შეკითხვა #976
-
36. შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდნენ კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე ადამიანები, რომელთა ძირითად საქმიანობასაც არითმეტიკული გამოთვლები შეადგენდა. ეს ადამიანები ორ მოქიშპე ბანაკად იყოფოდნენ: მათ, ვინც თავის გამოთვლებში აბაკს იყენებდა, აბაკისტები ერქვათ, ხოლო მათ, ვინც გამოთვლებში ახალ ხილს, არაბულ ციფრებს იყენებდა ერქვათ იქსები. საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში იქსებს ერთი ნობელიანტის მხარდამჭერებს უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნობელიანტი.
პასუხი: ალ გორი კომენტარი: ალგორისმი იმ დროს არაბული ციფრებით გამოთვლების ჩატარებას ნიშნავდა. ალ–ხორეზმის საპატივსაცემოდ მათ ალგორისტები ერქვათ. ალგორისმმა შემდგომში სახე იცვალა და ალგორითმად იქცა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/976 გაზიარება:პასუხი