ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2069 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყურადღება შეკითხვას სვამს პამელა ტრევერსი: ჩვ. წ. მე-6 საუკუნეში სპარსეთის სამეფო უეცრად თავს დაესხა სირიას. ამაზე საუბრისას, ფსევდო-დიონისიუს არეოპაგელმა სპარსეთის სამეფოს უწოდა იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: აღმოსავლეთის ქარი კომენტარი: კომენტარი: პამელა ტრავერსის წიგნში მერი პოპინსი აღმოსავლეთის ქარმა მოიყვანა. სპარსეთი სირიის აღმოსავლეთით მდებარეობდა. წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Греция, Рим, Византия
- flibusta.net/b/78181/read
პასუხი
-
შეკითხვა #2053 © ვახო ელერდაშვილი
იგი მუსლიმების ოჯახში დაიბადა, რაც აისახა კიდეც მის სახელში. მუსლიმური ფესვების უარყოფის მიზნით მან 2005 წელს მართლმადიდებლობა მიიღო და ნათლობისას მიღებული ქრისტიანული სახელი დაირქვა, თუმცა მთელი მსოფლიო მას მაინც მუსლიმური სახელით იცნობს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: ემირ კუსტურიცა კომენტარი: ამის გამო იგი ბოსნიელი ხალხის მტრად გამოაცხადეს, რაზედაც მან განაცხადა, რომ მამამისი თავის თავს მუდამ სერბს უწოდებდა. „ემირ“ მუსლიმური სახელია, მისი მართლმადიდებლური ნათლობის სახელი ნემანია გახლავთ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kusturica პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2053პასუხი
-
შეკითხვა #2085 © ედუარდ გოლუბი
ეხლახანს ურუგვაელი ფეხბურთელი, ფერნანდო მუსლერა „ლაციოდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა, რასთან დაკავშირებითაც ენაკვიმატმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, რომ თუ მუსლერამ ამ კურსით გააგრძელა კლუბების ცვლა, იგი თავის საფეხბურთო კარიერას ერთ დედაქალაქში დაასრულებსო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: მოსკოვი კომენტარი: სტამბული (კონსტანტინოპოლი) - მეორე რომია, მოსკოვი - მესამე. რომი-სტამბული-მოსკოვი... მეოთხე რომი არ არსებობს. შესაბამისად, მუსლერა გულშემატკივრების ხუმრობის თანახმად მოსკოვში დაასრულებს კარიერას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2085პასუხი
-
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მეცამეტე საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა მეშუშემ, ფლორენციელმ ასალვინო დელიარმატიმ ერთი შემთხვევის შემდეგ სრულიად ახლებურად შეხედა სამყაროს. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველია, ვინც ეს დაამზადა. დაასახელეთეს.
პასუხი: სათვალე. კომენტარი: გაციებულ და გამრუდებულ შუშაში გახედვისას მან შეამჩნია, რომ მინა არა მარტო ადიდებდა საგნებს, არამედ საგნების უკეთ გარჩევაშიც ეხმარებოდა. წყარო: www.publiclibrary.ru/readers/kaleidoskop/goods-och პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2008პასუხი
-
შეკითხვა #2028 © ანდრეი ეფიმცოვი

თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელიც ავტორმა დაასათაურა ორი სიტყვით. აღადგინეთ კარიკატურის სახელწოდება.პასუხი: ციფრული კამერა წყარო: caricatura.ru/art/korsun/url/parad/korsun/4236/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2028პასუხი
-
შეკითხვა #2037 © მაქსიმ მერზლიაკოვი
ჯაზმენის კლიფორდ ბრაუნის მუსიკალურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსი გახლდათ, თუმცა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ კლიფორდ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება XIX საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება კლიფორდ ბრაუნის ალბომს?
პასუხი: ეტიუდი ყავისფერ ტონებში კომენტარი: ჩათვლა: „ყავისფერი კვალი“. ზოგიერთ ქართულ თარგმანში მოთხრობას ეწოდება „ალისფერი კვალი“.
მამამისი წაუშერლოკჰოლმსებდა, თან ვიოლინოზეც უკრავდა. შესაბამისად შვილმა ალბომს „შერლოკჰოლმსური“ სათაური უწოდა. კონან-დოილის ნაწარმოებს ჰქვია „ეტიუდი ალისფერ ტონებში“ / „ალისფერი კვალი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2037პასუხი
-
შეკითხვა #2016 © ვახო ელერდაშვილი

თქვენს წინაშეა ჯერემი მერსერის წიგნის გარეკანი, რომელიც მარსელის მკვიდრის ჰამიდა ჯანდუბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა წაშლილი წიგნის სათაურში?პასუხი: გილიოტინა კომენტარი: ჰამიდა ჯანდუბი უკანასკნელი ადამიანია საფრანგეთში, რომელიც გილიოტინაზე 1977 წელს სიკვდილით დასაჯეს. წიგნის გარეკანზე სიმბოლურად გილიოტინაა გამოსახული. წიგნს ჰქვია „როდესაც გილიოტინა ჩამოვარდა“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2016პასუხი
-
შეკითხვა #2018 © ოლეგ ფეია
მას შემდეგ, რაც ბოროუდეილის გრაფიტის საბადო აღმოაჩინეს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა გრაფიტის მოპოვებაზე და გავრცელებაზე. ამის გამო ინგლისში გრაფიტის შოვნა ლეგალური გზებით თითქმის შეუძლებელი გახდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორსიტყვიანი სიტყვათშეთანხმება წარმოშვა ამ ფაქტმა ერთი ვერსიის თანახმად?
პასუხი: შავი ბაზარი კომენტარი: ადგილს სადაც ყიდდნენ გრაფიტს უწოდებდნენ „შავი ბაზარს“, გრაფიტის ფერის გამო. წყარო: лекция «Физика двумерных систем» на Физтехе. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2018პასუხი
-
შეკითხვა #2034 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
„გალიის ომის ჩანაწერებში“ იულიუს კეისარი წერს, რომ გერმანელებთან ომის მოლოდინში ამას ყველაზე მშიშარა პატრიციები აკეთებდნენ. აგატა კრისტის პერსონაჟს კი მისი შეყვარებულის სრული სახელის გახსენება დასჭირდა, სანამ დაიწყებდა ამის კეთებას. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება შეკითხვაში „ამის კეთებაში“?
პასუხი: ანდერძის წერა კომენტარი: პატრიციებს ეშინოდათ, რომ მათ მოკლავდნენ, აგატა კრისტის პერსონაჟს კი სურდა მისი შეყვარებულისთვის თავისი ქონების დატოვება, რისთვისაც მას დასჭირდა მისი სრული სახელის გახსენება.
ჩათვლა: ანდერძის წერა, ანდერძის შედგენა, ანდერძის დატოვება წყარო:- Цезарь Гай Юлий. Записки о Галльской войне.
- Кристи А. Загадка Эндхауза.
პასუხი
-
შეკითხვა #2101 © ედუარდ გოლუბი
ერთ მოთხრობაში მოქმედება ძველი ინკების იმპერიაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ერთი ჩვეულებრივი მოკვდავია, რომელიც ბრბოშია გარეული და ინკების უმაღლესი მმართველის, ატაჰუალპას პროცესიას გასცქერის. ზუსტად მაშინ, როდესაც იმპერატორი მის წინ ჩაივლის მთავარი პერსონაჟი წინ მდგომს მიმართავს ფრაზით, რომელიც ცნობილ ფილოსოფოსს მიეწერება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფილოსოფოსი.
პასუხი: დიოგენე სინოპელი კომენტარი: როგორც ცნობილია ინკების უმაღლესი მმართველი მზის განსახიერება იყო. მთავარი პერსონაჟი მის წინ მდგომს ეუბნება „გამოიწიე, მზეს ნუ ეფარებიო“. ეს ფრაზა ლეგენდის თანახმად დიოგენე სინოპელმა უთხრა ალექსანდრე მაკედონელს. წყარო:- Эдуард Голуб. В толпе.
- en.wikipedia.org/wiki/Diogenes_and_Alexander
პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

