რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 3
-
შეკითხვა #2072 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყვებიან ასეთ ისტორიას: როდესაც ჟოზეფინა ბოარნემ ნაპოლეონ ბონაპარტი გაიცნო, ამ უკანასკნელის ჯარისკაცული მანერებისა და სიდაბლის გამო, ჟოზეფინამ იგი საყვარელი ზღაპრის პერსონაჟს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: ჩექმებიანი კატა წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი -
შეკითხვა #2071 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ჯორჯ გორდონ ბაირონმა, თავის ერთ ნაწარმოებში ირონიულად იხუმრა ონეგინები იმდენი არიან, რომ თვით ევგენიც კი ონეგინი იყოო. ყურადღება შეკითხვა: რომელი სახელი და გვარია შეცვლილი შეკითხვაში „ევგენი ონეგინით“?
პასუხი: ადამ სმიტი კომენტარი: კომენტარი: ბაირონი ორაზროვნად ხუმრობს ადამ სმიტის და ზოგადად სმიტების სიმრავლის შესახებ. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2071პასუხი -
შეკითხვა #2070 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
1848 წელს ქვეყნის შიგნით არსებული არეულობის გამო პრინცმა ვილჰელმა გააკეთა ეს და გაიქცა ინგლისში. ქართულ კინემატოგრაფში მთავარმა პერსონაჟმა ეს გააკეთა სლოვაკეთში მოგზაურობის დროს. ყურადღება შეკითხვა: რა გააკეთეს პრინცმა ვილჰელმა და ზემოხსენებულმა პერსონაჟმა?
პასუხი: ულვაშები მოიპარსეს კომენტარი: კომენტარი: რომ არ ეცნოთ პრინცმა ვილჰელმა ულვაშები მოიპარსა. ფილმში „რაჭა ჩემი სიყვარული“ მთავარი პერსონაჟი სლოვაკეთში ყოფნის დროს იპარსავს ულვაშებს. წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Западная Европа.
- flibusta.net/b/78180/read
პასუხი -
შეკითხვა #2069 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ყურადღება შეკითხვას სვამს პამელა ტრევერსი: ჩვ. წ. მე-6 საუკუნეში სპარსეთის სამეფო უეცრად თავს დაესხა სირიას. ამაზე საუბრისას, ფსევდო-დიონისიუს არეოპაგელმა სპარსეთის სამეფოს უწოდა იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: აღმოსავლეთის ქარი კომენტარი: კომენტარი: პამელა ტრავერსის წიგნში მერი პოპინსი აღმოსავლეთის ქარმა მოიყვანა. სპარსეთი სირიის აღმოსავლეთით მდებარეობდა. წყარო:- К. Рыжов. Все монархи мира: Греция, Рим, Византия
- flibusta.net/b/78181/read
პასუხი -
შეკითხვა #2068 © ოლეგ შევეცოვი
1855 წელს იოჰან ლუნდსტრემმა თეთრი იქსი შეცვალა წითელი იქსით, რითაც ფართო მოხმარების ნივთის გამოყენება უსაფრთხო გახადა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფოსფორი კომენტარი: კომენტარი: ასანთის შემადგენლობაში მან თეთრი მომწამლავი ფოსფორი შეცვალა წითლით. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BF%D0%B8%D1%87%D0% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2068პასუხი -
შეკითხვა #2067 © ვლადიმირ საიაპინი
გერმანელმა მუსიკოსმა, ვოლფგანგ ჰაიჰელმა აზიის ერთ ქვეყანაში მუსიკალური ტურნეს დასრულების შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მათ ჭეშმარიტად მეფური დახვედრა მოუწყვეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აზიის ეს ქვეყანა.
პასუხი: მონღოლეთი კომენტარი: კომენტარი: ვოლფგანგ ჰაიჰელი „Dschinghis Khan“-ის წევრია. წყარო: "Настроение", эфир от 17 февраля 2011 года. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2067პასუხი -
შეკითხვა #2066 © ალექსანდრ როჟდესტვინი
ირსი ბედა თავის წიგნში მოგვითხრობს წმინდა ეგბერტის შესახებ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ასკეტიზმით და ძირითადად რძითა და პურით იკვებებოდა. ასევე წიგნში ხაზგასმულია ისიც, რომ ტრაპეზის დაწყებამდე წმინდა ეგბერტი ყოველთვის აკეთებდა ამას. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებდა წმინდა ეგბერტი?
პასუხი: რძეს ნაღებს ხდიდა კომენტარი: კომენტარი: იგი იმდენად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, რომ რძესაც კი ნაღების გარეშე მიირთმევდა. წყარო: flibusta.net/b/66128/read პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2066პასუხი -
შეკითხვა #2065 © ეკატერინა ლობოკოვა
სერიალში „ტურისტები“ საქორწინო მოგზაურობის დროს მთავარი პერსონაჟი ხსნის ჩემოდანს და ამბობს: „კარგი იქნებოდა აქ ერთი ბიდონი ტეკილა და ერთი ცენტნერი ლიმონიც რომ იყოს“. ყურადღება შეკითხვა: (მიიღება ზუსტი პასუხი) რა ჩაუდო მთავარი პერსონაჟის დედამ ჩემოდანში ახალდაქორწინებულ წყვილს გამგზავრების წინ?
