შეკითხვა #859
-
მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად: აკრიბოფობია - წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია - სიცოცხლის შიში და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა, როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.
პასუხი: 7 ივნისი (1,010,011,010 = 666) კომენტარი: ჰექსაკოსიოჰექსაკონტაჰექსაფობია არის 666-ის შიში. სხდომა 06/06/06-იდან გადაიტანეს 07/06/06-ზე წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Гексакосиойгексеконтагексафо პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/859 გაზიარება:პასუხი