შეკითხვა #869
-
1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10 საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?
პასუხი: ალაგებდა დომინოს ქვებს. კომენტარი: 320 236-დან 281 581 დომინოს ქვა წაიქცა. წყარო: evolutsia.com/content/view/722/53/ პაკეტი: თბილისის 37-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/869 გაზიარება:პასუხი