შეკითხვა #865
-
ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?
პასუხი: (ორიგინალურ) SMS-ებს. კომენტარი: იაპონელები დღეში დაახლოებით 2 მილიარდ SMS-ს აგზავნიან. წყარო: www.enoti-nperedelkino.ru/news/interest/8850/ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/865 გაზიარება:პასუხი