შეკითხვა #856
-
მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა. ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი შეკითხვაში?
პასუხი: ფერნანდო (ერნანდო, ფერნან, ერნან) კორტესი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Кортес,_Эрнан პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/856 გაზიარება:პასუხი