თბილისის 42-ე ჩემპიონატი
I ტური
IV ლიგა
6 მარტი, 2011
-
მერი კლარისა მილერი, რომელსაც ჩვენ სხვა სახელით ვინობთ, ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ქალაქ ტორკიში, სადაც ის ცხოვრობდა, ამ ქვეყნიდან ჩამოსული ძალიან ბევრი ემიგრანტი იყო. მერი კლარისა მილერმა წერა საკუთარი მწერალი დისთვის შესაძლებლობების დასამტკიცებლად დაიწყო. თავისი ნაწარმოებების მთავარ გმირი კი იქაური ემიგრანტების მიხედვით შექმნა.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქვეყანა.პასუხი: ბელგია კომენტარი: მერი კლარისა მილერს ჩვენ აგათა კრისტის სახელით ვინობთ. მისი დეტექტივების მთავარი პერსონაჟი კი ბელგიელი ერკიულ პუაროა. ბმული: http://moazrovne.net/q/926პასუხი -
1939 წლის სექტემბრის შემდეგ ლავრენტი ბერიამ აუკრძალა გულაგის ბანაკების ადმინისტრაციებს, ტუსაღებისთვის მიემართათ ერთი სალანძღავი სიტყვით, რომელსაც იქამდე ხშირად იყენებდნენ.
შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვაპასუხი: ფაშისტი კომენტარი: მოგეხსენებათ 1939 წლის 1 სექტემბერს ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო საომარი მოქმედებები პოლონეთზე თავდასხმით. ბმული: http://moazrovne.net/q/927პასუხი -
რამდენიმე წლის წინ ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტმა დათვალა ქალაქში ქუჩებისა და მოედნების რიცხვი, რომელიც შეადგენდა 2053 ერთეულს. ეს ერთეულები დაყოფილი იქნა სამ სვეტად. პირველში მოხვდა 1211 ერთეული, მეორეში მხოლოდ 27, მესამეში კი - 815. პირველსა და მეორე სვეტებს შორის ამხელა განსხვავება მიანიშნებდა აშკარა დისკრიმინაციაზე.
შეკითხვა: მაშ რა პრინციპით იქნა შედგენილი პირველი და მეორე სვეტი?პასუხი: პირველი - ქუჩები, რომლებსაც მამაკაცების სახელები აქვთ, მეორე - ქუჩები, რომლებსაც ქალების სახელები აქვთ. კომენტარი: ხოლო მესამე სვეტში იყო დანარჩენი, ანუ ქუჩები რომლებსაც უსულოთა სახელები ჰქონდათ. ბმული: http://moazrovne.net/q/928პასუხი -
რამდენიმე წლის წინ უკრაინელმა მებაჟეებმა დააკავეს ადამიანი, რომელსაც საზღვარზე უკანონოდ გადაჰქონდა სამურაის 7 ხმალი. მოქალაქის მტკიცებამ თითქოს იგი იყო სამურაი, შედეგი ვერ გამოიღო, რადგან „კომსომოლკსაია პრავდა ვ უკრაინე“-ს აზრით, ამ მოქალაქემ დაარღვია ბუსიდო, არ გააკეთა რა ამ არასახარბიელო სიტუაციაში ის.
შეკითვა: მაშ რა არ გააკეთა ამ მოქალაქემ?პასუხი: ხარაკირი (სეპუკუ) კომენტარი: ღირსება შეელახა და ამ დროს სიცოცხლე ისე არ დაასრულა, როგორც სამურაის შეჰფერის. ბმული: http://moazrovne.net/q/929პასუხი -
ქირურგი, არქიტექტორი და პოლიტიკოსი კამათობენ, თუ ვისი პროფესიაა უფრო ძველი.
- ევა ღმერთმა ადამის ნეკნისაგან შექმნა. ეს კი ქირურგიული ოპერაციაა - თქვა ქირურგმა.
- მანამდე კი ღმერთმა ქაოსისგან შექმნა სამყარო. ეს არქიტექტურას განეკუთვნება - განაცხადა არქიტექტორმა.
პოლიტიკოსმა კი ნიშნის მოგებით, მხიარულად იკითხა: მანამდე ხომ ვიღაცამ...
შეკითხვა: დაასრულეთ პოლიტიკოსის სიტყვაპასუხი: მანამდე ხომ ვიღაცამ შექმნა ეს ქაოსი? კომენტარი: პოლიტიკოსებს ხომ ამაში ბადალი არ ჰყავთ :) ბმული: http://moazrovne.net/q/930პასუხი -
ერთხელ, სტუდენტებთან შეხვედრის დროს, უილიამ ფოლკნერს სთხოვეს დაესახელებინა მისი თანამედრო საუკეთესო ამერიკელი მწერლები. პირველი მან მოიხსენია ჯონ დოს პასოსი, შემდეგ ჰემინგუეი, ტომას ვულფი. აი ეს მწერალი კი, რომელიც 1897 წელს დაიბადა მისისიპიში და მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია, თითქმის სულ ბოლოს დაასახელა.
შეკითხვა: მაშ რომელი ცნობილი ამერიკელი მწერალი დაასახელა ფოლკნერმა ბოლოს?პასუხი: უილიამ ფოლკნერი კომენტარი: საკუთარი თავი მან ბოლოს მოიხსენია. აი მესმის თავმდაბლობა! ბმული: http://moazrovne.net/q/931პასუხი -
მოწაფის შეკითხვას სოკრატემ ასეთი პასუხი გასცა: „მე შევამჩნიე, რომ ის, ვინც გადაწყვეტს გახდეს კარგი მხედარი, ყოველთვის ირჩევს არა დამჯერ, არამედ ცქვიტ, თავნება ცხენს. მეც ასე მოვიქეცი: მინდოდა რა მცოდნოდა ხალხთან ურთიერთობა ... (გამოტოვებულია ორი სიტყვა) ... ქსანტიპა.
