რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 139
-
ჩაიწერეთ ლათინური ასოები: C, C, D, I, I, J, L, L, M, U, V, V, X, X, Y. ერთ ცნობილ წიგნზე ამ ასოების დახმარებით წერია თარიღი: რიცხვი, თვე და წელი. მიუხედავად იმისა, ნამყოფი ხართ თქვენ იქ, სადაც განლაგებულია ეს წიგნი, თუ არა, ყველა თქვენთაგანს ნანახი აქვს ის კინოში ან ნახატებზე. დაასახელეთ ზემოთ ნახსენები რიცხვი, თვე და წელი.
პასუხი: MDCCLXXVI JULY IV, ანუ 1776 წლის 4 ივლისი - ეს თარიღი წერია წიგნზე, რომელიც ხელში უჭირავს თავისუფლების ქანდაკებას. ბმული: http://moazrovne.net/q/20პასუხი -
კოლექციონერებისთვის ცნობილია არაერთი კურიოზული მარკა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამოუშვეს აშშ-ში, ეძღვნება ვიკინგების მიერ ამერიკის აღმოჩენას. მარკაზე გამოსახულია ვიკინგების ნავი - დრაკარი. გამოსახულია ძალიან დეტალურად, მაქსიმალური სიზუსტით. მაგრამ, მხატვარმა დრაკარის გამოსახულებას დაამატა ერთი დეტალი-ანაქრონიზმი, რომელმაც ეს შესანიშნავი მარკა კურიოზად აქცია. მაქსიმალური სიზუსტით დაასახელეთ ეს დეტალი.
პასუხი: აშშ-ს დროშა. ბმული: http://moazrovne.net/q/19პასუხი -
ბავშვთა სათამაშოების მწარმოებელი ერთი ამერიკული კომპანიის მფლობელი საკუთარ ბავშვზე ცდიდა ხოლმე ახალ სათამაშოებს. გარკვეულწილად, მისი 2 წლის ვაჟიშვილის "აზრი" იყო გადამწყვეტი, დადგებოდა თუ არა ახალი სათამაშო კონვეერზე. ვინაიდან ბავშვი იყო ძლიერი, ამგვარად მოწმდებოდა სათამაშოს გამძლეობაც. ერთხელაც, ნორჩ ექსპერტს მოუტანეს სათამაშო მანქანის ახალი მოდელი, რომლის კორპუსი ახალი ტიპის პლასტმასისგან იყო დამზადებული. ეს მასალა არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული გამძლეობით, მაგრამ ეს მანქანა სხვა სათამაშოებზე უფრო დიდხანს დარჩა დაუმტვრეველი. თუ თქვენ გესმით ბავშვის ფსიქოლოგია, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ მასალის მთავარი განმასხვავებელი ნიშნის დასახელება.
პასუხი: ის გამჭვირვალეა (ბავშვებს ძალიან აინტერესებთ, თუ რა არის სათამაშოს შიგნით, გამჭვირვალე სათამაშო კი ამ ინტერესს მათ გარკვეულწილად უკარგავს). ბმული: http://moazrovne.net/q/18პასუხი -
ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს რესპონდენტებს უსვამდნენ კითხვას, რომელშიც მე გამოვტოვე ერთი სიტყვა: "რომელმა ... მიაყენეს განსაკუთრებული ზიანი რუს ერს და სსრკ-ს სხვა ერებს?" ყველაზე პოპულარული პასუხები იყო: ბერია (5.8%), ლენინი (2.5%), ტროცკი, ჰიტლერი, კაგანოვიჩი, სვერდლოვი და ჩუბაისი. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი: “...ებრაელებმა...”. ბმული: http://moazrovne.net/q/17პასუხი -
იტალიაში გამოუშვეს ყავის ფინჯანი სპეციალურად ზარმაცი და დაბნეული ადამიანებისათვის. ფინჯანი ელექტროფიცირებული იყო და როცა მასში სითხე საჭირო დონეს აღწევდა, გაისმოდა მელოდიური ზარი. ამ ჭურჭელმა ჰპოვა საკმაოდ უჩვეულო გასაღების ბაზარი. ვინ ყიდულობდა მას?
პასუხი: უსინათლოები. ბმული: http://moazrovne.net/q/16პასუხი -
იტალიური ანდაზა: “არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად ...” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.
პასუხი: “... მოვა შემდეგი”. ბმული: http://moazrovne.net/q/15პასუხი -
სტატისტიკამ 1977 წელს ნიუ-იორკში ადამიანის კბენის 24 712 შემთხვევა დააფიქსირა. აქედან პირველ ადგილზე ძაღლი დგას (22 076 შემთხვევა), მეორეზე - კატა (1 152 შემთხვევა). დაასახელეთ ამ სიის მესამე წევრი, თუ მისი მაჩვენებელია 892 შემთხვევა.
პასუხი: მესამე ადგილზე ადამიანი დგას. ბმული: http://moazrovne.net/q/14პასუხი -
სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად ბევრი ამერიკელი თვლის, რომ ამ ქიმიურ ელემენტს სახელი ეწოდა დისნეის პოპულარული პერსონაჟის საპატივსაცემოდ. რა ელემენტია ეს?
პასუხი: ეს ელემენტია პლუტონიუმი (დისნეის პერსონაჟი კი ძაღლი სახელად პლუტო). ბმული: http://moazrovne.net/q/13პასუხი -
საჰარაში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გამოკრულია პლაკატი წარწერით: “ჩაასხით ბენზინი მხოლოდ ჩვენთან, რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური ...” დაასრულეთ ფრაზა.
პასუხი: “... რადგან ყველა სხვა ახლომდებარე ბენზინგასამართი სადგური - მირაჟია.” ბმული: http://moazrovne.net/q/12პასუხი -
კრისტოფერ სტაშეფის ერთ-ერთ ფანტასტიკურ ნაწარმოებში ჩვენი თანამედროვე მოხვდება სხვა სამყაროში, სადაც იგი ჯადოქრად გადაიქცევა. იმისთვის, რათა მეგობრებს გასაჭირში ყოფნისას მისი გამოძახება შეძლებოდათ, მან დაამზადა სპეციალური თილისმა, რომლის აქტივირება “მაგიური სიტყვებით” - ციფრების კომბინაციით შეიძლებოდა. დაასახელეთ ეს მაგიური სიტყვები.
პასუხი: “ცხრა ერთი ერთი” (911 - სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომერი აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში). ბმული: http://moazrovne.net/q/11პასუხი -
მეორე მსოფლიო ომის დროს ერთმა ესპანურმა რადიოსადგურმა გამოაცხადა რუზველტისა და ჩერჩილის მაროკოში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. გერმანელებმა არასწორად გაიგეს ეს შეტყობინება, რის შედეგადაც ნაცისტურმა ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს ბრიტანეთის პრემიერი მიემგზავრება ... რომელი არააფრიკული ქალაქის სახელი ფიგურირებდა ამ შეტყობინებაში?
პასუხი: რადიოსადგურმა გადმოსცა, რომ შეხვედრა დაგეგმილია კასაბლანკაში. გერმანელებმა გადათარგმნეს Casa blanca, როგორც "თეთრი სახლი", და შეატყობინეს ხელმძღვანელობას, რომ რუზველტი და ჩერჩილი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ვაშინგტონში. ბმული: http://moazrovne.net/q/10პასუხი -
ჩაიწერეთ თანმიმდევრობა: უმცროსი, რეზუს-ფაქტორი, ცნობილი კომპიუტერული ფირმა, პერსონალური კომპიუტერი, ლაზერული დისკი. დაასახელეთ პოპულარული პროფესია, რომელსაც შეუძლია შეკრას ეს წრე.
პასუხი: უმცროსი - JR (junior), რეზუს-ფაქტორი - RH, კომპიუტერული ფირმა - HP (Hewlett Packard), პერსონალური კომპიუტერი - PC, ლაზერული დისკი - CD. ანუ, სიის ყოველი წევრის მეორე ასო შემდეგი წევრის პირველ ასოს ემთხვევა. წრეს კრავს აბრევიატურა DJ (დი-ჯეი, დისკ-ჟოკეი). ბმული: http://moazrovne.net/q/9პასუხი -
ადამიანმა, რომელმაც ცუდად იცის ინგლისური ენა, შეიძლება იფიქროს, რომ ყოფილი პოლიციელის ქმნილების სახელწოდებაში საუბარია პლანეტის მეტად უცნაურ ქცევაზე. სინამდვილეში კი საუბარია ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენაზე, რომელიც ხდება თოთქმის ყოველ საღამოს და რომლის დაფიქსირებაც შეიძლება ერთი ხელსაწყოს საშუალებით. დაასახელეთ ამ ყოფილი პოლიციელის ხსენებული ქმნილება.
პასუხი: ყოფილი "პოლიციელი" არის ინგლისელი მომღერალი სტინგი, რომელიც ჯგუფ "The Police"-ის წევრი იყო (მის ერთ-ერთ ალბომს ეწოდება "Mercury Falling", რაც, რასაკვირველია ითარგმნება არა როგორც "მერკური ეცემა" არამედ როგორც "ტემპერატურა ეცემა"). ბმული: http://moazrovne.net/q/8პასუხი -
"მან-სან-კან"-ის გუნდის ხუმრობა: "მე ახალ ბინაში ყველაფერი შავ ფერში გავაკეთე...". ამ ფრაზას თანაგუნდელი ერთი სიტყვით უკეთებს კომენტარს. ეს სიტყვა წარმოადგენს ჩვენში ბოლო დროს გავცელებული ტერმინის ერთგვარ ანტონიმს. ეს ტერმინი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება გარკვეული ტიპის განცხადებებში. მაშ, დაასახელეთ მისი ანტონიმი, რომელმაც გაიჟღერა აღნიშნულ სცენაში.
პასუხი: აფრორემონტი ("ევრორემონტის" ანტონიმი). ბმული: http://moazrovne.net/q/7პასუხი -
თბილისში, ერთ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდებოდა დიდი საშლელი (დაახლოებით 20x5 სმ) ორიგინალური წარწერით: "BIG eraser for BIG ..." დაასრულეთ წარწერა.
პასუხი: "... mistakes" ("დიდი საშლელი დიდი შეცდომებისთვის"). ბმული: http://moazrovne.net/q/6პასუხი