შეკითხვა #862
-
ადამიანთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან კონსტანტინე დრაგაში, იოანე დე ბრიენი, ფრანც მეორე, ჰაილე სელასიე და სხვები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და რეჟისორმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარ გმირად აქცია.
პასუხი: პუ ი კომენტარი: ჩამოთვლილები იყვნენ სხვადასხვა იმპერიების უკანასკნელი იმპერატორები. ბერნარდო ბერტოლუჩიმ კი გადაიღო ოსკაროსანი ფილმი „უკანასკნელი იმპერატორი“. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Constantine_XI პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/862 გაზიარება:პასუხი