შეკითხვა #945
-
ტინტორეტო მუშაობის პროცესში აქტიურად იყენებდა იქსებს; ქმნიდა კომპოზიციას; ტესტავდა იქსებით შექმნილ კომპოზიციაზე შუქ–ჩრდილის ეფექტებს და შემდეგ ეს ყველაფერი გადაჰქონდა ტილოზე. შეკითხვის ავტორმა ტინტორეტოს იქსი ერთ ცნობილ დაწესებულებაში ვერ აღმოაჩინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ცვილის ფიგურა კომენტარი: ტინტორეტო იყენებდა ცვილის ფიგურებს. ტინტორეტოს ცვილის ფიგურა ტიუსოს მუზეუმში არ არის, ყოველ შემთხვევაში შეკითხვის ავტორმა ვერ იპოვა :) წყარო: „50 биографий мастеров западно-европейского искусства“. - Л.: "Советский художник", 1968. - С. 67. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/945 გაზიარება:პასუხი