შეკითხვა #968
-
2007 წელს "მილანი"–"სამპდორიას" თამაშის დროს, "მილანის" ახალწვეულ ფეხბურთელზე გაბრაზებულმა "ინტერის" ფანებმა სტადიონზე გამოფინეს პლაკატი, სადაც ამ ფეხბურთელის შეურაცხმყოფელი ორი სიტყვა ეწერა. საინტერესოა ისიც, რომ იტალიელები ამ ორი სიტყვით მოიხსენიებენ ერთ "ამერიკელს". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს "ამერიკელი".
პასუხი: რონალდ მაკდონალდი კომენტარი: Ronaldo pagliaccio - იტალიურად ნიშნავს "რონალდო კლოუნი". ამასთან იტალიურში ასე უწოდებენ მაკდონალდსის სიმბოლოს, კლოუნ რონალდს, რომლის გვარიც მაკდონალდია. "ინტერის" ფანებმა რონალდოს "რეალიდან" "მილანში" გადასვლა ვერ აპატიეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/968 გაზიარება:პასუხი