საქართველოს მე-6 ჩემპიონატი
B ჯგუფის (არა-თბილისის გუნდების) თამაში
19 მაისი, 2000
-
თურქმენულად ამ თანავარსკვლავედს ეწოდება “იედიგენი” ანუ “შვიდი ვარსკვლავი”. რას ვუწოდებთ ამ თანავარსკვლავედს ჩვენ – ქართველები?
პასუხი: დიდი დათვი ბმული: http://moazrovne.net/q/441პასუხი -
საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა საუბარი?
პასუხი: მტკნარი წყალი ბმული: http://moazrovne.net/q/442პასუხი -
გადამითარგმნეთ ლათინურ ენაზე სიტყვა “სიცარიელე”!
პასუხი: ვაკუუმი ბმული: http://moazrovne.net/q/443პასუხი -
დაასრულეთ ბლეზ პასკალის აზრი: “ადამიანებს უჭირთ სიმართლეს მიანიჭონ ძალაუფლება, ამიტომ...”
პასუხი: “...მათ ძალაუფლებას მიანიჭეს სიმართლე” ბმული: http://moazrovne.net/q/444პასუხი -
მამაკაცები ხუმრობენ, რომ ქალთა ფეხბურთში მათ იზიდავთ არა თავად თამაში, არამედ ის, რაც ხდება თამაშის შემდეგ. რა?
პასუხი: მაისურების გაცვლის პროცესი ბმული: http://moazrovne.net/q/445პასუხი -
1954 წელს ქ. სან-ბერნარდინოში ვინმე რეი კროკი შევიდა სასუზმეში და განცვიფრებული დარჩა იმით, რომ კოქტეილი, კარტოფილი და ჰამბურგერი მას მიართვეს ნახევარ წუთში და სულ 15 ცენტად. რა დაარსა ამის შემდეგ რეი კროკმა?
პასუხი: “მაკდონალდსის” რესტორნები ბმული: http://moazrovne.net/q/446პასუხი -
ამ ფილმში, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა 1976 წელს, დაკავებული იყო 87 კასკადიორი და მხოლოდ 37 მსახიობი. რა ეწოდება ამ ფილმს?
პასუხი: “როკი” ბმული: http://moazrovne.net/q/447პასუხი -
“ყურადღება გამრავლებული ურთიერთობის კულტურაზე გამოკლებული კვადრატული ფესვი უსასრულობიდან გაყოფილი დასაშვები გულწრფელობის ლოგარითმზე” – ადამიანის რომელი თვისება აღწერა ასე მათემატიკოსმა ლობაჩევსკიმ?
პასუხი: ზრდილობა, თავაზიანობა ბმული: http://moazrovne.net/q/448პასუხი -
ინტერნეტში გამოქვეყნდა ახალი ლექსიკონი, რომელშიაც შევიდა 418 ინგლისური ლექსიკური ერთეული, 310 – ესპანური, დაახლოებით ამდენივე ჰოლანდიური. მე-6 ადგილზე გავიდა რუსული ენა 146 ერთეულით, ლიტვურ ენას წარმოადგენდა სულ 3 ერთეული, აი, ზულუსა და ურდუს ენები კი ლექსიკონში წარმოდგენილი არ აღმოჩნდა. რას შეიცავდა ეს ლექსიკონი?
პასუხი: უცენზურო სიტყვებსა და გამონათქვამებს ბმული: http://moazrovne.net/q/449პასუხი -
“იცოდე, რომ მე შემეძინა ვაჟი. მაგრამ ის კი არ მახარებს, რომ ის დაიბადა, არამედ ის, რომ ის დაიბადა შენს დროში. შენს მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი იგი იქნება ღირსეული ღირსეულთა შორის, ის მიაღწეევს ისეთ სიმაღლეს, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცევა მის მემკვიდრეობად”. დაასახელეთ ამ წერილის ავტორი და ადრესატი!
პასუხი: წერილის ავტორი იყო ფილიპე II მაკედონელი, ხოლო ადრესატი - არისტოტელე ბმული: http://moazrovne.net/q/450პასუხი -
საფრანგეთში მყოფმა ტურისტმა ამჟამადაც კი შეიძლება გაიგონოს მისალმება: “ბონჟურ ა ვუა ე ა ვოტრ კომპანი!”, რაც ნიშნავს: “დღე მშვიდობისა თქვენ და თქვენს კომპანიას”. კითხვა: კიდევ ვის თქვენს გარდა ესალმებიან ფრანგები ამ გამოთქმით?
პასუხი: თქვენს მფარველ-ანგელოზს ბმული: http://moazrovne.net/q/451პასუხი -
მისი ნარჩენები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტურ აკლდამებში, მისი ზეთი შედის “ჰერბალაიფის” შემადგენლობაში, მისგან ამზადებენ ბიკფორდის შნურებს, სახანძრო სახელოებს, ტექნიკურ ქსოვილებს, ბრეზენტს, აგრეთვე თხელ ბატისტსა და ველურს. დაასახელეთ ის!
პასუხი: სელი ბმული: http://moazrovne.net/q/452პასუხი -
ეს ნივთი თითოეულ თქვენგანს გააჩნია სახლში და თქვენ, ეჭვგარეშეა, ყოველდღიურად სარგებლობთ ამ ნივთით. მაგრამ, აი, ახალზელანდიელმა რობ უატმა მოუძებნა მას ძალზე ორიგინალური გამოყენება. მან გაუკეთა ამ ნივთს ელექტროძრავა, ბორბლები და საჭე და სეირნობს პარკში სიჩქარით 15კმ/სთ, რითაც ძალზე ართობს მოსეირნეებს. დაასახელეთ ეს ნივთი!
პასუხი: უნიტაზი ბმული: http://moazrovne.net/q/453პასუხი -
ამ ადამიანის მთელი ბიოგრაფია გაყალბებულია: მისი სახელი, დაბადების ადგილი, ბავშვობა და მის მიერ ჩადენილი გმირობანი. პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მან შექმნა ვ.შენდეროვიჩმა მოსწრებულად უწოდა “იდიოტიზმი მონარქიის ელემენტებით” და მაინც თანამემამულეების ადიდებენ მას, როგორც “მიწიური სამოთხის” შემქმნელს. დაასახელეთ ეს პიროვნება!
პასუხი: კიმ ირ სენი ბმული: http://moazrovne.net/q/454პასუხი -
სარვეპალი კრიშნანმა მას ყოველგვარი ცივილიზაციის საფუძველი უწოდა, რეი ბრედბერიმ – ცხოვრების საწვავი, ვლადიმირ ანტიპინმა – სამოთხის ქარი, ანრი რენიემ – სიბრძნის მეგობარი, ჰაირიხ ჰაინემ კი – უდიდესი “მიწისძვრა” ადამიანის ცხოვრებაში. რა შეაფასეს ასე ნაირგვარად დასახელებულმა პიროვნებებმა?
პასუხი: სიყვარული ბმული: http://moazrovne.net/q/455პასუხი -
ერთხელ ახალგაზრდა ფრანგი პოეტების წრეში საუბრობდნენ ერთი ლიტერატორის მორალურ თვისებებზე. “ის – მშვენიერი ადამიანია, – ამტკიცებდნენ ბევრნი, – საკმარისია გაიგო თუ ვინ არიან მისი მეგობრები”. “ნურასოდეს იმსჯელებთ ადამიანის შესახებ მისი მეგობრების მიხედვით, - თქვა პოლ ვალერიმ – გაიხსენეთ თუნდაც...” ვინ დაასახელა პოლ ვალერიმ?
პასუხი: იუდა ისკარიოტელი ბმული: http://moazrovne.net/q/456პასუხი -
1972 წელს კომპანია “ეს-ეი-პი”-ს დირექტორი ჰასეო პრატნერი იმყოფებოდა კერძო მიღებაზე “ჯეი-ვი-სი”-ს მენეჯერებთან. მან მოინდმა გადაერთო ტელევიზორის არხი, მაგრამ გაიხლართა მავთულებში, დაეცა, დააქცია კოქტეილი, დასვარა კოსტუმი და შექმნა ძალზე უხერხული სიტუაცია. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?
პასუხი: ტელევიზორის დისტანციური პულტი ბმული: http://moazrovne.net/q/457პასუხი -
ანტონ ჩეხოვი ასე აღწერდა მენიჩბეების საუბარს, რომელსაც ის შეესწრო სახალინზე მოგზაურობის დროს: “ისეთი აზრი შემექმნა, რომ ყველაფერს – ნიჩბებს, ნავებს, ტალღებს, ქარს გააჩნიათ...” ვინ? რა?
პასუხი: დედა ბმული: http://moazrovne.net/q/458პასუხი -
მე-20 საუკუნის დასაწყისში სასოწარკვეთილმა ლონდონელმა მანდილოსნებმა დააარსეს ქალთა ასოციაცია, რომლემაც მიზნად დაისახა “აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფა”. ასოციაციას მხარი დაუჭირა ბერნარდ შოუმ, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებრიობას “მიექციათ ყურადღება იმ აუწერელი ტანჯვისათვის, რომელსაც განიცდიდნენ ქალბატონები”. რა დაწესებულებებს ხსნიდა ასოციაცია?
პასუხი: ქალთა საზოგადოებრივი ტუალეტები კომენტარი: მანამდე მხოლოდ მამაკაცთა ტუალეტები არსებობდა ბმული: http://moazrovne.net/q/459პასუხი -
1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნეს პირველი პერსონალური კომპიუტერი “Apple-1”. პირველივე აპარატების გაყიდვას გაკიცხვით შეხვდნენ ქრისტიანი ფუნდამენტალისტები, რომლებმაც თავად ამ კომპიუტერებით ვაჭრობაში შეიცნეს ეშმაკის ხრიკები. რატომ?
პასუხი: ერთი კომპიუტერი ღირდა 666,66 დოლარი ბმული: http://moazrovne.net/q/460პასუხი -
ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: “ბოტიჩელი არ ცნობდა ფერწერის ამ ჟანრს. ის თვლიდა, რომ საკმარისია ესროლო სხვადასხვა საღებავებით გაჟღენთილი ღრუბელი კედელს, გაჩნდება ლაქა, სადაც გამოჩნდება...” რა?
პასუხი: პეიზაჟი ბმული: http://moazrovne.net/q/461პასუხი -
1921 წელს პარიზში შედგა “დადაისტების” შემაჯამებელი ექსპოზიციის დემონსტრირება. წარმოდგენილი იყო როგორც ფერწერა და გრაფიკა, ასევე კოლაჟები და მრავალი სხვა. მაგრამ ორგანიზატორების აზრით ყველა ეს “ხელოვნების ნიმუში” არ იყო მთავარი. თავად მხატვრები თამაშობდნენ დაჭერობანას და კნაოდნენ. შირმის უკან სპეციალურად დასმული კაცი მუდმივად ლანძღავდა დამსწრეებს, რაც ხელს უშლიდა დათვალიერების პროცესს. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი პირობა, რომელიც საერთოდ შეუძლებელს ქმნიდა გამოფენის დათვალიერებას. რა?
პასუხი: განათების არ ქონა (სიბნელე) ბმული: http://moazrovne.net/q/462პასუხი -
თავის “ერთი გენიოსის დღიურში” სალვადორ დალი წერდა, რომ მასთან ეს “დეტალი” არ იქნება ისეთივე სევდის მომგვრელი, როგორც ნიცშესთან. ეს “დეტალი” ჰქონდათ მე-20 საუკუნის ყველაზე ოდიოზურ ლიდერებს და ამიტომ ფედერიკო გარსია ლორკამ მას “ადამიანის სახის ტრაგიკული კონსტანტა უწოდა”. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: საუბარია ულვაშებზე ბმული: http://moazrovne.net/q/464პასუხი -
თავიანთ ნაშრომში “ორგანიზებული დანაშაულის ისტორია ამერიკაში” ჰენკ მესიკი და ბერდ გოლდბლატი გვთავაზობენ მაფიოზური კლანების სხვადასხვანაირ სქემებს. მიუხედავად ამისა – მაფიის სტრუქტურა მაინც სრულ აბდა-უბდას წარმოადგენს: თითქოსდა მისი ცალკეული ნაწილები უკავშირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ სქემაში გარკვევა ყოვლად შეუძლებელია. კითხვა: რას შეადარეს ავტორებმა მაფიის სტრუქტურა იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკელ მაფიოზთა უმეტესობა აპენინელი ემიგრანტები არიან?
პასუხი: ავტორებმა მაფიის სტრუქტურა სპაგეტით სავსე თეფშს შეადარეს ბმული: http://moazrovne.net/q/465პასუხი -
საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით 1994 წელს ბრუნვიდან ამოღებულ ერთ და ორცენტიან მონეტებს გადაადნობენ და ჩამოასხამენ 220 გრამიან ბრინჯაოს მედლებს. მედლებზე გამოსახული იქნება ორი ღირსშესანიშნაობა. ერთი – ხიდი “ჰარბორ ბრიჯი”. დაასახელეთ მეორე!
პასუხი: სიდნეის ოპერის შენობა წყარო: გაზეთი “სარბიელი”, 29 აპრილი, 2000, გვ. 11 ბმული: http://moazrovne.net/q/466პასუხი -
კივაის ტომის პაპუასების ზღაპრებში გვხვდება პერსონაჟი ორიოგორუხო, რომელიც ჰგავს ადამიანს, მაგრამ გააჩნია უშველებელი, მიწამდე სიგრძის ყურები. ეს ყურები მას იმ ორი ნივთის მაგივრობას უწევენ, რომლებსაც ჩვენ, როგორც წესი, ყოველდღე ვიყენებთ. ახლა კი მითხარით, რის მაგივრად იყენებს ორიოგორუხო ერთ ყურს და მეორეს?
პასუხი: ზეწრის (”ლეიბის”) და საბნის ბმული: http://moazrovne.net/q/467პასუხი -
ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქის ანალოგიურად გერმანულ ქალაქ ჰემნიცშიც დაიწყეს შოკოლადის პროდუქციის გამოშვება. მაგრამ თუ ავსტრიაში პროდუქცია ატარებს ცნობილი კიმპოზიტორის სახელს, გერმანულ ვარიანტზე გამოსახულია ჰემნიცის ცენტრალურ მოედანზე აღმართული ძეგლი. თუ თქვენ მიხვდებით ვისი ძეგლია, მაშინ მიპასუხებთ რა ეწოდება ამ კანფეტებს!
პასუხი: კარლ მარქსი კომენტარი: ჰემნიცის ძველი სახელწოდება – კარლ-მარქს-შტადტი ბმული: http://moazrovne.net/q/468პასუხი -
რომელი სიტყვა გამოიყენა პირველად იტალიელმა დომენიკინო და პიაჩენცომ, რომელიც მე-15 საუკუნის დასაწყისში მსახურობდა ერთ-ერთი იტალიელი მმართველის კარზე ცეკვის მასწავლებლად?
პასუხი: ბალეტი ბმული: http://moazrovne.net/q/469პასუხი -
“ნუ გააწვალებთ თქვენს ახლობლებს”, “ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ჯანმრთელობას და ოჯახურ კეთილდღეობას”. ასეთი არგუმენტებითაა სავსე აშშ-ში სულ ახლახან გამოსული ახალი პრეპარატის “Snore M.D.”-ს სარეკლამო ბუკლეტები. რეკლამის თანახმად, პრეპარატს არ გააჩნია არავითარი გვერდითი ეფექტები და წარმოადგენს ერთადერთ ჭეშმარიტ წამალს ამის წინააღმდეგ. რის წინააღმდეგ?
პასუხი: ხვრინვის ბმული: http://moazrovne.net/q/470პასუხი -
ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის წიგნში ეს აღწერილია შემდეგი ფრაზით: “...მსხვილი და წარმატებული ბიზნესმენებისათვის ეს წარმოადგენს ომისა და სპორტის კომბინაციას”. ადამიანები კი ამბობენ, რომ ეს არის რისკი, რომელიც იშვიათად მთავრდება შამპანიურით, ხშირად კი – სიღატაკით. რის შესახებაა საუბარი?
პასუხი: ბიზნესი ბმული: http://moazrovne.net/q/471პასუხი -
უზბეკურ ქალაქ თერმეზიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 18 კილომეტრში, იქ, სადაც ამუდარია მიედინება კლდეებს შორის, განლაგებული იყო უძველესი დროის არქეოლოგიური ძეგლი “აირთამი”. მაგრამ 1979 წელს იგი სასწრაფოდ გაასწორეს მიწასთან ბულდოზერების მეშვეობით. რატომ?
პასუხი: ააშენეს ხიდი ავღანეთსა და სსრკ-ს შორის, რომლის მეშვეობითაც გადავიდნენ საბჭოთა ჯარები ავღანეთში ბმული: http://moazrovne.net/q/472პასუხი -
ომანელები ამბობენ, რომ როდესაც ის მოდის – ის მბრძანებელია; როდესაც ჯდება – იქცევა ტყვედ; ხოლო როდესაც მიდის – იქცევა პოეტად. ვიზე ამბობენ ასე ომანელები?
პასუხი: სტუმარზე ბმული: http://moazrovne.net/q/473პასუხი -
სიცილიაში ერთ-ერთი დაწესებულების შესასვლელზე გაკეთებულია ირონიული წარწერა: “ჩვენ ვიყავით შენსავით, შენც იქნები ჩვენსავით”. რომელ დაწესებულებაზეა საუბარი?
პასუხი: სასაფლაო ბმული: http://moazrovne.net/q/474პასუხი -
ერთხელ ამბროზ ბირსს მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ერთი უმეცარისათვის ერთ სიტყვასთან დაკავშირებით. გონებაჩლუნგი მოსაუბრე ვერაფრით იგებდა განმარტებებს. ბოლოს მწერალმა თქვა, რომ “ეს – არის სახელმწიფოს დიდსულოვნება იმ დამნაშავეთა მიმართ, რომელთა დასჯაც მას ძალზე ძვირი უჯდება”. რა სიტყვა ახსნა ასე ამბროზ ბირსმა?
პასუხი: ამნისტია ბმული: http://moazrovne.net/q/475პასუხი -
“კარგი ვალსი”, “მტანჯველი ვალსი”, “ანტისაცეკვაო ვალსი”, “ჩინური პოლკა”, “თათრული ბოლერო”, “ტკივილგამაყუჩებელი მუსიკა”, “ასთმათიკური ეტიუდები” და სხვა ნაწარმოებები ეკუთვნის ცნობილ კომპოზიტორს, რომელსაც შეარქვეს “პეზაროელი გედი”. მაგრამ მის მიერ დაწერილი უამრავი ოპერები მუდმივად იგნორირებულია თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ, გარდა ერთი ოპერისა, რომელიც არაერთხელ დაიდგა თბილისში. რა ჰქვია ამ ოპერას?
პასუხი: “სევილიელი დალაქი” ბმული: http://moazrovne.net/q/476პასუხი
- პაკეტის კომენტარები: