რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 137
-
აშშ-ში და ამ ბოლო დროს უკვა ჩვენთანაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გვერდებზე და უკან აწერიათ სიტყვა Ambulance. რა აწერიათ ამ მანქანებს წინიდან?
პასუხი: ecnalubmA (რათა მძღოლებმა სარკეში ამოიცნონ სასწრაფო დახმარების მანქანა). ბმული: http://moazrovne.net/q/50პასუხი -
ცნობილია, რომ ძველი რომის ბაზრებზე ეს ხალხი არ არსებობდა. ლათინურად მათ უწოდებდნენ zonarius sector. ჩვენ კი მათ ორი სიტყვისგან შემდგარ იმ კომბინაციით მოვიხსენიებთ, რომლის წარმომავლობაც აშკარად იმას უკავშირდება, რაც რომაელებს არ ჰქონდათ. რას ვუწოდებთ ჩვენ ამ ხალხს?
პასუხი: ჯიბის ქურდებს (ძველი რომაელებს ტანსაცმელზე ჯიბეები არ ჰქონდათ. ისინი ფულს სარტყელში ან მასზე დამაგრებულ ქისაში ინახავდნენ. ჯიბის ქურდების ლათინური სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის და ის სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “სარტყელის მჭრელი” (zona - სარტყელი)). ბმული: http://moazrovne.net/q/49პასუხი -
რომელი ცნობილი ამერიკული ფირმა დააარსეს XX საუკუნის დასაწყისში ორმა რუსმა პიროვნებამ - დავიდოვმა და ხარლამოვმა?
პასუხი: ჰარლეი-დევიდსონი. ბმული: http://moazrovne.net/q/48პასუხი -
ვადიმ ნიკიტინი, მოსკოვის რამოდენიმე რესტორნის მფლობელი, თვლის, რომ ბორშჩის კარგან მომზადება უფრო რთულია, ვიდრე ბაყაყის ფეხების. ამ სიტყვებით იგი თითქმის იმეორებს კონფუცის ერთ გამონათქვამს. რატომ არის მისი აზრით კარგი ბორშჩის მომზადება ასეთი რთული?
პასუხი: იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, თუ როგორი გემო უნდა ჰქონდეს ბორშჩს, მაგრამ ბაყაყის ფეხები ცოტას თუ აქვს გასინჯული (კონფუცის აქვს ასეთი სიტყვები: მამლის დახატვა უფრო რთულია, ვიდრე ეშმაკისო). ბმული: http://moazrovne.net/q/47პასუხი -
2002 წელს რუსეთში გამოვიდა წიგნი სახელწოდებით “პორი ჰატერი და ქვა ფილოსოფი”. ამ წიგნში არა მარტო ჯოან როულინგის პაროდიაა. მასში მრავლად შეხვდებით შაყირს დღევანდელი რეალობის შესახებ. ერთი ეპიზოდი: ერთი კვირით დასასვენებლად მყოფი პორი სკოლაში ბრუნდება და მასთან ერთდროულად ხუთი ბუ მიფრინდება. ერთი მისი საკუთარი ბუა, მეორემ დედ-მამისგან წერილი მიუტანა, ხოლო დანარჩენ სამს პორიმ იგნორირება გაუკეთა იმის მიუხედავად, რომ მათ რაღაც მოჰქონდათ. რა მოჰქონდათ მათ?
პასუხი: სპამი. ბმული: http://moazrovne.net/q/46პასუხი -
როგორც ამბობენ, ჩინელი იმპერატორები ძალზედ იშვიათად ავადმყოფობდნენ. ამას ზოგიერთი იმპერატორის კარზე მომსახურე ექიმების შრომის ანაზღაურების სისტემით ხსნის. რაში მდგომარეობდა ანაზღაურების განსაკუთრებული პრინციპი?
პასუხი: იმპერატორის ავადმყოფობის პერიოდში მედიკოსებს ხელფასს არ უხდიდნენ და ისინიც ყველა ღონეს ხმარობდნენ იმპერატორის მაქსიმალურად სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ბმული: http://moazrovne.net/q/45პასუხი -
ცოტა ხნის წინ იტალიაში მოდაში იყო დიეტა, რომლის მიხედვითაც საკვები მკაცრად განსაზღვრული მიმდევრობით უნდა გეჭამათ. მაგალითად, ჭამა უნდა დაგეწყოთ მაყვლით, პომიდვრით ან წითელი ხიზილალით, ცოტა შესვენების შემდეგ მოდიოდა ბანანი, შემწვარი კარტოფილი ფრი ან მოხარშული კვერცხის გული და ბოლოს კი უნდა დაგეყოლებინათ მჭვანილი, კიტრი ან კივის ნაყოფი. თუ თქვენ ამ დიეტის საჭმელების მიმდევრობის პრინციპს მიხვდით მისი (დიეტის) სახელწოდების გამოცნობაც არ გაგიჭირდებათ.
პასუხი: შუქნიშანი (საკვები დალაგებულია ფერების მიხედვით - წითელი, ყვითელი და მწვანე). ბმული: http://moazrovne.net/q/44პასუხი -
ინგლისელმა ლეიბორისტმა ფილიპ ნოუდელმა თქვა, რომ ასეთი ხალხი არც საბჭოთა კავშირში არ არსებობდა და არც დარტმუდის ციხეში და თანაც ერთი და იგივე მიზეზის გამო. საბჭოთა კავშირში ასეთი ხალხი ოფიციალურად მართლაც არ არსებობდა, სამაგიეროდ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ერთერთი ლიდერები არიან მთელს მსოფლიოში ამ ხალხის რაოდენობის მიხედვით. რა ტიპის ხალხზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია უმუშევრებზე. ბმული: http://moazrovne.net/q/43პასუხი -
ჟურნალ “GEO”-ს 1998 წლის 3 ნომრის მიხედვით ჩიკაგოში მომხდარი ეს მოვლენა XIX საუკუნის 70-იან წლებში ამავე მცხოვრები ძროხის სახელად მისის ო’ლირის ბრალია. მაინც, რა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზეა საუბარი?
პასუხი: ეს არის 1871 წლის ხანძარი ჩიკაგოში. ჟურნალ “GEO”-ს მიხედვით, ეს ხანძარი გამოიწვია ძროხამ, რომელმაც სანტელი წააქცია. ბმული: http://moazrovne.net/q/42პასუხი -
ამ რომაულ ოჯახში პირველ შვილს ერქვა მარკუსი, მეორეს - ტიბერიუსი, მესამეს - ალექსანდრე, მეოთხეს - ლუციუსი... რა ერქვა მეხუთე შვილს?
პასუხი: მეხუთე შვილს ერქვა კვინტი (ძველ რომში საკუთარ სახელებს მხოლოდ პირველ ოთხ შვილს არქმევდნენ, ხოლო დანარჩენების სახელები რიცხვებით განისაზღვრებოდა - კვინტი, სიქსტი და ა.შ.) ბმული: http://moazrovne.net/q/41პასუხი -
ძველ საბერძნეთში ჰიმნები სამი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი - მიმართვა ღვთაებასთან, მესამე - დახმარების თხოვნა. რისგან შედგებოდა მეორე ნაწილი?
პასუხი: მეორე ნაწილში მოთხრობილი იყო მითი ამ ღვთაების შესახებ. ბმული: http://moazrovne.net/q/40პასუხი -
აბულ-ფარიჯი წერს, რომ სიტყვა, სანამ ის ითქმება, ტუსაღია მისი, ვინც მას იტყვის. რა ხდება მას შემდეგ, რაც სიტყვა ითქმება?
პასუხი: ადამიანი თვითონ ხდება მის მიერ ნათქვამი სიტყვის ტყვე. ბმული: http://moazrovne.net/q/39პასუხი -
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიო რეკორდი მაჩვენებლით 50 სმ ეკუთვნის ერთ-ერთ კალიფორნიულ წყალმცენარეს. მისი მაჩვენებელი ბამბუკისასაც კი უსწრებს! რას გვიჩვენებს ეს რიცხვი?
პასუხი: ეს რიცხვი გვიჩვენებს დღე-ღამეში ზრდის სიგრძეს (ანუ ეს კალიფორნიული წყალმცენარე ყველაზე სწრაფად იზრდება - დღე-ღამეში 50 სმ-ით). ბმული: http://moazrovne.net/q/38პასუხი -
ესპანეთის ყველაზე მაღალი მთის - ვულკან ტეიდეს - სიმაღლე ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება. ესპანელი გეოდეზისტების მტკიცებით ატლასებში მითითებული მისი სიმაღლე - 3 718 მეტრი - ბოლო წლების განმავლობაში სამი მეტრით შემცირდა. რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ამის მიზეზი ტურისტების სიმრავლეა - მათ ამ მთიდან სამახსოვროდ ქვები მიაქვთ. ბმული: http://moazrovne.net/q/37პასუხი -
ეს სიტყვები ჩვ. წ. აღ-მდე 44 წელს გაჩდნენ და მეგობრისადმი გზავნილს წარმოადგენდნენ. დღეს კი მათი ნახვა იმათ შეუძლია, ვინც საკუთარ ჯანმრთელობას საკუთარი ნებით აგდებს საფრთხეში. დაასახელეთ ეს სიტყვები.
პასუხი: ეს სიტყვებია “მიველ, ვნახე, გავიმარჯვე” (ეს სიტყვები “Marlboro”-ს კოლოფს აწერია). ბმული: http://moazrovne.net/q/36პასუხი