შეკითხვა #928
-
რამდენიმე წლის წინ ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტმა დათვალა ქალაქში ქუჩებისა და მოედნების რიცხვი, რომელიც შეადგენდა 2053 ერთეულს. ეს ერთეულები დაყოფილი იქნა სამ სვეტად. პირველში მოხვდა 1211 ერთეული, მეორეში მხოლოდ 27, მესამეში კი - 815. პირველსა და მეორე სვეტებს შორის ამხელა განსხვავება მიანიშნებდა აშკარა დისკრიმინაციაზე.
შეკითხვა: მაშ რა პრინციპით იქნა შედგენილი პირველი და მეორე სვეტი?პასუხი: პირველი - ქუჩები, რომლებსაც მამაკაცების სახელები აქვთ, მეორე - ქუჩები, რომლებსაც ქალების სახელები აქვთ. კომენტარი: ხოლო მესამე სვეტში იყო დანარჩენი, ანუ ქუჩები რომლებსაც უსულოთა სახელები ჰქონდათ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - I ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/928 გაზიარება:პასუხი