თბილისის 43-ე ჩემპიონატი
V ტური
ჩელენჯ-ლიგა
20 ნოემბერი, 2011
-
ღამის პეპლების უმეტესობა თავისებური ქურქი „აცვია“. რა არსებისგან თავდასაცავადაა განკუთვნილი ეს ქურქი?
პასუხი: ღამურებისგან. კომენტარი: ღამურები მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემენ, რომლებიც საგნებიდან ირეკლება და ასე ახარხებენ ისინი ნავიგაციას. მწერების ქურქი კი ასეთ ბგერებს ახშობს. ბმული: http://moazrovne.net/q/1994პასუხი -
ზოგიერთი მედიკოსის აზრით იქსი თავისტკივილს აყუჩებს, ხსნის სტრესს და ხელს უშლის კარიესის ჩამოყალიბებას. ოციოდე წლის წინ გაერომ მისი საერთაშორისო დღეც კი შემოიღო. მონრო ამბობდა, რომ კარგი იქსი აუცილებლად იმსახურებს მეორე იქსს. დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
სტივენ ჰოკინგმა, ყვებოდა რა პტოლემეუსისეული სამყაროს მოდელის შესახებ, რომელიც 8 სხვადასხვა მოცულობის მქონე სფეროსგან შედგება, ახსენა იქსები. დასავლეთმა იქსები გაიცნო 1900 წელს, პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. დაასახელეთ იქსები.
პასუხი: მატრიოშკები. კომენტარი: ჰოკინგმა განსხვავებული სფეროები მატრიოშკებს შეადარა. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1996პასუხი -
კომპანია Sanyo-ს სახელწოდება ითარგმნება როგორც სამი იქსი, რაც კომპანიის დიდ ამბიციებზე და მსოფლიო ბაზრის დაპყრობის სურვილზე მიანიშნებს. თუ სიტყვა იქსს ინგლისურად ვთარგმნით, მივიღებთ ერთი პერსონაჟის გვარს, რომელსაც საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს. დაწერეთ იქსი ქართულად ან ინგლისურად.
პასუხი -
„ოჰო, რა მძიმე ყოფილა!“. „გამარჯობა, სიმპათიური ყოფილხარ“. „ნუ ტირი, ჯულიეტა“. „ალბათ მისგან საყურეებს დავამზადებ“. მიხვდით, თუ სად წარმოითქვა ზემოთ მოყვანილი რეპლიკები და გვითხარით, თუ ვისგან ან რისგან აპირებდნენ საყურეების დამზადებას.
პასუხი: ოსკარის ქანდაკებებისგან. კომენტარი: „ნუ ტირი, ჯულიეტა“ ფელინიმ უთხრა მეუღლეს, ჯულიეტა მაზინას. წყარო: events.ru.msn.com/movies/oscar/article.aspx?cp-doc ბმული: http://moazrovne.net/q/1998პასუხი -
მოისმინეთ ჩინური გამოცანა: „გრძელფეხება სტვირზე უკრავს და ოთახში შეიპარა, მას წითელი ღვინის გასინჯვა სურს“. ვისზე ან რაზეა საუბარი?
პასუხი: კოღოზე. წყარო: А.Н. Журинский. Загадки народов Востока. Систематизированное собрание. — გვ. 356. ბმული: http://moazrovne.net/q/1999პასუხი -
სტატიაში, რომელიც რობოტების ფსიქოლოგიას ეხებოდა, გამოტანილი იყო ეს ილუსტრაცია და წარწერა, რომელიც 1966 წელს გამოსული ფილმის სათაურს ემთხვევა. დაწერეთ ამ ფილმის სათაური.პასუხი: კარგი, ცუდი და ბოროტი. კომენტარი: კარგი - რობოტი ვერტერი ფილმიდან „სტუმრები მომავლიდან“; ცუდი - რობოტი ბენდერი - „ფუტურამადან“; ბოროტი - რობოტიT-1000 ფილმიდან“ტერმინატორი 2” წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/2000პასუხი -
კითხვის ავტორმა შენიშნა, რომ პითაგორას ხსენებისას როგორც წესი სამკუთხედზე ვფიქრობთ, თუმცა ზოგიერთს შეიძლება ჰამილტონიც გაახსენდეს. რა შევცალეთ სიტყვით პითაგორა?
პასუხი: ბერმუდი. კომენტარი: ჰამილტონი ბერმუდის კუნძულების დედაქალაქია წყარო: en.wikipedia.org/wiki/Bermuda ბმული: http://moazrovne.net/q/2001პასუხი -
გასული საუკუნის დასაწყისში შეყვარებულმა წყვილებმა თავისებური საიდუმლო „ენა“ გამოიგონეს, რომელიც მათ ეხმარებოდა მიმოწერის დროს სხვებისგან დაფარულად გადაეცათ ერთმანეთისთვის რაიმე სახის ცნობები. მაგალითად, თუ „ფრანკი“ გადახრილი იყო ჰორიზონტალურად მარცხნივ, ეს ნიშნავდა კი-ს. თუკი მარჯვნივ - ეს ნიშნავდა არას. თუკი ის ოდნავ იყო გადახრილი მარჯვნივ, ეს ნიშნავდა „მე შენ მიყვარხარ“ და ა.შ. რა შევცვალეთ ჩვენ ფრანკით?
პასუხი -
ამ სიაში შეხვდებით ოცზე მეტ იურისტს, რამდენიმე ფერმერს, რამდენიმე დიპლომატს და თითო-თითო შერიფსა და მსახიობს. რა სიაზეა საუბარი?
პასუხი: აშშ-ს პრეზიდენტების (პროფესიების) წყარო: www.heptune.com/preslist.html%23Pre-Presidential ბმული: http://moazrovne.net/q/2003პასუხი -
კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.
პასუხი -
იქსს შებრტყელებული სხეული და მომრგვალებული თავი აქვს. აგრეთვე - წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი და ძლიერი უკანა ფეხები. იგრეკს კი სამი წყვილი კიდური აქვს და საშუალოდ 45-60 დღეს ცოცხლობს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: რწყილი და ჭიანჭველა. ბმული: http://moazrovne.net/q/2005პასუხი -
როგორც ალექსანდრ გენისი წერს, ამ ადამიანს, რომელიც განათლებით მხატვარი იყო, ცნობა ცოლის გარდაცვალების შესახებ ორი კვირის დაგვიანებით მიუვიდა. 1 წუთის შემდეგ გვითხარით, თუ რის გამო მიიღო მან დიდი ფულადი პრემია ევროპის რამდენიმე ქვეყნისგან მეცხრამეტე საუკუნის შუაში?
პასუხი: ტელეგრაფის გამოგონების. (მორზეს აპარატი) კომენტარი: ერთი ვერსიით სწორედ იმ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა სწრაფი კავშირის საშუალების გამოგონება წყარო: dic.academic.ru/dic.nsf/brokgauz_efron/69189/ ბმული: http://moazrovne.net/q/2006პასუხი -
სარეკლამო პოსტერი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, ეკუთვნის ერთ ესპანურ ბრენდს. მას სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა. რა ბრენდზეა საუბარი?პასუხი: ჩუპა-ჩუპსზე. წყარო: www.korrespondent.net/tech/technews/691618 ბმული: http://moazrovne.net/q/2007პასუხი -
არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ მეცამეტე საუკუნეში მცხოვრებმა მოხუცმა მეშუშემ, ფლორენციელმ ასალვინო დელიარმატიმ ერთი შემთხვევის შემდეგ სრულიად ახლებურად შეხედა სამყაროს. მის საფლავზე წერია, რომ სალვინო პირველია, ვინც ეს დაამზადა. დაასახელეთეს.
პასუხი: სათვალე. კომენტარი: გაციებულ და გამრუდებულ შუშაში გახედვისას მან შეამჩნია, რომ მინა არა მარტო ადიდებდა საგნებს, არამედ საგნების უკეთ გარჩევაშიც ეხმარებოდა. წყარო: www.publiclibrary.ru/readers/kaleidoskop/goods-och ბმული: http://moazrovne.net/q/2008პასუხი
- პაკეტის კომენტარები: