შეკითხვა #985
-
ერთმა ინტერნეტ იუზერმა გამოაცხო ნუშის პური და ეს კულინარული შედევრი შარშან გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნას მიუძღვნა. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ადამიანისათვის პატივის მისაგებად ყვავილოვანი კომბოსტოს, ან ბროკოლისგან დამზადებული კერძიც ერთობ სიმბოლური იქნებოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ბენუა მანდელბროტი კომენტარი: მისი გვარი ითარგმნება, როგორც "ნუშის პური". ყვავილოვან კომბოსტოს და ბროკოლის ფრაქტალური ბუნება აქვს, ანუ ისეთი რაც უშუალოდ მასთან, ფრაქტალების მკვლევართან, ასოცირდება. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/985 გაზიარება:პასუხი