ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2037 © მაქსიმ მერზლიაკოვი
ჯაზმენის კლიფორდ ბრაუნის მუსიკალურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსი გახლდათ, თუმცა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ კლიფორდ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება XIX საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება კლიფორდ ბრაუნის ალბომს?
პასუხი: ეტიუდი ყავისფერ ტონებში კომენტარი: ჩათვლა: „ყავისფერი კვალი“. ზოგიერთ ქართულ თარგმანში მოთხრობას ეწოდება „ალისფერი კვალი“.
მამამისი წაუშერლოკჰოლმსებდა, თან ვიოლინოზეც უკრავდა. შესაბამისად შვილმა ალბომს „შერლოკჰოლმსური“ სათაური უწოდა. კონან-დოილის ნაწარმოებს ჰქვია „ეტიუდი ალისფერ ტონებში“ / „ალისფერი კვალი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2037პასუხი
-
შეკითხვა #2072 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყვებიან ასეთ ისტორიას: როდესაც ჟოზეფინა ბოარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო, ჟოზეფინამ იგი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჩექმებიანი კატა წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი
-
შეკითხვა #2032 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჟაკ-ლუი დავიდის უზარმაზარ ფერწერულ ტილოზე, „ნაპოლეონის კორონაცია“ ისეთი სკრუპულოზური დეტალიზაცია შეინიშნება, რომ კრიტიკოსმა, დენის ჰოლანდმა შენიშნა: ის შედგება დაახლოებით ასი იქსისგან. საინტერესოა ისიც, რომ თუ ტილოს კარგად დავაკვირდებით შეიძლება ვიპოვოთ ფენიქსიც. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „იქსი“ და „ფენიქსი“?
პასუხი: პორტრეტი, ავტოპორტრეტი კომენტარი: ტილოზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სახეებიც კი სკრუპულოზური დეტალიზაციითაა შესრულებული, შესაბამისად ისინი შეიძლება პორტრეტებად ჩავთვალოთ. ჟაკ ლუი დავიდმა ტილოზე საკუთარი თავიც გამოსახა. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/The_Coronation_of_Napoleon
- Фильм «Окно в Лувр».
პასუხი
-
შეკითხვა #2019 © მიხაილ სავჩენკოვი
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2019პასუხი
-
შეკითხვა #2035 © ვახო ელერდაშვილი

ყურადღება შეკითხვა: რომელი ფილმის პიქტოგრამული პოსტერია გამოსახული დარიგებელ მასალაზე?პასუხი: უსახელო ნაბიჭვრები კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ ფილმში ადოლფ ჰიტლერს კინოთეატრში წვავენ. პიქტოგრამაზე კი აალებული ჰიტლერია გამოსახული, რომელსაც ულვაშის მაგივრობას კინოლენტის ნაგლეჯი უწევს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2035პასუხი
-
შეკითხვა #2017 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელი მეცნიერი, ვინტ სერფი, ჟურნალ „ესკვაირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ორსიტყვიანი ტერმინი წმინდა წყლის დამთხვევაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ტერმინი.
პასუხი: ვებ-სერფინგი კომენტარი: ვინტ სერფს „ინტერნეტის მამას“ უწოდებენ. ინტერნეტში საიტიდან საიტზე ძრომიალს „ვებ სერფინგი“ ჰქვია.
ჩათვლა: ინტერნეტ სერფინგი წყარო: esquire.ru/wil/vint-cerf პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2017პასუხი
-
შეკითხვა #2024 © კონსტანტინ სმოლი
ვუდი ალენის ფილმში ირონიული კინოპერსონაჟი სვამს შეკითხვას ნეტა რამდენს იღებდა იქსი წიგნის თაროების გაკეთებაში? ჯონ სტეინბეკის პერსონაჟი კი ახსენებს იგრეკს, როდესაც ხედავს გაჩერებულ საათს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი და იგრეკი სეხნიები არიან და დაასახელეთ ორივე.
პასუხი: იესო ქრისტე და იესო ნავე კომენტარი: სახარებიდან ცნობილია, რომ იესო ქრისტე დურგალი იყო, იესუ ნავემ კი გააჩერა მზე, რის შემდეგაც დრო გაჩერდა. წყარო:- Фильм В. Аллена «Любовь и смерть»
- lib.ru/STEJNBEK/winter.txt
პასუხი
-
შეკითხვა #2012 © ალექსეი ნაძიოჟნი
თავის ერთ-ერთ ენციკლიკაში რომის პაპმა, ბენედიქტ XVI-მ „რაბინის ვაჟს“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რა სახელითაა ჩვენთვის ცნობილი ზემოხსენებული „რაბინის ვაჟი“?
პასუხი: ბარაბა კომენტარი: ბარაბა არამეულიდან ითარგმნება როგორც „რაბინის ვაჟი“ (ბარ რაბა) ნიშნავს. იგი თავისუფლებისათვის იბრძოდა რისთვისაც შეიპყრეს და შემდეგ რაც მოხდა ბიბლიიდანაა ცნობილი. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2012პასუხი
-
შეკითხვა #2059 © მიხაილ კლეიმანი
ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარი პრიზი ევროპული კინოხელოვნების ტრადიციას აგრძელებს, რომელთან დაკავშირებითაც რეჟისორმა მარტინ კოოლჰოვენმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი გაკერპება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარ პრიზს?
პასუხი: ოქროს ხბო კომენტარი: ჩათვლა: ოქროს კურო, ოქროს კერპი
კომენტარი: ბერლინის ოქროს დათვისა და ვენეციის ოქროს ლომის ტრადიციების გამგრძელებელი ნიდერლანური ოქროს ხბო კოოლჰოვენის აზრით არ უნდა გაკერპდეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2059პასუხი
-
როგორც ალექსანდრ გენისი წერს, ამ ადამიანს, რომელიც განათლებით მხატვარი იყო, ცნობა ცოლის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით მიუვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რის გამო მიიღო მან დიდი ფულადი პრემია ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მეცხრამეტე საუკუნის შუაში?
პასუხი: ტელეგრაფის გამოგონების. (მორზეს აპარატი) კომენტარი: ერთი ვერსიით სწორედ იმ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა სწრაფი კავშირის საშუალების გამოგონება წყარო: dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/69189/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2006პასუხი






ყველა პასუხის გახსნა/დახურვა

