შეკითხვა #999
-
ბორის აკუნინი თავის მოთხრობაში „ნეფრიტის კრიალოსანი“ აღწერს ჩაის სმის ცერემონიას, რომლის ერთ–ერთი მონაწილე საკმაოდ მდიდარი კომერსანტი იყო. ამ პიროვნებას ეცვა ძვირადღირებული ინგლისური ყაიდის კოსტიუმი, ჰალსტუხზე ბრილიანტიც ქონდა დაბნეული და ნატიფი თითებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მას მარჯვენა ხელისგულზე კოჟრები ემჩნეოდა.
ავტორი იქვე დასძენს, რომ ეს იყო არა მძიმე ფიზიკური შრომის ბრალი, არამედ იმდროინდელ მეფის რუსეთში ახლადგავრცელეული და საკმაოდ მოდური ბრიტანული გართობის შედეგი. მაშ, რითი ერთობოდა კომერსანტი პაპახინი, თუ მსგავსმა გართობამ ერთ-ერთ ქართველს გასულ ათწლეულში (1998 წლიდან) ზუსტად 1,234,443 $ მოუტანა?პასუხი: ჩოგბურთს თამაშობდა (მიიღება ასევე ვარიანტი „ლაუნ ტენისი“) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - II ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/999 გაზიარება:პასუხი