. სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა გამოტოვა, ფართოდ გამოყენებოდა საქართველოში 90–იან წლებში. იოსებ ფლავიუსმა და ტაციტუსმა კი დაუშვეს შეცდომა როდესაც მოიხსენიეს პილატე სხვა სიტყვით. იგივე შეცდომა გაიმეორა მიხეილ ბულგაკოვმაც. კითხვა: დაასახელეთ ორივე სიტყვა (ის, რომელიც ეწერა ნაპოვნ კირქვაზე და ის, რომელიც გამოიყენა ბულგაკოვმა) თუ ისინი ერთიდაიმავე ასოზე იწყება!
პასუხი: პროკურატორი (ბულგაკოვი) და პრეფექტი (ეწერა ტაბულაზე) კომენტარი: “იუდეის მეხუთე პრეფექტი, მხედარი პონტი პილატე” (ბულგაკოვი: “იუდეის მეხუთე პროკურატორი, მხედარი პონტი პილატე”). წყარო:- Виктор Сонькин «Перемены истории», „Pontius Polatus Praefectus Iudae» - კირქვის ნატეხი ინახება იერუსალიმის მუზეუმში
- en.wikipedia.org/wiki/Pontius_Pilate
პასუხი -
შეკითხვა #853 © ეკა გეგეშიძე
პირველი იყო ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი, მეორე – პოლინა პფაიფერი, მესამე – მარტა გელჰორნი და მეოთხე – მერი უოლში. არადა, წესით პირველი 1918 წელს უნდა გამხდარიყო აგნეს ფონ კუროვსკი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშ, რაზე თქვა უარი თავის დროზე აგნეს ფონ კუროვსკიმ?
პასუხი: ერნესტ ჰემინგუეის ცოლობაზე კომენტარი: პირველი ოთხი ქალი ჰემინგუეის ოფიციალური ცოლები იყვნენ, აგნეს ფონ კუროვსკიმ კი უარი უთხრა წინადადებაზე. წყარო:- ენტონი ბერჯესი “ერნესტ ჰემინგუეი და მისი სამყარო”, თბილისი, “მერანი”, 1987
- en.wikipedia.org/wiki/Agnes_von_Kurowsky
პასუხი -
შეკითხვა #854 © ირაკლი კობერიძე
პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი 1756 წელს ხუმრობდა, რომ “მისი პერიოდის ევროპას სამი უდიდესი მეძავი ქალი განაგებდა”. კითხვა: დამისახელეთ სამივეს სახელი!
პასუხი: მარია ტერეზია (ავსტრია), მარკიზა პომპადური (საფრანგეთი) და ელიზავეტა პეტროვნა (რუსეთი) კომენტარი: იგი სამივეს ებრძოდა 7–წლიანი ომის დროს. წყარო: კ.გამსახურდია, “თხზულებათა ათტომეული”, ტომი 6, 1980 წ., გვ.11 ბმული: http://moazrovne.net/q/854პასუხი
- პაკეტის კომენტარები: