თბილისის 42-ე ჩემპიონატი
II ტური
ჩელენჯ-ლიგა
27 მარტი, 2011
-
„მთვარე არ არის ცუდი ადგილი. ის ნამდვილად იმსახურებს ხანმოკლე ვიზიტს“.
შეკითხვა: დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი!პასუხი: ნილ არმსტრონგი კომენტარი: პირველი ადამიანი, რომელმაც ფეხი დადგა მთვარეზე. ბმული: http://moazrovne.net/q/989პასუხი -
КВН - ის ხუმრობებიდან. განცხადება: 15-სულიანი ოჯახი, ეძებს 17-სულიან ოჯახს.
შეკითხვა: უპასუხეთ მაქსიმალურად ზუსტად, რა მიზნით?პასუხი: 32 - სულიანი ოჯახის შესაქმნელად ბმული: http://moazrovne.net/q/990პასუხი -
დაასრულეთ ჰერბერტ სპენსერის სიტყვები: „რათა მივაღწიოთ პატივისცემას კანონის მიმართ, უნდა შევქმნათ ...“
შეკითხვა: დაასრულეთ ფრაზაპასუხი: პატივისცემის ღირსი კანონები ბმული: http://moazrovne.net/q/991პასუხი -
როგორც ცნობილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას თავის სამუშაო ენებად აღიარებული აქვს 6 ენა, მაგრამ 1945 წელს წელს, სან ფრანცისკოს დამფუძნებელ კონფერენციაზე სამუშაო ენები იყო მხოლოდ ორი. შეკითხვა: დაასახელეთ ორივე ენა
პასუხი: ინგლისური და ფრანგული კომენტარი: სადღეისოდ - ინგლისური, ფრანგული, ჩინური, რუსული, არაბული, ესპანური. ბმული: http://moazrovne.net/q/992პასუხი -
ჩაიწერეთ ნაწყვეტი ძველი ტრაქტატიდან: „იგი უდიდესი მბრძანებელია, მას ძალიან პატარა სახელი აქვს, მაგრამ სასწაულებრივ საქმეებს აკეთებს, რადგან მას შეუძლია შიშიც განდევნოს და მწუხარებაც მოსპოს, სიხარულიც შთანერგოს და სიბრალულიც გააღვიძოს“. შეკითვის ავტორის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ მეფის ის საუკეთესოა.
შეკითხვა: დაასახელეთ ის.პასუხი: სიტყვა კომენტარი: მხატვრული ფილმი „მეფის სიტყვა“ წლევანდელი ოსკარის გამარჯვებულია. ბმული: http://moazrovne.net/q/993პასუხი -
ცნობილ სანთებელა "ზიპოს" თავდაპირველად მხოლოდ სამხედროებისთვის ამზადებდნენ. მას სპეციალური ლითონისგან ასხამდნენ და შავად ღებავდნენ სპეციალური საღებავით, რათა დაეცვათ ჟანგისგან და...
შეკითვა: კიდევ რა მიზნით?პასუხი: რათა სინათლე არ აერეკლა კომენტარი: და მტრისთვის შესამჩნევი არ ყოფილიყო ბმული: http://moazrovne.net/q/994პასუხი -
ამერიკული კომპანია “Celestis” კრემირებული მიცვალებულის ფერფლის ერთი გრამის იქ განთავსებაში 10 000 დოლარს ითხოვს. იქ უკვე განისვენებს იუჯინ შუმეიკერის ნეშტი. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ადგილი.
პასუხი: მთვარე წყარო:- "Discovery", 2009, N2
- ru.wikipedia.org/wiki/Носов,_Николай_Николаевич
პასუხი -
ბრიტანელმა ექიმმა, რობრტ მაკკორმაკმა ერთერთ კონფერენციაზე თქვა; „დასანანია დაკარგო ცხოვრების 1/3 ამაში, მაგრამ რას იზამ, ეს აუცილებელია“.
ყურადღებით, შეკითხვა: დაასახელეთ ესპასუხი: ძილი ბმული: http://moazrovne.net/q/996პასუხი -
დაასრულეთ სალვადორ დალის ფრაზა: „განსხვავება ჩემსა და გიჟს შორის ის არის, რომ...“
პასუხი: მე გიჟი არ ვარ. ბმული: http://moazrovne.net/q/997პასუხი -
როდესაც მეგობრები ეკითხებოდნენ მოდილიანის მეუღლეს, ჟანას, თუ რატომ არ ცდილობდა იგი ლოთობისა და ჭლექისაგან მომაკვდავ ქმარზე დადებითი ზეგავლენის მოხდენას, ჟანა პასუხობდა: „მოდიმ იცის, რომ ეს აუცილებელია, რათა ხალხმა იგი გენიოსად აღიაროს“. როგორც დრომ გვიჩვენა, ჟანა მართალი იყო. რაზეა საუბარი?
პასუხი: სიკვდილზე. ბმული: http://moazrovne.net/q/998პასუხი -
ბორის აკუნინი თავის მოთხრობაში „ნეფრიტის კრიალოსანი“ აღწერს ჩაის სმის ცერემონიას, რომლის ერთ–ერთი მონაწილე საკმაოდ მდიდარი კომერსანტი იყო. ამ პიროვნებას ეცვა ძვირადღირებული ინგლისური ყაიდის კოსტიუმი, ჰალსტუხზე ბრილიანტიც ქონდა დაბნეული და ნატიფი თითებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მას მარჯვენა ხელისგულზე კოჟრები ემჩნეოდა.
ავტორი იქვე დასძენს, რომ ეს იყო არა მძიმე ფიზიკური შრომის ბრალი, არამედ იმდროინდელ მეფის რუსეთში ახლადგავრცელეული და საკმაოდ მოდური ბრიტანული გართობის შედეგი. მაშ, რითი ერთობოდა კომერსანტი პაპახინი, თუ მსგავსმა გართობამ ერთ-ერთ ქართველს გასულ ათწლეულში (1998 წლიდან) ზუსტად 1,234,443 $ მოუტანა?პასუხი: ჩოგბურთს თამაშობდა (მიიღება ასევე ვარიანტი „ლაუნ ტენისი“) ბმული: http://moazrovne.net/q/999პასუხი -
ქრისტიანთა დევნის პერიოდში ეს ჟესტი დევნილი მორწმუნეთათვის იყო საიდუმლო ნიშანი ერთმანეთის ამოსაცნობად, შუა საუკუნეებში ერთნი ამ ჟესტით თავს იცავდნენ კუდიანებისგან, მეორენი კი მის გამკეთებელს ბნელი ძალებით შეპყრობილად მიიჩნევდნენ. დღევანდელ დღეს ჟესტი დაკავშირებულია ცრურწმენასთან, იგი გამოსახულია შტატ ორეგონის ლატარეის ლოგოზე. დაასახელეთ ჟესტის სახელწოდება.
პასუხი: ნიჩვრიტი (გადაჯვარედინებული თითები) წყარო: en.wikipedia.org/wiki/Crossed_fingers ბმული: http://moazrovne.net/q/1000პასუხი -
როდესაც ეს ადამიანი 1997 წელს შვედეთის წლის ადამიანად აირჩიეს, მან გულღიად გააფრთხილა ცერემონიაზე შეკრებილი აუდიტორია: „თქვენ „წლის შვედის“ ჯილდოს ანიჭებთ ადამიანს, რომელიც საშინლად ბებერია, ნახევრად ბრმა, ნახევრად ყრუ და ჭკუიდანაც შეიშალა. მსგავსი წოდებები ცოტა უფრო ფრთხილად უნდა დაარიგოთ.“ დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: ასტრიდ ლინდგრენი წყარო: www.gazeta.ru/culture/2007/11/15/a_2313613.shtml ბმული: http://moazrovne.net/q/1001პასუხი -
ერთი ვერსიით, ცნობილი ფრაზა წარმოითქვა, როგორც წყევლა და მუქარა, ხოლო აზრობრივად მას მოსდევდა სიტყვები: „შენც იგრძნობ ძალაუფლების გემოს“. აღადგინეთ ეს ფრაზა.
პასუხი: შენც ბრუტუს! (Et tu, Brute) ბმული: http://moazrovne.net/q/1002პასუხი -
ჟურნალი „ფორბსი“ მრავალ რეიტინგთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს იმ საქმოსანთა სიას, რომლებიც ეკონომიკური დაღმავლობისას ერთი შეხებით ქმნიან საკუთარ სიმდიდრეს. დაასახელეთ მითოლოგიური პიროვნება, რომელის სახელს ატარებს აღნიშნული სია.
პასუხი: მიდასი ბმული: http://moazrovne.net/q/1003პასუხი
- პაკეტის კომენტარები: