შეკითხვა #848
-
ეს ცნობილი ფილმი 1974 წელს გადაიღო დინო რიზიმ იტალიელი მწერლის ჯოვანი არპინოს გახმაურებული რომანის მიხედვით. ამ როლისათვის ვიტორიო გასმანმა მიიღო უმაღლესი ჯილდოები იტალიასა და საფრანგეთში. ამ ფილმის რიმეიქი 1992 წელს გადაიღო მარტინ ბრესტმა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნანატრი “ოსკარი” მიიღო, არადა “ოსკარს” მას ჯერ კიდევ 1974 წელს უწინასწარმეტყველებდნენ. კითხვა: დაასახელეთ ეს “ოსკაროსანი” მსახიობი!
პასუხი: ალ პაჩინო კომენტარი: “ნათლია, ნაწილი 2” გადაღებულია 1974 წ., სადაც ალ პაჩინომ მაიკლ კორლეონეს როლი შეასრულა. “Scent of a Woman” – 1992, “Profumo di donna” – 1974. პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/848 გაზიარება:პასუხი