პასუხი: ფუთი მარილი კომენტარი: კომენტარი: რათა ახალდაქორწინებულ წყვილს უკეთ გაეცნო ერთმანეთი, „ფუთი მარილის შეჭმის“ შემდეგ. წყარო: "Туристы", серия 1 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2065პასუხი -
შეკითხვა #2064 © დმიტრი სტრილჩუკი
თქვენს წინაშეა ცნობილი წიგნის ერთ-ერთი გამოცემის გარეკანი. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნის ავტორი?პასუხი: ჯორჯ ორუელი კომენტარი: კომენტარი: ჯორჯ ორუელის რომანის, „1984“-ის გარეკანზე გამოსახულია ასთვალიანი მამაკაცი, იმის ნიშნად რომ დიდი ძმა სულ მუდამ აკონტროლებდა თავის „პატარა ძმებს“. წყარო: img.videla.ru/Book%20Cover%20Contest/5.jpg პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2064პასუხი -
შეკითხვა #2063 © ვიქტორ მალეხსონი
ჰომეროსის „ოდისეაში“ პენელოპე ხმამაღლა ფიქრობს და იმედოვნებს, რომ როდესაც ოდისევსი შინ დაბრუნდება, იგი შურს იძიებს ვერაგ საქმროებზე. ამ დროს გვერდზე ოთახში მყოფმა ტელემაქემ მოიმოქმედა ის, რამაც ძალიან გაახარა პენელოპე. ყურადღება შეკითხვა: რა მოიმოქმედა ტელემაქემ?
პასუხი: დააცემინა კომენტარი: კომენტარი: ჯერ კიდევ ძველი ბერძნების დროიდან მოდის შეხედულება, რომ დაცემინება წარმოადგენს ჭეშმარიტების დასტურს. წყარო: Одиссея, песнь 17, строки 539-548 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2063პასუხი -
შეკითხვა #2062 © არტიომ ვიქტოროვი
საპირ-უორფის ჰიპოთეზის თანახმად ამა თუ იმ ენის სტრუქტურა უშუალოდ მოქმედებს მათი მატარებლების შემეცნებისა და აზროვნების თავისებურებებზე. ამ ჰიპოთეზას მეორენაირად „ლინგვისტიკის იქსს“ უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: ფარდობითობის თეორია კომენტარი: კომენტარი: სეპირ-უორფის ჰიპოთეზას ლინგვისტიკის „ფარდობითობის თეორიას“ უწოდებენ.
ჩათვლა: ფარდობითობა, რელატივიზმი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D0%B8%D0%BF%D0%BE%D1% პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2062პასუხი -
შეკითხვა #2061 © მაქსიმ მერზლიაკოვი
პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ბარი გრინსტაინი ცნობილია იმით, რომ იგი ხშირად დიდ ფსონებს აკეთებს. ამასთან იგი ქველმოქმედებითაცაა დაკავებული, რაშიც მას მოგებული ფული ეხმარება. შეიძლება ამიტომ ეძახიან მას პოკერის იქსს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: რობინ ჰუდი კომენტარი: კომენტარი: იგი მდიდრებს ართმევს და ღარიბებს აძლევს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2061პასუხი -
შეკითხვა #2060 © ალექსანდრ როჟდესტვინი
სოლოცო მარიო პიუზოს რომანის, „ნათლიმამას“ პერსონაჟია. მისი გამოჩენისთანავე ვიტო კორლეონე იძულებული ხდება ოჯახის შავბნელ საქმეებში ჩაიძიროს, მათ შორის მოკლას პოლიციელი და უღალატოს სატრფოს. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია რომანში პერსონაჟს, გვარად სოლოცოს?
პასუხი: ვირჯილიო კომენტარი: ჩათვლა: ვირგიულიუსის ნებისმიერი ვარიაცია.
კომენტარი: სოლოცო აიძულებს ვიტო კორლეონეს ოჯახის კრიმინალურ საქმეებში, ერთგვარ ჯოჯოხეთში ჩაძირვას. ვირჯილიო იტალიურად ვირგილიუსია, რომელიც დანტეს გაუძღვა ჯოჯოხეთში. წყარო: М. Пьюзо. Крёстный отец. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2060პასუხი -
შეკითხვა #2059 © მიხაილ კლეიმანი
ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარი პრიზი ევროპული კინოხელოვნების ტრადიციას აგრძელებს, რომელთან დაკავშირებითაც რეჟისორმა მარტინ კოოლჰოვენმა განაცხადა, რომ არ ღირს მისი გაკერპება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ნიდერლანდების კინოფესტივალის მთავარ პრიზს?
პასუხი: ოქროს ხბო კომენტარი: ჩათვლა: ოქროს კურო, ოქროს კერპი
კომენტარი: ბერლინის ოქროს დათვისა და ვენეციის ოქროს ლომის ტრადიციების გამგრძელებელი ნიდერლანური ოქროს ხბო კოოლჰოვენის აზრით არ უნდა გაკერპდეს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2059პასუხი -
შეკითხვა #2058 © ვლადიმერ საიაპინი
ფიფას გადაწყვეტილებით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება აზიის ერთ ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით აღშფოთებულმა გერმანულმა გაზეთმა “Bild”-მა ეს ფაქტი მოიხსენია ნეოლოგიზმით, რომელიც ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვაში ერთი ასოს ჩამატებით მიიღება. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: კატარსტროფა კომენტარი: კომენტარი: კატასტროფა + რ = კატარსტროფა. მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ტარდება. წყარო: www.bild.de/sport/fussball/fussball-international/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2058პასუხი