შეკითვა: დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.პასუხი: ცოლად მოვიყვანე კომენტარი: „მინდოდა რა მცოდნოდა ხალხთან ურთიერთობა, ცოლად მოვიყვანე ქსანტიპა“ ბმული: http://moazrovne.net/q/932პასუხი -
ჩაიწერეთ მარკო პოლოს მიერ აღწერილი ტექნოლოგია: „საათის განმავლობაში აორთქლებენ საწყის მასალას. მიღებული ცომისმაგვარი მასისგან აკეთებენ რაღაც ღვეზელის მსგავსს, უსვამენ იმპერატორის დამღას და გამოწვავენ ცხელ ფილებზე.
შეკითხვა: რისი დამზადების ტექნოლოგია აღწერა ასე მარკო პოლომ?პასუხი: მარილისგან დამზადებული ფულის (ფულის დამზადების) ბმული: http://moazrovne.net/q/933პასუხი -
ცნობილია, რომ ნაპოლეონ I მკაცრ, შეურიგებელ ბრძოლას აწარმოებდა მოდის წინააღმდეგ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან რაღაც აკრძალა, რათა მოდას აყოლილებს შინ ყოფნის დროსაც კი უარი ეთქვათ მსუბუქი, თხელი მატერიის ტარებაზე.
შეკითხვა: მაშ რა აკრძალა ნაპოლეონმა?პასუხი: ბუხრის ანთება კომენტარი: შედეგად მოდას აყოლილებს სიცივე შეაწუხებდათ. ბმული: http://moazrovne.net/q/934პასუხი -
მოსკოვის ცენტრში, იმ შენობაში, სადაც უწინ ფუნქციონირებდა კაფე „ლირა“, 1990 წლის 31 იანვარს გაიხსნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირველი ეს.
შეკითხვა: დაასახელეთ ესპასუხი: მაკდონალდსი ბმული: http://moazrovne.net/q/935პასუხი -
ერთერთი პროფესორი, მუსიკის ისტორიას თავისებური იუმორით ასწავლიდა თავის სტუდენტებს. რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცდებზე იგი ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა მათ: „იოჰან სებასტიან ბახს 20 შვილი ჰყავდა, ამიტომ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ...? მხიარული სტუდენტები აბოლოვებდნენ : „ლოგინში“. შედარებით სერიოზულები პასუხობდნენ: გერმანიაში. მხოლოდ ერთადერთმა სტუდენტმა გასცა პროფესორს სწორი პასუხი.
შეკითხვა: რა უპასუხა სტუდენტმა?პასუხი -
მსახიობ და მოდელ კერი ოტისს სახელი გაუთქვა ფილმმა „ველური ორქიდეა“, რომელშიც მან ქალის მთავარი როლი შეასრულა. ამ ფილმს სკანდალიც მოჰყვა მას შემდეგ, რაც კინოკრიტიკოსებისთვის გახდა ცნობილი, თუ რითი იყვნენ დაკავებულნი ის და მიკი რურკი ერიტიული სცენების გადაღების დროს.
შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რით იყვნენ დაკავებულნი კერი ოტისი და მიკი რურკი ეროტიული სცენების გადაღების დროს?პასუხი: სექსით კომენტარი: საქმე ისაა, ისინი სექსის იმიტაციას კი არ ახდენდნენ, როგორც ეს სხვა მხატვრულ ფილმებში ხდება ხოლმე, არამედ რეალურად კავდებოდნენ სექსით. ბმული: http://moazrovne.net/q/937პასუხი -
1930-იან წლებში, ნიუნბერგში იყიდებოდა საფოსტო ბარათები წარწერით: „რაც დაიპყრო მეფემ, გაამაგრა თავადმა და დაიცვა ფელდმარშალმა, ის გადაარჩინა და გააერთიანა ჯარისკაცმა“. მეფეში ფრიდრიხ დიდი იგულისხმებოდა, თავადში - ბისმარკი, ფელლდმარშალში - პაულ ფონ ჰინდენბურგი.
შეკითხვა: დაასახელეთ ჯარისკაციპასუხი: ჰიტლერი კომენტარი: ჰიტლერს მხოლოდ ეფრეიტორის წოდება ჰქონდა ბმული: http://moazrovne.net/q/938პასუხი -
„იყავი ისეთივე მოძრავი, როგორც წყალი, გაქვავდი როგორც სარკე, უპასუხე ისევე, როგორც ექო“ შეკითხვა: დაასახელეთ 1940 წელს დაბადებული ამ სიტყვების აზიელი ავტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ამ გამონათქვამს ასრულებდა.
პასუხი: ბრიუს ლი ბმული: http://moazrovne.net/q/939პასუხი -
შეკითხვა „დრო მშვიდობისა“-ს ეგიდით. ანეკდოტი:
მოისმინეთ საუბარი კანიბალ დედა -შვილს შორის:
Mother, mother, I am hungry! What we have for dinner?
Wait a minute son! We are going to cook ...
შეკითხვა: დაასრულეთ დედის პასუხიპასუხი
- პაკეტის კომენტარები: