რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 140
-
სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება, ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის ტუალეტებშიც და ლიფტშიც კი არის... რა?
პასუხი: დაფა და ცარცი. ბმული: http://moazrovne.net/q/5პასუხი -
ერთი ხუმრობის თანახმად, ამ ცნობილი ტრაგედიის მთავარი მოქმედი პირები ებრაელები იყვნენ, კერძოდ: ბოცმანი, ლოცმანი, შტურმანი... დაასახელეთ კიდევ ერთი გმირი, რომელიც ასევე ებრაელი იყო.
პასუხი: აისბერგი (საუბარია "ტიტანიკის" ტრაგედიაზე). ბმული: http://moazrovne.net/q/4პასუხი -
კოკო შანელი ამბობდა: "20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა; 30 წლის შემდეგ - რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით". ხოლო რომელი სახე გაქვთ, შანელის აზრით, 50 წლის შემდეგ?
პასუხი: ის, რომელიც დაიმსახურეთ. ბმული: http://moazrovne.net/q/3პასუხი -
ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით ეს არის ადგილი, სადაც გაყრა ქორწინებას უსწრებს წინ. დაასახელეთ ეს.
პასუხი: ეს არის ლექსიკონი (ეს ფრაზა ორიგინალში ასე ჟღერს: “Dictionary: A place where divorce comes before marriage”). ბმული: http://moazrovne.net/q/2პასუხი -
პაბლო პიკასო - 290, მარკ შაგალი - 220, სალვადორ დალი - 128, ალბრეჰტ დიურერი - 116. ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილის დაკავება ნებისმიერი მხატვრისათვის დიდი პატივია, მაგრამ ამ სიაში ციფრებს ისინი სულაც არ ცვლიან. ვინ ცვლის ამ ციფრებს?
პასუხი: ამ ციფრებს ქურდები ცვლიან (ეს ციფრები აღნიშნავს ამა თუ იმ მხატვრის მოპარული ტილოების რაოდენობას). ბმული: http://moazrovne.net/q/1პასუხი