ახალი შეკითხვები
-
შეკითხვა #2023 © ოლეგ ფეია
ერთ იუმორისტულ საიტზე ამ სურათის შესახებ დაწერეს, რომ მასზე გამოსახულ ლენინის ქანდაკებას ემუქრება იქსი. გაითვალისწინეთ, რომ იქსი დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა და დაასახელეთ იქსი.პასუხი: პაკ-მენი კომენტარი: მოედანს, სადაც დგას ძეგლი კომპიუტერული თამაშის, პაკ-მენის ფორმა აქვს, რომელიც საიტ lurkmore.ru-ს ინფორმაციით „ემუქრება მას შეჭმით“.
ჩათვლა: მიიღება ყველა პასუხი, სადაც ფიგურირებს „პაკ-მენი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2023პასუხი -
შეკითხვა #2022 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთ სპორტულ საინფორმაციო საიტზე 2010 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის თანახმად წითელი ქურთუკების და ბეისბოლის კეპების დაბრუნება უნდა მოხდეს სამრეწველო საწყობ №11/2-ში მათი ხელმეორედ გამოყენების მიზნით. ყურადღება შეკითხვა: რომელ დედაქალაქში მდებარეობს ეს სამრეწველო საწყობი?
პასუხი: ფხენიანში კომენტარი: ეს კონტრაქტი დაუდეს ჩინელ მსახიობებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მხარს უჭერდნენ ჩრდ. კორეის საფეხბურთო გუნდს. ამ კეპების და ქურთუკების ხელმეორედ გამოყენებას ჩრდ. კორეელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გეგმავენ. წყარო: www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/94103.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2022პასუხი -
კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.
პასუხი: სამი მუშკეტერი წყარო: lib.ru/KIPLING/trimush.txt პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2004პასუხი -
შეკითხვა #2048 © ვახო ელერდაშვილი
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2048პასუხი -
სარეკლამო პოსტერი, რომელიც თქვენ დაგირიგდათ, ეკუთვნის ერთ ესპანურ ბრენდს. მას სულ ცოტა ხნის წინ 50 წელი შეუსრულდა. რა ბრენდზეა საუბარი?პასუხი: ჩუპა-ჩუპსზე. წყარო: www.korrespondent.net/tech/technews/691618 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2007პასუხი -
იქსს შებრტყელებული სხეული და მომრგვალებული თავი აქვს. აგრეთვე - წყვილი მარტივი თვალი, მჩხვლეტავ-მწუწნავი პირის აპარატი და ძლიერი უკანა ფეხები. იგრეკს კი სამი წყვილი კიდური აქვს და საშუალოდ 45-60 დღეს ცოცხლობს. 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
პასუხი: რწყილი და ჭიანჭველა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2005პასუხი -
შეკითხვა #2035 © ვახო ელერდაშვილი
ყურადღება შეკითხვა: რომელი ფილმის პიქტოგრამული პოსტერია გამოსახული დარიგებელ მასალაზე?პასუხი: უსახელო ნაბიჭვრები კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ ფილმში ადოლფ ჰიტლერს კინოთეატრში წვავენ. პიქტოგრამაზე კი აალებული ჰიტლერია გამოსახული, რომელსაც ულვაშის მაგივრობას კინოლენტის ნაგლეჯი უწევს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2035პასუხი -
შეკითხვა #2045 © იური ზაგრებელნი
ვანუატუს მაცხოვრებლები ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს ეთაყვანებიან და ღმერთად მიიჩნევენ. ამის გამო 2007 წელს ვანუატუს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული დიდ ბრიტანეთში, სადაც მათ მოინახულეს ერთი კონკრეტული ადგილი და 40 წუთის განმავლობაში აღავლინეს ლოცვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კონკრეტული ადგილი, სად აღავლინეს ლოცვა ვანუატუელებმა?
პასუხი: ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში კომენტარი: ვანუატუელები მივიდნენ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში და პრინც ფილიპის ფიგურასთან 40 წუთის განმავლობაში ლოცულობდნენ. პრინცი ფილიპი ელისაბედ მეორის მეუღლეა და ჯერ კვლავ ცოცხალია, შესაბამისად ვინც იფიქრა, რომ სასაფლაოზე მივიდნენ მწარედ შეცდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2045პასუხი -
შეკითხვა #2019 © მიხაილ სავჩენკოვი
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2019პასუხი -
შეკითხვა #2028 © ანდრეი ეფიმცოვი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელიც ავტორმა დაასათაურა ორი სიტყვით. აღადგინეთ კარიკატურის სახელწოდება.პასუხი: ციფრული კამერა წყარო: caricatura.ru/art/korsun/url/parad/korsun/4236/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2028პასუხი