თბილისის 37-ე ჩემპიონატი
II ტური
სუპერ ლიგა
18 ოქტომბერი, 2008
-
შეკითხვა #855 © თემურ დანელია
2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება. სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“.
პასუხი: „მუსიკის ჰანგები“ კომენტარი: ფონ ტრაპების კარმიდამოშია გადაღეებული ფილმის დიდი ნაწილი და ამავე ოჯახის ისტორიას აღწერს წყარო: www.fashiontravel.ru/news/turizm/item/319 ბმული: http://moazrovne.net/q/855პასუხი -
შეკითხვა #856 © თემურ დანელია
მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა. ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი შეკითხვაში?
პასუხი: ფერნანდო (ერნანდო, ფერნან, ერნან) კორტესი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Кортес,_Эрнан ბმული: http://moazrovne.net/q/856პასუხი -
შეკითხვა #857 © თემურ დანელია
# რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატია მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდად რუსულ ბაზარზე იმოქმედა. ჩემდა გასაკვირად სხვადასხვა გამოცემებში ამ საკითხისადმი მიძღვნილი მრავალი სტატიის სათაური ან ერთნაირი იყო, ან ერთიდაიმავე სიტყვებს შეიცავდა. მაგალითისთვის განვიხილოთ ტრიბუნა.რუ-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომლის ქვესათაურები იყო: „٭Плата за стабильность, ٭Ньюсмейкер Греф и новая реальность, ٭Конец кредитному раю? ٭Утекающие миллиарды, ٭Рынок щупает дно“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ სტატიის სათაური, რომელიც ფრანგულ ენაზე შექმნილი და რუსეთში მეტად პოპულარული სიმღერიდან ერთ-ერთ ფრაზას წარმოადგენს!
პასუხი: А в остальном, прекрасная маркиза... კომენტარი: ქვესათურების და სათურის შეხამება გარკვეულწილად იმეორებს სიმღერის იდეას. წყარო: tribuna.ru/articles/2008/10/08/article4912/ ბმული: http://moazrovne.net/q/857პასუხი -
შეკითხვა #858 © თემურ დანელია
ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის - შაბთაი ცვის - ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი 1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით 1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666 წლის 16 სექტემბერს?
პასუხი: მიიღო ისლამი კომენტარი: შესაბამისად ვეღარ იქნებოდა იუდეველების მესია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Sabbatai_Zevi ბმული: http://moazrovne.net/q/858პასუხი -
შეკითხვა #859 © თემურ დანელია
მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად: აკრიბოფობია - წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია - სიცოცხლის შიში და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა, როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.
პასუხი: 7 ივნისი (1,010,011,010 = 666) კომენტარი: ჰექსაკოსიოჰექსაკონტაჰექსაფობია არის 666-ის შიში. სხდომა 06/06/06-იდან გადაიტანეს 07/06/06-ზე წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гексакосиойгексеконтагексафо ბმული: http://moazrovne.net/q/859პასუხი -
შეკითხვა #860 © თემურ დანელია
804 წელს, კარლოს დიდის არმიაში მობილიზაციის შემდეგ, „ეპისკოპოსმა“ აბულ-აბასმა მონაწილეობა მიიღო დანიელებთან ომში. 810 წელს, დაახლოებით 40 წლის ასაკში იგი პნევმონიისგან გარდაიცვალა. „ეპისკოპოსი“ ჰანო 1514 წელს მოხვდა იტალიაში. თავიდან იგი ბელვედერში ცხოვრობდა. პაპის კარის ფავორიტი გახდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას საზეიმო სვლებში. იგი 1516 წელს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემორიალური ფრესკის ავტორი რაფაელი, ხოლო ეპიტაფიის ავტორი პაპი ლეო მეათე არიან. “ეპისკოპოსმა” რუბიმ სახელი გაითქვა როგორც მხატვარმა. ერთხელ შეამჩნიეს, რომ იგი მიწის იატაკზე ჯოხით ფიგურებს ხაზავდა. მას მისცეს ფუნჯი და საღებავი. მისი შემოქმედების შედეგები აბსტრაქტულ ნახატებს წააგავს. რუბი 1998 წელს, 25 წლის ასაკში, მშობიარობით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. რა სიტყვითაა შეცვლილი სიტყვა „ეპისკოპოსი“ შეკითხვაში?
პასუხი: სპილო კომენტარი: საჭადრაკო ფიგურა კუ რუსულად არის სპილო, ხოლო ინგლისურად ეპისკოპოსი წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/860პასუხი -
შეკითხვა #861 © თემურ დანელია
ნიუ-იორკში იგი მდებარეობს ჰიუსტონის ქუჩის სამხრეთით, ჰონ-კონგში ჰოლივუდ როუდის სამხრეთით, ტამპაში ამგვარად სამხრეთ ჰოვარდ ავენიუს უწოდებენ, ბირმინჰემში მისი სახელწოდება სამხრეთის სახლს აღნიშნავს, პიტსბურგში პირველი მშენებლობა ამ უბანში ჯეიმს ტასტინმა დაიწყო და მისი უწინდელი რეზიდენციის მდებარეობის სახელი უწოდა. დაასახელეთ ჯეიმს ტასტინის უწინდელი რეზიდენციის მაქსიმალურად ზუსტი მდებარეობა. მხოლოდ ქალაქის სახელწოდება არ მიიღება.
პასუხი: სოჰო კომენტარი: ჩამოთვლილი იყო სხვადასხვა ქალაქების უბნები სახელად სოჰო. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/861პასუხი -
შეკითხვა #862 © თემურ დანელია
ადამიანთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან კონსტანტინე დრაგაში, იოანე დე ბრიენი, ფრანც მეორე, ჰაილე სელასიე და სხვები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და რეჟისორმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარ გმირად აქცია.
პასუხი: პუ ი კომენტარი: ჩამოთვლილები იყვნენ სხვადასხვა იმპერიების უკანასკნელი იმპერატორები. ბერნარდო ბერტოლუჩიმ კი გადაიღო ოსკაროსანი ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Constantine_XI ბმული: http://moazrovne.net/q/862პასუხი -
შეკითხვა #863 © თემურ დანელია
ზაფხულში, მანჰეტენის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად იგრძნობთ მაღაზიების ღია კარებიდან მომქროლავ სიგრილეს. ისინი ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით კლიენტების მოზიდვას ცდილობენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამგვარი უყაირათობის წინააღმდეგ, და ენერგომომარაგების ინტერესების დასაცავად არის მიმართული. სტატიის სათაურში, რომელშიც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე, აღნიშნული იყო, რომ მაიკლ ბლუმბერგმა ხელი მოაწერა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბებულ კანონს, რომლის სახელწოდებაც თქვენთვის ცნობილია. დაასახელეთ ამ კანონის სახელწოდება. არ შეცდეთ, არასწორ პასუხზე გამონაკლისები არ დაიშვება.
პასუხი: ენერგიის შენახვის/მუდმივობის კანონი. წყარო: leacond.com.ua/news/interesting/full/0/1939/ ბმული: http://moazrovne.net/q/863პასუხი -
შეკითხვა #864 © თემურ დანელია
ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების - სპილოს, კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს ფრინველი საკვებს - ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი „ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით ანალოგიური პასუხები.
პასუხი: მტაცებლის (ან სხვა საშიშროების) მოახლოებას ატყობინებს. წყარო: natura.spb.ru/misc/misc_59.html ბმული: http://moazrovne.net/q/864პასუხი -
შეკითხვა #865 © თემურ დანელია
ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?
პასუხი: (ორიგინალურ) SMS-ებს. კომენტარი: იაპონელები დღეში დაახლოებით 2 მილიარდ SMS-ს აგზავნიან. წყარო: www.enoti-nperedelkino.ru/news/interest/8850/ ბმული: http://moazrovne.net/q/865პასუხი -
შეკითხვა #866 © თემურ დანელია
კარგ რესტორნებში, როდესაც სომელიე კლიენტს ღვინოს მოართმევს, პირველ რიგში საცობს აწვდის მას. კლიენტმა საცობი უნდა კარგად დაათვალიეროს და დაყნოსოს. დაყნოსვის მიზეზი და მიზანი ასე თუ ისე გასაგებია, აი საცობის დათვალიერება კი ძველი ტრადიციაა. იგივე ინფორმაციის მისაღებად რისი დათვალიერებით შეიძლება შემოიფარგლოს დღევანდელი კლიენტი?
პასუხი: ღვინის ეტიკეტის. კომენტარი: ადრე ღვინის სახელი, დაკრეფის და ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია საცობებზე იყო განთავსებული, ახლა ამგვარ ინფორმაცია ძირითდად ეტიკეტებზე ათავსებენ. წყარო: byaki.net/eto_interesno/13790-nelovkoe-molchanie.h ბმული: http://moazrovne.net/q/866პასუხი -
შეკითხვა #867 © თემურ დანელია
Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა კავშირში. დაასახელეთ ეს ენა.
პასუხი: HTML, ჰიპერტექსტური აღწერის ენა, HyperText Markup Language, ვებ–გვერდების შესაქმნელი ენა. (მიიღება ნებისმიერი პასუხი). კომენტარი: Hotmail-ი შეიცავს ყველა ასოს სახელწოდებიდან HTML წყარო: byaki.net/eto_interesno/13608-proiskhozhdenie-nazv ბმული: http://moazrovne.net/q/867პასუხი -
შეკითხვა #868 © თემურ დანელია
სუმოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ტატიაი. ამ ელემენტში გამარჯვება, დაახლოებით 80% შემთხვევებში შერკინებაში ამარჯვებინებს რიკიშის, ამიტომაც ამ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიოძის მხრიდან და დამნაშავეები მკაცრად, მათ შორის ფინანსურადაც ისჯებიან. შეძლებისდაგვარად ზუსტად თარგმნეთ ტატიაი.
პასუხი: სტარტის აღება, სტარტი კომენტარი: გიოძი, ანუ სუმოს მსაჯი განსაკუთრებით აკვირდება ფალსტარტს. წყარო: www.sumo.boom.ru/rus/viktorina.html ბმული: http://moazrovne.net/q/868პასუხი -
შეკითხვა #869 © თემურ დანელია
1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10 საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?
პასუხი: ალაგებდა დომინოს ქვებს. კომენტარი: 320 236-დან 281 581 დომინოს ქვა წაიქცა. წყარო: evolutsia.com/content/view/722/53/ ბმული: http://moazrovne.net/q/869პასუხი -
შეკითხვა #870 © თემურ დანელია
ერთი ვერსიით, სამეფო ოჯახის პატივსაცემად, 1907 წელს შეთანხმებულთან შედარებით, იგი დაახლოებით 2 400 იარდით დააგრძელეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ უინძორის სასხლის ფანჯრებიდან ედევნებინათ მისთვის თვალი. რამდენ მეტრს შეადგენს მისი სიგრძე 1924 წლიდან?
პასუხი: 42 195 მეტრი კომენტარი: მარათონული დისტანციის სიგრძის სტანდარტი 1924 წლიდან 42 კმ და 195 მეტრია წყარო: korrespondent.net/sport/olympic/545436 ბმული: http://moazrovne.net/q/870პასუხი -
შეკითხვა #871 © თემურ დანელია
ლენინის პირველი გამოსახულებები საბჭოთა ბანკნოტებზე 1937 წელს გამოჩნდა. მისი გვარი/ფსევდონიმი „ლენინი“ კი 1918 წელს გამოშვებულ 250 და 500 რუბლიანებზე 2 ადგილას. ერთგან „ლენინი“ ეწერა ჩარჩოში ჩასმული ტექსტის სახით, მეორეგან კი გამოყოფილი იყო მსხვილი და დიდი ასოებით უფრო ვცელ ტექსტში. დაწერეთ ეს ტექსტი სრულად.
პასუხი: ПроЛЕтарии всех страН, соедИНяйтесь! წყარო: www.weirdfacts.org/384-neveroyatnye-denezhnye-isto ბმული: http://moazrovne.net/q/871პასუხი -
შეკითხვა #872 © თემურ დანელია
ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?
პასუხი: Pringles კომენტარი: საუბარია ჩიპსების ცილინდრულ შეფუთვაზე. წყარო: www.weirdfacts.org/211-izobretatelya-upakovki-prin ბმული: http://moazrovne.net/q/872პასუხი -
შეკითხვა #873 © თემურ დანელია
ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?
პასუხი: Merry Christmas! წყარო: www.samoeinteresnoe.com/slova/SKOKO_ZVUKOV.htm ბმული: http://moazrovne.net/q/873პასუხი -
შეკითხვა #874 © თემურ დანელია
ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ მოხვდეთ სასურველ საიტებზე მათი მისამართის ხელმეორედ აკრეფის გარეშე. რომ არა ეს საიტი, რა მოქმედება უნდა ჩაატაროს მომხმარებელმა მანამდე, სანამ ხელმეორედ აკრეფს სასურველი საიტის მისამართს?
პასუხი: კლავიატურა უნდა გადართოს რუსულიდან ინგლისურზე. კომენტარი: ტექსტი საიტიდან "ОПЕЧАТКА.ru": Вам уже доводилось вводить в адресную строку Интернет-браузера слово типа "цццюкисюкг"? Ну, конечно, Вы просто забыли переключить раскладку клавиатуры на английский язык. И нужно набирать адрес заново... ...Пока не появился этот сайт! Сайт "ОПЕЧАТКА.ru" специально создан для того, чтобы перейти на желаемый сайт без повторного набора адреса.“ წყარო: www.opechatka.ru/ ბმული: http://moazrovne.net/q/874პასუხი
- პაკეტის კომენტარები: