საქართველოს მე-5 ჩემპიონატი
I და II ტურები
22 მაისი, 1999
-
1943 წელი. გერმანელების მიერ ოკუპირებული ქალაქი პოზარევაცი. ესესელმა ოფიცერმა პატარა ბავშვს კანფეტი მისცა ხელში. ბავშვმა მას კანფეტი გამოართვა, გაბოროტებით შეხედა და სახეში ესროლა. დედა ბავშვს მივარდა და სილა გააწნა. ესესელმა დაკვირვებით შეხედა ბავშვს, რომელიც დედის მწარე ხელმაც კი ვერ აატირა და იკითხა, თუ რამდენი წლის იყო ის. როდესაც მას უპასუხეს, რომ ბავშვი მხოლოდ ორი წლის იყო, ოფიცერმა პირქუშად გაიღიმა და ქალს უთხრა: ”თქვენი შვილი საოცარი ნაძირალა გაიზრდება”. კითხვა: დამისახელეთ ბავშვის სახელი და გვარი!
პასუხი: სლობოდან მილოშევიჩი ბმული: http://moazrovne.net/q/562პასუხი -
1863 წელს დაიბადა ორი დიდი რუსი: რეჟისორი კონსტანტინე სტანისლავსკი და მეცნიერი ვლადიმირ ვერნადსკი. იმავე წელს ამსტერდამში მოხდა დიდი კომერციული გარიგება. ჰოლანდიელმა კომერსანტმა სახელად გერარდ ადრიაანმა შეიძინა “ჰეისტეკის” ლუდის ქარხანა. ამ წლიდან დაიწყო ცნობილი ფირმის წარმატებული ისტორია. კითხვა: რა გვარი იყო გერარდ ადრიაანი?
პასუხი: ჰეინეკენი ბმული: http://moazrovne.net/q/563პასუხი -
მსოფლიოს მდინარეები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ ჯგუფად: I ჯგუფი - ნილოსი, ობი, ორინოკო და ა.შ; II ჯგუფი - ვოლგა, მისისიპი, მეკონგი და ა.შ; III ჯგუფი - ამაზონი, ხუანხე, მტკვარი და ა.შ.
დაასახელეთ IV ჯგუფის ყველაზე გრძელი მდინარე!პასუხი: კონგო კომენტარი: მისი სათავისა და შესართავის შემაერთებელი ვექტორი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული ბმული: http://moazrovne.net/q/564პასუხი -
ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ტირიფის ლათინური სახელწოდება – “შალიხ”, წარმოიქმნა ორი კელტური სიტყვისაგან – “სალ” და “ლის”. პირველი ითარგმნება, როგორც “ახლოს”. როგორ ითარგმნება მეორე?
პასუხი: წყალი ბმული: http://moazrovne.net/q/565პასუხი -
ეს ადამიანი დაიბადა ალაბამის შტატში ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში. მისი თქმით, სწორედ მან ასწავლა ცეკვა ელვის პრესლის; იყო ჩემპიონი ამერიკულ ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში; იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი, რომელიც ჩავიდა ჩინეთში ვიეტნამის ომის შემდეგ; შეხვედრია აშშ-ს რამდენიმე პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონმა კი მისი ჭრილობა მილიონ დოლარად შეაფასა; ის მართლაც გახდა მილიონერი გრიგალის წყალობით, კონგრესმა კი მედალი მიანიჭა. კითხვა: რა უყვარდა მას ყველაზე მეტად, რითიც შევიდა კიდეც თავისი ქვეყნის ისტორიაში?
პასუხი -
სამხედრო ფორმის ამ ორი აქსესუარის სახელწოდებები წარმოსდგება სიტყვებისაგან, რომლების ნიშნავს “მხარს” – ერთი გერმანულად, მეორე – ფრანგულად. დაასახელეთ ორივე აქსესუარი!
პასუხი: აქსელბანდი და ეპოლეტი ბმული: http://moazrovne.net/q/567პასუხი -
1936 წელს კინოფილმისათვის “ქალიშვილი კამჩატკიდან” დაწერილი იქნა სიმღერა “თერთმეტი და”. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა თქვენგანს ეს ფილმი არ უნახავს, მიუხედავათ ამისა დამისახელეთ ამ 11-დან მინიმუმ 5 დის სახელი!
პასუხი: რუსეთი, უკრაინა, საქართველო, სამხეთი, ბელარუსი და ა.შ. კომენტარი: 1936 წელს სსრკ-ში იყო 11 რესპუბლიკა, ბალტიისპირეთისა და მოლდავეთის გარდა ბმული: http://moazrovne.net/q/568პასუხი -
ცნობილია, რომ ყველა ეპოქას თავისი ავადმყოფობები ახასიათებს. შუა საუკუნეებში – შავი ჭირი და კეთრი; რენესანსის ეპოქაში – სიფილისი; ბაროკოს ეპოქაში – ტიფი და სურავანდი – უბრალო ხალხში, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) და იპოქონდრია – არისტოკრატიაში. XX საუკუნის დაავადებებია – შიდსი და ნევროზები. კითხვა: დაასახელეთ რომანტიზმის ეპოქის ავადმყოფობა!
პასუხი: ჭლექი (ტუბერკულოზი) ბმული: http://moazrovne.net/q/569პასუხი -
1880 წელს ძეგლის გახსნის ცერემონიაზე განსაკუთრებით საპატიო სტუმრები იყვნენ მარია გარტუნგი, გრაფინია ნატალი მერენბერგი, ძმები ალექსანდრე და გრიგორი. დაასახელეთ ძმების გვარი!
პასუხი: პუშკინები (ოთხივე ა.ს. პუშკინის შვილები იყვნენ) ბმული: http://moazrovne.net/q/570პასუხი -
1984 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღეს საბჭოთა კავშირისა და უმეტესობა სოციალისტური ქვეყნების სპორტსმენებმა. გუნდურ ჩათვლაში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა აშშ-ს ნაკრებმა – 83 ოქროს მედალი. მე-3 ადგილზე გავიდა გფრ, შემდეგ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. კითხვა: რომელი ქვეყნის გამოსვლა იქნა განხილული, როგროც სენსაცია, მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანამ გუნდური მე-2 შედეგი აჩვენა?
პასუხი: რუმინეთი ბმული: http://moazrovne.net/q/571პასუხი -
ანა ახმატოვას აზრით მე-19 საუკუნის ნამდვილი და არა კალენდარული დასაწყისი დაემთხვა 1814-15 წლების ვენის კონგრესს. კითხვა: რომელ წელს დაიწყო მისი აზრით “ჭეშმარიტი”, და არა კალენდარული მე-20 საუკუნე?
პასუხი: 1914 წლის შემოდგომაზე, I მსოფლიო ომთან ერთად ბმული: http://moazrovne.net/q/572პასუხი -
1951 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის სრული სახელწოდება ქართულ თარგმანში ჟღერს შემდეგნაირად: “დაზვერვისა და სპეციალური დავალებების ინსტიტუტი”. ეს სახელწოდება ცოტა ვინმესთვის თუა ცნობილი, აი, მისი შემოკლებული ვარიანტი კი ალბათ ყველას გსმენიათ. რა სახელწოდებით ვიცნობთ ჩვენ ამ ორგანიზაციას?
პასუხი: მოსსადი ბმული: http://moazrovne.net/q/573პასუხი -
ეს პატარა ლომბარდიული ქალაქი – ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია იტალიაში. ამჟამად აქ ცხოვრობენ და საქმიანობენ იმ სამი განთქმული საგვარეულოს შთამომავლები, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ამ ქალაქს. რამდენიმე წლის წინ კი, ამ 80 ათასიანი ქალაქის საფეხბურთო გუნდი სერია “A”-შიც კი გამოდიოდა. დაასახელეთ ეს ქალაქი!
პასუხი: კრემონა კომენტარი: გვარები – ამატი, გვარნერი და სტრადივარი ბმული: http://moazrovne.net/q/574პასუხი -
ჯარისკაცი და დიპლომატი – ასეთი იყო საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკური სიმბოლოები XX საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ჩვენი საუკუნის ბოლოს, სახელმწიფოთაშორისი ინტეგრაციის გათვალისწინებით სპეციალისტები ასახელებენ ორ ახალ სიმბოლოს, ე.წ. ორ “ტ”-ს. დაასახელეთ ეს ორი სიმბოლო!
პასუხი: ტურისტი და ტერორისტი ბმული: http://moazrovne.net/q/575პასუხი -
1788 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა თომას ჰილბერტმა გამოიკვლია ეკვატორზე განლაგებულ მარჯნის კუნძულთა ჯგუფი, რომელთაც შემდგომში მის საპატივცემლოდ მიიღეს სახელწოდება. 1979 წელს მარჯნის ამ 16-მა კუნძულმა სხვა კუნძულებთან ერთად შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც დღემდე არ არის გაეროს წევრი. რა ეწოდება ამ სახელმწიფოს?
პასუხი: კირიბატი კომენტარი: ”კირიბატი” თომას ჰილბერტის მეტსახელი იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/576პასუხი -
ბონჩ-ბრუევიჩისადმი 1920 წლის 5 თებერვალს მიწერილ წერილში ლენინმა მოიყვანა ფრაზა “გაზეთი ქაღალდისა და მანძილის გარეშე”. რა ჰქონდა მას მხედველობაში?
პასუხი: რადიომაუწყებლობა ბმული: http://moazrovne.net/q/577პასუხი -
ამ წიგნს ცნობილი ამერიკელი ფანტასტი დევიდ ბრინი უწოდებს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ნაწარმოებს და ამტკიცებს, რომ იგი მსოფლიოს დაეხმარა იმ სისტემის რეფორმირებაში, რომელიც ავტორს აბსოლუტურად არარეფორმირებადად მიაჩნდა. დაასახელეთ ეს წიგნი!
პასუხი: მარქსის ”კაპიტალი” ბმული: http://moazrovne.net/q/578პასუხი -
ეს ადამიანი, რომლის საგვარეულოც დასაბამს იწყებს ვინმე ოლივერ დე პიუნშარდონიდან, ცხოვრობდა მე-19 საუკუნეში. მის მიერ დაარსებული ფირმა დღემდე ატარებს მის სახელს. ამ ფირმის მონაწილეობის გარეშე დიდი ხანია უკვე აღარ ტარდება არც ოლიმპიური თამაშები, არც “ფორმულა-1”-ის რბოლები და არც “ოსკარების” მინიჭების ცერემონია. რა ეწოდება ამ ფირმას?
პასუხი: “პინკერტონის დეტექტიური სააგენტო” ბმული: http://moazrovne.net/q/579პასუხი -
ეს გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო 1948 წლის 2 აგვისტოს და დასრულდა 1950 წლის 16 ივნისს. იმ მეტალოკონსტრუქციებით, რომლიბიც დაიხარჯა მშენებლობაზე, ერთნახევარჯერ შეიძლება დედამიწის ეკვტორის შემოვლება, ცემენტისაგან კი შეიძლება აშენდეს “ემპაირ სტეიტ ბილდინგზე” ორჯერ მაღალი სვეტი. რა ეწოდება ამ მშენებლობის შედეგს?
პასუხი: სტადიონი ”მარაკანა” ბმული: http://moazrovne.net/q/580პასუხი -
მისი შვილიშვილის მტკიცებით, ამ ადამიანს სულაც არ ჰქონდა მიდრეკილება პირქუში ფატალიზმისადმი. და როგორც წერს შვილიშვილი, მას რომ მიექცია ყურადღება, რომ ბუტერბროდი ყოველთვის კარაქიანი ზედაპირით ეცემა, ის არა მარტო მოახდენდა ფაქტის კონსტატაციას, არამედ მოიგონებდა რამეს, იმისათვის, რომ ბუტერბროდები ან საერთოდ არ ეცემოდნენ ანაც ეცემოდნენ უკარაქო ზედაპირით. დაასახელეთ ამ ადამიანის გვარი.
პასუხი: მერფი ბმული: http://moazrovne.net/q/581პასუხი -
ბევრ ხალხებში მათ ჰქონდათ კულტური მნიშვნელობა, ასიმბოლიზებდნენ რა წინაპრების ძლევამოსილობას და ტოტემურ ცხოველებს. ახალი გვინეის პაპუასები მათ კოვზით აჭმევენ. ადრე მათ ხშირად გამოსახავდნენ დროშებზე, ამჟამად კი მათი გამოსახულება ხშირად შეიძლება ვიხილოთ სხვადასხვა ხელსაწყოებსა და მოწყობილობებზე. დაასახელეთ იმ ერთ-ერთი მათგანის ყოფილი მფლობელის სახელი, რომელიც გახდა თქვენთვის ცნობილი სამეფოს ოჯახის წარმომადგენლის ფილოსოფიური მსჯელობის საგანი!
პასუხი: იორიკი ბმული: http://moazrovne.net/q/582პასუხი -
ეს ნივთიერება – მჟავური წვიმების შემადგენელი ძირითადი კომპონენტია. გაზის მდგომარეობაში მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე დამწვრობა. ამ ნივთიერების კუჭში მოხვედრის შედეგი შეიძლება გახდეს გაძლიერებული ოფლიანობა, დიდი დოზის შემთხვევაში კი – ღებინება. მისი შემთხვევითი შესუნთქვის შემთხვევაში კი, არ არის გამორიცხული ლეტალური აღსასრული. დაასახელეთ ეს ნივთიერება!
პასუხი: წყალი ბმული: http://moazrovne.net/q/583პასუხი -
ის ითვლებოდა ჰერაკლეს შთამომავლად. მის ერთ-ერთ ნაწარმოებს ეწოდება “ჰაერი, მიწა და წყალი”, მეორეს – “პროგნოზირება”. კითხვა: რა ეწოდება ფართოდ ცნობილ ტექსტს, რომლის ავტორიც, გავრცელებული მცდარი აზრის საწინააღმდეგოდ, ის არ არის?
პასუხი: “ჰიპოკრატეს ფიცი” ბმული: http://moazrovne.net/q/584პასუხი -
მისი ნამდვილი სახელი და გვარია – გერჰარდ გერჰარდსი. ყველაზე ცნობილი მისი ნაწარმოები დაკავშირებულია იმასთან, რასაც ბომარშემ უწოდა “პატივმოყვარეობის განუყრელი მეგობარი”. დაასახელეთ მისი ფსევდონიმი!
პასუხი: ერაზმ როტერდამელი ბმული: http://moazrovne.net/q/585პასუხი -
არტურ კონან დოილის წიგნში “ბრიგადირ ჟერარის გმირობანი” მთავარი გმირი – ეტიენ ჟერარი – ამბობს, რომ 1812 წლის რუსული კომპანიის შემდეგ მას აღარ ძალუძს უცქიროს ამ ორ ფერს ერთმანეთის გვერდით. რომელ ორ ფერზეა საუბარი?
პასუხი: წითელი და თეთრი (“სისხლის ლაქები თოვლზე”) ბმული: http://moazrovne.net/q/586პასუხი -
არსებობს ვერსია, რომ ეს სიტყვა - არის ესპანელების მიერ დამახინჯებული კარიბების ერთ-ერთი სასტიკი ტომის სახელწოდება. რუსულ ენაში ის გამოჩნდა მე-18 საუკუნეში. ჩვენ არ ვიცით როდის გამოჩნდა ის ინგლისურ ენაში, მაგრამ, შექსპიროლოგების მტკიცებით, შექსპირი მას იცნობდა. კითხვა: რომელი მისი ნაწარმოები გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ასეთი დასკვნა?
პასუხი: “ქარიშხალი” კომენტარი: პერსონაჟ კალიბანის სახელი წარმოსდგება ”კანიბალიდან”, საუბარი კი სწორედ ამ სიტყვაზე იყო. ბმული: http://moazrovne.net/q/587პასუხი -
მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მონაცემების მიხედვით ამ თანხად იმ დროს შეიძლებოდა გეყიდათ: ერთი ბოთლი ვისკი “ლონგ ჯონი”, წინდები, საფერფლე, საპონი, ნახევარი კილოგრამი ძეხვი, აჭიმები (подтяжки) და ერთი ბილეთი კინოში. კითხვა: გადახედეთ ისტორიას და დაასახელეთ ყველაზე ცნობილი შენაძენი, რომელიც ნაყიდი იქნა ამ თანხად!
პასუხი: 1626 წელს კუნძული მანჰეტენი ბმული: http://moazrovne.net/q/588პასუხი -
ქალაქ იაუნდეში არის “მუსიე ვალერის” ქუჩა. დაასახელეთ იმ ადამიანის პროფესია, ვის საპატივცემლოდაც მიენიჭა სახელი ამ ქუჩას!
პასუხი: ფეხბურთის მწვრთნელი (ვალერი ნეპომნიაშჩი) ბმული: http://moazrovne.net/q/589პასუხი -
ლევ ტოლსტოის ეს შეემთხვა 1869 წელს, ილია ჭავჭავაძეს – 1872 წელს, დანტე ალიგიერის – 1293 წელს, თუმცა ეს უკანასკნელი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში აღნიშნავს, რომ მას ეს შეემთხვა 7 წლით გვიან. რომელ მოვლენაზეა საუბარი?
პასუხი: სიციცხლის ნახევრის მიღწევა კომენტარი: დანტეს დროს სიციცხლის ნახევრად ითვლებოდა ასაკი – 35 წელი, ამიტომ ითვლება, რომ დაწერა სტრიქონი: “მიწიერი ცხოვრება გავლიე რა ნახევრამდის!”, დანტეს მხედველობაში ჰქონდა 1300 წელი ბმული: http://moazrovne.net/q/590პასუხი -
ჩერჩილს ერთხელ ჰკითხეს: “რითი განსხვავდება სტალინი ჰიტლერისაგან?”. ჩერჩილის პასუხი ქართულ თარგმანში შედგება 9 ასოიანი ერთი სიტყვისაგან. დაასახელეთ ჩერჩილის პასუხი!
პასუხი: ულვაშებით ბმული: http://moazrovne.net/q/591პასუხი -
ის ცხოვრობდა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კი მისი სახელი გახდა ერთი ორგანიზაციის სახელწოდება. დაასახელეთ ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი წევრის სახელი და გვარი!
პასუხი: მაიკროფტ ჰოლმსი (კლუბი “დიოგენე”) ბმული: http://moazrovne.net/q/592პასუხი -
გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “დარტყმა, ბიძგი”. თანამედროვე მნიშვნელობით ის პირველად გამოყენებული იქნა 1839 წელს ციურიხის მოვლენებთან დაკავშირებით. დაასახელეთ ეს სიტყვა!
პასუხი: პუტჩი ბმული: http://moazrovne.net/q/593პასუხი -
ანჯეი საპკოვსკის ფანტასტიკურ რომანში “ვედმაკი” მოხსენიებულია ე.წ. “ნეჰალენას სარკეები”, რომლებსაც აქვთ უნარი უპასუხონ მათი ფლობელების კითხვებს. რაღაც მსგავსი შეგვიძლია ვიპოვოთ პუშკინის ნაწარმოებში “Сказке о мертвой царевне и семи богатырях”. რომანის მთავარი გმირის აზრით ეს სარკეები არსებობს ორი სახის – მლიქვნელურები და ... როგორი?
პასუხი: გატეხილი ბმული: http://moazrovne.net/q/594პასუხი
- პაკეტის კომენტარები: