შეკითხვა #956
-
ამ ოქსიმორონის ანალოგი გავრცელებულია არამხოლოდ სერბეთში და ჩერნოგორიაში, არამედ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, შვეიცარიაშიც. ამასთან თუ ჩვენთან ეს ოქსიმორონი 1918 წელს გაჩნდა (ყოველ შემთხვევაში გაჩნდა ამის ფორმალური საფუძველი), შვეიცარიაში – ის 200 წლის წინ იშვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ოქსიმორონი.
პასუხი: ძველი ახალი წელი კომენტარი: შვეიცარია გრიგორიანულ კალენდარზე 200 წლით ადრე გადავიდა, ჩვენ 1918 წელს. სერბები და ჩერნოგორიელები მართლმადიდებლები არიან. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Старый_Новый_год პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/956 გაზიარება:პასუხი