შეკითხვა #971
-
მილორად პავიჩის რომანში მწერლობის ამბიციის მქონე გოგონა ვერაფრით ახერხებს გამომცემლებს საკუთარი ნოველები გამოაცემინოს, თუმცა იგი მაინც პოულობს გამოსავალს და მის ნოველებს გამომცემლები ბეჭდავენ, რაშიც გოგონას ანატოლ ფრანსი, პიერ ლოტი და სხვა ფრანგი მწერლები დაეხმარნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ცოცხალ არსებას ადარებს მილორად პავიჩი ამ გოგონას?
პასუხი: გუგულს კომენტარი: როგორც გუგული დებს სხვის ბუდეში კვერცხს, ასევე ამ გოგონამ თავისი ნოველები დასახელებული მწერლების ნაწარმოებებში განათავსა და თარგმანებად გაასაღა. წყარო: lib.ru/INPROZ/PAWICH/vsv.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/971 გაზიარება:პასუხი