შეკითხვა #899
-
[წამკითხველი გამოტოვების ადგილას ჩვეულზე ცოტა მეტხანს შეჩერდეს; გარდა ამისა ხმით გამოყოს ქალაქის სახელი]
1591 წელს რუსეთის ქალაქ უგლიჩში სიკვდილით დასაჯეს 200 ადამიანი და მათი აჯანყებისკენ მომხმობი [.....], რომელსაც ყური და ენა მოაჭრეს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ავტორმა შეკითხვაში გამოტოვა.პასუხი: ზარი კომენტარი: მეფის ძის, დიმიტრის მკვლელობის შემდეგ, მოსახლეობას აჯანყებისკენ ქალაქის მთავარი ეკლესიის ზარით მოუხმეს, რომელსაც საბოლოოდ ასე მოექცნენ, არადა საწყალმა რა დააშავა :( წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A3%D0%B3%D0%BB%D0%B8%D1% პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/899 გაზიარება:პასუხი