შეკითხვა #961
-
ბრაზილიის შტატ პიაუის შიდასაშტატო ჩემპიონატის ერთ მატჩში დაუდევარმა მსაჯმა კლუბ "ოეირასის" ფეხბურთელს, პაულუ არაუჟუს აჩვენა სამი ყვითელი და ორი წითელი ბარათი. თამაშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები მისცვივდნენ ფეხბურთელს, რომლებსაც მან აქეთ დაუსვა კონტრშეკითხვა. რომელი გვარი ფიგურირებდა მის კონტრშეკითხვაში?
კომენტარები:პასუხი: გინესი კომენტარი: მსაჯს გამორჩა რომ მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედანი არ დაატოვებინა, როდესაც მესამე აჩვენა პროტოკოლის თანახმად იგი იძულებული გახდა ორი წითელი ბარათი ეჩვენებინა. მან ჟურნალისტებს ჰკითხა: "გინესის წიგნში ხომ მოვხვდები?!" წყარო: www.rol.ru/news/sport/news/02/03/15_022.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/961 გაზიარება:პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

