თბილისის 42-ე ჩემპიონატი
I ტური
II ლიგა
6 მარტი, 2011
-
შეკითხვა #896 © ანტონ ვაჭარაძე
ცხენოსნობაში ასე ეწოდება მხედრის მდგომარეობას, როდესაც ის წრის პირველ, ყველაზე მოკლე მონაკვეთზე დგას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ამ მდგომარეობის სახელწოდება ორი სიტყვით, რომლებიც ერთიდაიგივე ასოზე იწყება.
პასუხი: პოულ პოზიცია კომენტარი: შემდეგ ეს ტერმინი ავტორბოლაშიც გავრცელდა. გისურვებთ ჩემპიონატი პოულ–პოზიციით დაგეწყოთ :) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Pole_position ბმული: http://moazrovne.net/q/896პასუხი -
შეკითხვა #897 © ანტონ ვაჭარაძე
"Notebook" - ეს არის ლექსების კრებულის სახელწოდება, რომელშიც ავტორმა შეცვალა ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ვის ეკუთვნის ეს ლექსების კრებული?
პასუხი: კოტე ყუბანეიშვილს კომენტარი: N–ით შეცვლილი იყო ასო K. კოტე ყუბანეიშვილის კრებულს „კოტებუქი“ ეწოდება. წყარო: კოტე ყუბანეიშვილი, "Kotebook" ბმული: http://moazrovne.net/q/897პასუხი -
შეკითხვა #898 © ანტონ ვაჭარაძე
საკალთბურთო გუნდ „როკეტსის“ მიერ, მიჯრით რამდენიმე წაგებით NBA–ს სეზონის დაწყებას, ინტერნეტში მიეძღვნა სტატია, რომლის სათაურიც წარმოადგენდა ცნობილ ფრაზას. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა!
პასუხი: Houston, we have a problem (ჰიუსტონ, პრობლემაა). კომენტარი: „როკეტსი“ ჰიუსტონის საკალათბურთო გუნდია და მათ მართლაც რომ პრობლემები გააჩნდათ. წყარო: bleacherreport.com/articles/507364-houston-rockets ბმული: http://moazrovne.net/q/898პასუხი -
შეკითხვა #899 © ანტონ ვაჭარაძე
[წამკითხველი გამოტოვების ადგილას ჩვეულზე ცოტა მეტხანს შეჩერდეს; გარდა ამისა ხმით გამოყოს ქალაქის სახელი]
1591 წელს რუსეთის ქალაქ უგლიჩში სიკვდილით დასაჯეს 200 ადამიანი და მათი აჯანყებისკენ მომხმობი [.....], რომელსაც ყური და ენა მოაჭრეს. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ავტორმა შეკითხვაში გამოტოვა.პასუხი: ზარი კომენტარი: მეფის ძის, დიმიტრის მკვლელობის შემდეგ, მოსახლეობას აჯანყებისკენ ქალაქის მთავარი ეკლესიის ზარით მოუხმეს, რომელსაც საბოლოოდ ასე მოექცნენ, არადა საწყალმა რა დააშავა :( წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A3%D0%B3%D0%BB%D0%B8%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/899პასუხი -
შეკითხვა #900 © ანტონ ვაჭარაძე
კომპანია პიცა-ჰატი, თავის ერთ–ერთ სარეკლამო პლაკატზე აქცენტს აკეთებს სწრაფ მოწოდებაზე. ყურადღება შეკითხვა: დახატეთ თქვენს ფურცელზე თუ როგორაა განლაგებული სურათზე ნაჩვენები პიცის ორი ნაჭერი.
პასუხი: ▶ ▶ კომენტარი: ჩაითვლება ყველა პასუხი, სადაც ხატია მუსიკალური და ვიდეოჩანაწერების გადახვევის ღილაკი. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/900პასუხი -
შეკითხვა #901 © ანტონ ვაჭარაძე
85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიტზე jewish.ru ამ ადამიანს მიეძღვნა სტატია, რომლის სათაური ასე იწყებოდა: „ყველასთვის ცნობილი ...“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: ნეიზვესტნი (ერნსტ) („უცნობი“-ც ითვლება) კომენტარი: სტატიას ეწოდებოდა „Всем известный Неизвестный“. ერნსტ ნეიზვესტნი ყველაზე ცნობილი რუსი-ებრაელი მოქანდაკეა. (სხვათა შორის, სწორედ ერნსტ ნეიზვესტნის ნამუშევარია მერაბ მამარდაშვილის ბიუსტი, რომელიც 2001 წელს გაიხსნა თბილისში). წყარო: www.jewish.ru/culture/art/2010/04/news994284243.ph ბმული: http://moazrovne.net/q/901პასუხი -
შეკითხვა #902 © ანტონ ვაჭარაძე
კარიკატურების კოლაჟში – „უდიდესი ადამიანები მერხებთან“, მასწავლებელი უბრაზდება ბავშვს: „აღიარე, ვინ დაგეხმარა ამის დაწერაში?!“. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად თუ ვინაა ეს [ფრანგი] ბავშვი.
პასუხი: ალექსანდრე დიუმა მამა კომენტარი: როგორც ცნობილია დიუმა მამა ყველა თავის ნაწარმოებს დაქირავებული თანაშემწეების მთელ ჯგუფს აწერინებდა. წყარო: www.webpark.ru/comment/47369 ბმული: http://moazrovne.net/q/902პასუხი -
შეკითხვა #903 © ანტონ ვაჭარაძე
რუსეთის ამ ქალაქთან მდინარე მკვეთრად იცვლის დინების მიმართულებას. ამავე ქალაქში მე–16 საუკუნეში მოხდა უკვე ყველა თქვენთაგანისთვის ცნობილი მოვლენა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: უგლიჩი კომენტარი: მდინარე „ვოლგა“ მკვეთრად იცვლის დინებას, ანუ აკეთებს კუთხეს. თქვენთვის კარგად ნაცნობი მოვლენა კი ცარევიჩ დიმიტრის მკვლელობაა, რომელიც ჩვენი პაკეტის მე–4 კითხვაში იყო ნახსენები :) წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A3%D0%B3%D0%BB%D0%B8%D1% ბმული: http://moazrovne.net/q/903პასუხი -
შეკითხვა #904 © ანტონ ვაჭარაძე
ქვეყნის გაერთიანებისთვის მებრძოლი იტალიელი დემონსტრანტები ხშირად შეფარულად სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს ვიტორიო ემანუელს, იტალიის მეფეს!“ (Viva Vittorio Emmanuele Re d’Italia). ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ გვარი, რომელსაც ისინი ამ დროს ახსენებდნენ.
პასუხი: ვერდი კომენტარი: ფრაზის აბრევიატურა. ავსტრიელი ჯარისკაცები მშვენივრად ხვდებოდნენ, თუმცა ვერანაირად ვერ დასჯიდნენ ხალხს მუსიკის სიყვარულისთვის. წყარო: Вокруг Света. #2844. გვ.103 ბმული: http://moazrovne.net/q/904პასუხი -
შეკითხვა #905 © ანტონ ვაჭარაძე
2010 წლის არჩევნებამდე, საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, საარჩევნო სიებიდან ამოიღო „რევიზორი“. ყურადღება, შეკითხვა: რომელი 2 სიტყვა შეცვალა კითხვის ავტორმა შეკითხვაში სიტყვით „რევიზორი“.
პასუხი: მკვდარი სულები კომენტარი: ნიკოლაი გოგოლის ერთი ნაწარმოების სათაურით შეცვლილი იყო მისი მეორე ნაწარმოების სათაური. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/905პასუხი -
შეკითხვა #906 © ანტონ ვაჭარაძე
დაასახელეთ სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა ფოტოზე შავი კვადრატით დამალა.პასუხი: ქააბა კომენტარი: ქააბა არის შავი ქვა. დასარიგებელ მასალაზეც ავტორმა სიტყვა შეიძლება ითქვას შავი ქვის ერთი გვერდით დამალა. წყარო: www.google.ge/imgres?imgurl=http://www.sz-wholesal ბმული: http://moazrovne.net/q/906პასუხი -
შეკითხვა #907 © ანტონ ვაჭარაძე
[წამყვანი ხაზს უსვამს: შეკითხვა ნომერი თორმეტი] დაასახელეთ ლიტერატურული ნაწარმოები, სადაც ელექრონათურის გამოცვლისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დანგრევის პირას მდგარი კლუბის დირექტორ კრასილნიკოვს, საშუალება ეძლევა ახალი კლუბი ააშენოს!
პასუხი: თორმეტი სკამი კომენტარი: ელექტრონათურას სკამზე შემდგარი დარაჯი ცვლის, რომელიც ჩამოვარდება, სკამი გატყდება და ძვირფასეულობაც გამოჩნდება. წყარო: И.Илф, Е.Петров. Двенадцать Стульев. Глава XL Сокровище ბმული: http://moazrovne.net/q/907პასუხი -
შეკითხვა #908 © ანტონ ვაჭარაძე
აკირა კუროსავას ერთ-ერთი X ბუნებრივ მოვლენას ასახავს და მისი სახელწოდებაა – „Y წითელში“ (ან „წითელი Y“). ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომელსაც ეწოდება Y X.
პასუხი: ფუჯიფილმი კომენტარი: აკირა კუროსავას ერთ–ერთ ფილმს ეწოდება „ფუჯი წითელში“ და ის ასახავს ვულკან ფუჯის (ან ფუძის) ამოფრქვევას. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/908პასუხი -
შეკითხვა #909 © ანტონ ვაჭარაძე
მას შემდეგ, რაც ტანსაცმლის დიზაინერი დონატელა ვერსაჩე დაქორწინდა მოდელ პოლ ბეკზე, დონატელას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა ერთი ფრაზა. ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი [ქართული] ლიტერატურული პერსონაჟი, რომელსაც ეს ფრაზა ეკუთვნის.
პასუხი: დათა თუთაშხია კომენტარი: ფრაზა შემდეგნაირად ჟღერს: „ვისაც ჩავაცვი მან გამხადა“ :) წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/909პასუხი -
შეკითხვა #910 © ანტონ ვაჭარაძე
[დასარიგებელი მასალა (დასარიგებელი მასალა თითო გუნდზე უნდა დარიგდეს 10-12 ცალი)]
ყურადღება, შეკითხვა: დაასახელეთ აღნიშნული საკვები პროდუქტების კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდის სახელწოდება.პასუხი: სპამი კომენტარი: სპამი აშშ-ი კონსერვირებული ხორცის ყველაზე ცნობილი მარკაა. გუნდებს შეკითხვის დასმამდე ბევრი სპამი მიუვიდათ :) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Hormel ბმული: http://moazrovne.net/q/910პასუხი
- პაკეტის კომენტარები: