რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 138
-
არსებობს ძველი ლეგენდა შავი ჭირისა და მოგზაურის შესახებ:
გზაზე ერთმანეთს შავი ჭირი და მოგზაური შეხვდნენ.
- საით მიდიხარ? - ჰკითხა მოგზაურმა ჭირს.
- ბაღდადში, 5 000 ადამიანი უნდა გამოვასალმო სიციცხლეს, - უპასუხა მან.
რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
მოგზაურმა ჭირს უსაყვედურა:
- შენ მითხარი 5 000 კაცი უნდა მოვკლაო, ბაღდადში კი 50 000 ადამიანი დაღუპულა!
- მე შენ არ მომიტყუებიხარ, - უპასუხა ჭირმა. - მე მართლაც 5 000 კაცი მოვკალი.
რამ გამოიწვია დანარჩენების სიკვდილი ლეგენდის თანახმად?პასუხი: დანარჩენების სიკვდილი შიშმა გამოიწვია. ბმული: http://moazrovne.net/q/35პასუხი -
დაასრულეთ ჰემინგუეის სიტყვები: “ყველა ამბავი, თუ მას ბოლომდე მოვყვებით, მთავრდება...” რით?
პასუხი: “...სიკვდილით”. ბმული: http://moazrovne.net/q/34პასუხი -
იაპონიაში არსებობს ასეთი დაუწერეილი კანონი: სტუდენტი გოგო ინსტიტუტში ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე ტანსაცმლით არ უნდა გამოცხადდეს. რატომ?
პასუხი: ამ კანონის შესრულება ამტკიცებს იმას, რომ გოგომ ის ღამე სახლში გაატარა. ბმული: http://moazrovne.net/q/33პასუხი -
1829 წელს ფრანგული გაზეთის “Review de Paris” მთავარმა რედაქტორმა ვერნონმა მოიგონა ხერხი, რომლის საშუალებითაც თავისი გაზეთის ხელმომწერთა რაოდენობა ერთი ორად გაზარდა. რა ხერხი მოიგონა მან, თუ ამ ხერხს მრავალი ჟურნალ-გაზეთი დღესაც წარმატებით იყენებს?
პასუხი: მან თავის გაზეთში დაიწყო სტატიების და სხვა მასალის ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნება, ხალხი კი, დაინტერესებული სტატიის გაგრძელებით იძულებული იყო ეყიდა შემდეგი ნომერი, შემდეგ მომდევნო ნომერი და ა.შ. (ანუ, ერთი სიტყვით “გაგრძელება შემდეგ ნომერში”, რომელსაც დღესაც ხშირად შევხვდებით). ბმული: http://moazrovne.net/q/32პასუხი -
არცთუ დიდი ხანია, რაც ამერიკულ სლენგში გამოჩნდა ერთი ახალი ფრაზა, რომელსაც ცხოვრებას ჩამორჩენილ ადამიანის მოსახსენიებლად იყენებენ ხოლმე. პირდაპირ ქართულ თარგმანში ეს ფრაზა შედგება სამი სიტყვისგან. პირველი სიტყვაა “ათი”, მესამე - “ადამიანი”. დაასახელეთ მეორე სიტყვა, თუ ის ნათესაობით ბრუნვაშია.
პასუხი: “სექტემბრის” (“ათი სექტემბრის ადამიანი”). ბმული: http://moazrovne.net/q/31პასუხი -
კარდინალ რიშელიეს ძალიან უყვარდა ვაშლის სუნი და იგი მაგიდის უჯრაში გამუდმებით ინახავდა ვაშლებს. ერთხელაც მან თავის აფთიაქარს შეუკვეთა დაემზადებინა ერთგვარი საცხი ამ ვაშლებისა და ცხიმებისაგან. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ამ საცხთან ერთად დაიბადა და რომლითაც (სიტყვითაც) დღესაც სარგებლობენ.
პასუხი: ეს სიტყვაა “პომადა” (ფრანგ. “la pome” - ნიშნავს ვაშლს. აქედანვე მოდის პომიდვრის სახელწოდება. “პომიდორი” ფრანგულად ჟღერს, როგორც “წითელი ვაშლი”). ბმული: http://moazrovne.net/q/30პასუხი -
ის იბრძოდა და ორჯელ იყო დაჭრილი. მან პუტჩშიც მიიღო მონაწილეობა და ციხეში 5 წელი გაატარა სამშობლოს ღალატის ბრალდებით. ციხეში მან წიგნის წერა დაიწყო, რომელსაც თავდაპირველად “ტყუილის, სისულელის და სიმხდალის წინააღმდეგ ბრძოლის ოთხნახევარი წელი” დაარქვა, ხოლო საბოლოოდ მსოფლიომ ეს წიგნი მანც სხვა სათაურით გაიცნო. დაასახელეთ ეს სათაური.
პასუხი: “ჩემი ბრძოლა” (“Main Kampf” - საუბარი იყო ადოლფ ჰიტლერზე). ბმული: http://moazrovne.net/q/29პასუხი -
მონღოლეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ჰონკონგი, მაკაო, ლაოსი, ვიეტნამი, ბირმა, ინდოეთი, ბუტანი, ნეპალი, პაკისტანი, ყაზახეთი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. დაასახელეთ ქვეყანა, რომელიც ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს აერთიანებს.
პასუხი: ჩინეთი (ჩამოთვლილი იყო ჩინეთის 16 სახმელეთო მეზობელი). ბმული: http://moazrovne.net/q/28პასუხი -
პირველად ოლიმპიური ფიცი დადებულ იქნა 1920 წელს არვენტინაში. მანდვე ჩატარდა პირველად ეს ცერემონია, რომელიც დღეს ყველა ოლიმპიელისთვის ნაცნობია. რა ცერემონიაზეა საუბარი?
პასუხი: ეს არის ოლიმპიური დროშის აღმართვის ცერემონია (და არა ოლიმპიური ცეცხლის ანთების. იგი პირველად 1928 წელს აანთეს). ბმული: http://moazrovne.net/q/27პასუხი -
სულ პირველად არსებული წესების მიხედვით, კალათბურთელს, რომლის ხელშიც იყო ბურთი მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეეძლო. დაასახელეთ ორივე ქმედება.
პასუხი: მას ან სხვისთვის უნდა მიეცა პასი, ან ბურთი პირდაპირ კალათისაკენ გაეგზავნა (დრიბლინგი მხოლოდ 5 წლის შემდეგ იქნა შემოღებული). ბმული: http://moazrovne.net/q/26პასუხი -
ამერიკაში არსებობს ტრადიცია, რომ სკოლადამთავრებულმა კლასმა ისეთი რამე უნდა მოაწყოს, რომ სკოლას დიდი ხანი არ დაავიწყდეს. ასე მოიქცა ერთ-ერთი გამოსაშვები კლასი და ბოლო დღეს სკოლის შენობაში სამი ღორი შეაგდეს სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც სკოლაში ორი დღე არეულობა სუფევდა. პირველ ორ ღორზე დაწერილი იყი ციფრები 1 და 2. რა ეწერა მესამე ღორზე?
პასუხი: მესამე ღორზე ეწერა ციფრი 4 (არეულობა კი 2 დღე იმიტომ გაგრძელდა, რომ ადმინისტრაცია ეძებდა ნომერ მესამე ღორს, რომელიც არ არსებობდა). ბმული: http://moazrovne.net/q/25პასუხი -
არაბულ ენაში ასოებს დაწერის ოთხი სხვადასხვა ვარიანტი გააჩნიათ. რაზეა დამოკიდებული, თუ როდის რა ვარიანტით უნდა დაწერონ ესა თუ ის ასო?
პასუხი: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად დგას ეს ასო - სიტყვის დასაწყისში, შუაში, ბოლოში თუ მარტო, განცალკევებით. ბმული: http://moazrovne.net/q/24პასუხი -
ურუგვაი. 1930 წელი. დამთავრდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და გუნდები ორგანიზებულად მიდიან პორტში, გადიან რეგისტრაციას, ავსებენ ყველა შესაძლო დოკუმენტს, სხდებიან გემებზე და მიემგზავრებიან თავიანთ ქვეეყნებში. ერთ-ერთი გემის გამგზავრება, რომლითაც ლათინური ამერიკის რამოდენიმე ჯგუფი ბრუნდებოდა სამშობლოში, პორტში ოთხი საათით შეფერხდა. ამაში “დამნაშავე” კი გახლდათ მექსიკის ნაკრები, უფრო სწორად კი მისი მეკარე ოსკარ ბონფილიო. რა დადებითი ნიშნით განსხვავდებოდა ოსკარი სხვა თავისი თანაგუნდელებისგან?
პასუხი: მან იცოდა წერა (და თავისი ყველა გუნდელის მაგივრად ავსებდა დოკუმენტებს). ბმული: http://moazrovne.net/q/23პასუხი -
აშშ-ში 1965 წლის 9 ნოემბერს მომხდარი ეს ფაქტი მიზეზი გახდა 1966 წლის აგვისტოში შობადობის რიცხვის გაზრდისა. რა მოხდა 1965 წლის 9 ნოემბერს?
პასუხი: რამოდენიმე საათით მწყობრიდან გამოვიდა მთელი ამერიკის ენერგოსისტემა, რის შედეგადაც ამერიკა მთელი ღამე სიბნელეში იჯდა... ბმული: http://moazrovne.net/q/22პასუხი -
მეოცე საუკუნის ეს ქმნილება, რომლის სახელიც ვინი-პუჰს ძალიან მოეწონებოდა, უამრავი სახის არსებობს. ყველაზე ძვირფასი ეგზემპლიარი შექმნილია 18 კარატიანი ოქრითი და მორთულია ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით. ამის მქონე ადამიანს იასირ არაფატთან 200 მეტრზე ახლოს მიახლოება ეკრძალება. რაზეა საუბარი?
პასუხი: საუბარია ფიჭურ ტელეფონზე. ბმული: http://moazrovne.net/q/21პასუხი