შეკითხვა #864
-
ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების - სპილოს, კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს ფრინველი საკვებს - ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი „ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით ანალოგიური პასუხები.
პასუხი: მტაცებლის (ან სხვა საშიშროების) მოახლოებას ატყობინებს. წყარო: natura.spb.ru/misc/misc_59.html პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/864 გაზიარება:პასუხი