რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 4
-
შეკითხვა #2057 © ედუარდ გოლუბი
ერთ მინიატურაში მოქმედება გასული საუკუნის აშშ-ში ხდება. ტიპიური ამერიკელი ცოლ-ქმარი საღამოს ჟამს ტელევიზორს უყურებს. ქმარი კმაყოფილი სახით შესცქერის პირდაპირ რეპორტაჟს და ერთი სული აქვს როდის დასრულდება ის, ცოლი კი უკმაყოფილო მზერით აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. ყურადღება შეკითხვა: ვის აჩვენებენ პირდაპირ რეპორტაჟში (დაასახელეთ სახელი და გვარი)?
პასუხი: ნილ არმსტრონგს კომენტარი: ჩათვლა: პირველი ადამიანი მთვარეზე
კომენტარი: ნილ არმსტრონგს მიაწერენ ფრაზას: Good Luck Mister Gorsky! ამ ფრაზის წარმოშობის ლეგენდა შემდეგია: მისტერ გორსკის ცოლი შეპირდა ორალურ სექსს, თუ მეზობლის ბავშვი მთვარეზე გაივლიდა. ეს მინიატურა ამ ამბის მხატვრული დამუშავებაა. წყარო:- fantazin.ru/kosmos/news_2010-01-25-15-48-54-436.ht
- Миниатюра автора вопроса
პასუხი -
შეკითხვა #2056 © ნიკოლაი კოვრიჟნიხი
ერიხ მარია რემარკის რომანის გმირმა, სამხედრო მფრინავმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იქსი სინათლის კუნძულს შეადარა. გაითვალისწინეთ, რომ იქსის უდიდეს კუნძულს უფენაუ ეწოდება და დაასახელეთ იქსი.
პასუხი: შვეიცარია კომენტარი: მეორე მსოფლიო ომის დროს შვეიცარია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა შესაბამისად იქ დაბომბვის შიშით მოსახლეობა არ აქრობდა შუქს. ღამე მის თავზე გადაფრენის დროს, მფრინავმა შვეიცარია სინათლის კუნძულს შეადარა. შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, თუმცა მას მაინც გააჩნია უდიდესი კუნძული, რომელიც ციურიხის ტბაში მდებარეობს. წყარო:- Ремарк Э. М. Время жить и время умирать
- lib.ru/INPROZ/REMARK/timelife.txt
- www.nashagazeta.ch/news/10670
პასუხი -
შეკითხვა #2055 © ალექსეი პოლევოი
მიშელ ტურნიეს ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი იხსენებს თავისი მარტოსულობის მარადიულ თანამგზავრებს, ბრტყელთავიან მელოტ ტყუპებს, თავზე კოპით. ყურადღება შეკითხვა: რა აქვს მხედველობაში მთავარ პერსონაჟს?
პასუხი: საკუთარი მუხლები კომენტარი: მარტოობისას პერსონაჟი მუხლებში თავჩარგული იჯდა დიდხანს.
ჩათვლა: მხოლოდ მუხლებიც ითვლება. წყარო: tapirr.narod.ru/texts/hudlit/tournier/turn_ltzar.h პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2055პასუხი -
შეკითხვა #2054 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელმა მუსიკოსმა, ნიკოლას იაარმა 2010 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „ნიშნები და კუთხეები“. ალბომის გარეკანზე გამოსახულია XIX საუკუნეში მოღვაწე ორი ცნობილი პიროვნება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე მათგანი.
პასუხი: მარქსი და ენგელსი კომენტარი: ალბომის სათაური სიტყვების თამაშს წარმოადგენს, Marks & Angles (თარგმანში „ნიშნები და კუთხეები“) ინგლისურში ჟღერადობით ჰგავს მარქსის და ენგელსის გვარებს. წყარო: www.youtube.com/watch?v=64pJZyC-r_k პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2054პასუხი -
შეკითხვა #2053 © ვახო ელერდაშვილი
იგი მუსლიმების ოჯახში დაიბადა, რაც აისახა კიდეც მის სახელში. მუსლიმური ფესვების უარყოფის მიზნით მან 2005 წელს მართლმადიდებლობა მიიღო და ნათლობისას მიღებული ქრისტიანული სახელი დაირქვა, თუმცა მთელი მსოფლიო მას მაინც მუსლიმური სახელით იცნობს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: ემირ კუსტურიცა კომენტარი: ამის გამო იგი ბოსნიელი ხალხის მტრად გამოაცხადეს, რაზედაც მან განაცხადა, რომ მამამისი თავის თავს მუდამ სერბს უწოდებდა. „ემირ“ მუსლიმური სახელია, მისი მართლმადიდებლური ნათლობის სახელი ნემანია გახლავთ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Kusturica პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2053პასუხი -
შეკითხვა #2052 © ვახო ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ფოტო, რომელზე აღბეჭდილი პიროვნებაც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი პროფესია.პასუხი: ფენ-შუის სპეციალისტი კომენტარი: სანამ სახლის მშენებლობა დაიწყება ის კომპასის საშუალებით არჩევს მომავალი სახლის სასურველ ორიენტაციას და ადგილმდებარეობას. ჩინეთში ფენ-შუის სპეციალისტის გარეშე სახლის აშენება არ ხდება.
ჩათვლა: საკვანძო სიტყვა „ფენ-შუი“. წყარო: Ole Bruun, An Introduction to Feng Shui, ISBN: 052186352X, Cambridge University Press, 2008, p. 60 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2052პასუხი -
შეკითხვა #2051 © ვახო ელერდაშვილი
თავის ავტობიოგრაფიაში პიერ-ლუიჯი კოლინა საუბრობს მსაჯის მიუკერძოებლობაზე და წერს, რომ ნამდვილი მსაჯი მოედანზე უნდა ემსგავსებოდეს მე-18 საუკუნეში დაბადებულ ინგლისელს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ინგლისელის გვარი.
პასუხი: დალტონი კომენტარი: მისი აზრით ნამდვილი მსაჯი არ უნდა ასხვავებდეს მაისურის ფერებს, უნდა იყოს „დალტონიკი“. წყარო:- პიერ-ლუიჯი კოლინა, „თამაშის ჩემი წესები“, მე-7 თავი.
- en.wikipedia.org/wiki/John_Dalton
პასუხი -
შეკითხვა #2050 © იგორ გლუშენკო
ადამ შენკმანის ჰოლივუდურ კომედიაში ერთ პერსონაჟს, რომელიც ველური დასავლეთის მკვიდრია, ჩუქნიან იქსს, სახელად „ფერარის“. იქსი ფიგურირებს 1912 წელს შექმნილი ფერწერული ტილოს სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: წითელი ცხენი კომენტარი: ველური დასავლეთის ერთ-ერთი ატრიბუტი არის ცხენი. ასევე ფერარის სიმბოლოც ცხენია. ამას გარდა ფერარი წითელი ფერისაა! ფილმის პერსონაჟს ჩუქნიან წითელ ცხენს, სახელად „ფერარის“. 1912 წელს კუზმა პეტროვ-ვოდკინმა დახატა ფერწერული ტილო „წითელი ცხენის ბანაობა“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2050პასუხი -
შეკითხვა #2049 © პაველ არეშჩენკო
ისტორიკოსი მირიამ გრიფინი მიიჩნევს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვის 54 წელს რომის იმპერიის სათავეში იდგა აგრიპინა და არა მისი ვაჟი ნერონი, როგორც ამას ისტორია გვასწავლის. ამის დასამტკიცებლად მას მოჰყავს ნივთმტკიცება, რომლის იქსზე გამოსახულია აგრიპინა, ხოლო იგრეკზე ნერონი. ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში იქსით და რომელი - იგრეკით?
პასუხი: ავერსი, რევერსი კომენტარი: ძველ რომში პროპაგანდის მთავარი საშუალება მონეტები იყო. 54 წელს მოჭრილი მონეტის საშუალებით ისტორიკოსმა გრიფინმა დაასკვნა, რომ აგრიპინა მართავდა იმპერიას რადგან აგრიპინა მონეტის ავერსზეა გამოსახული, ნერონი კი - რევერსზე.
ჩათვლა: არიოლი/რეშკა და მათი სინონიმები ნებისმიერ ენაზე. წყარო: Гриффин М. Нерон: Конец династии. - М.: Терра, 1999. - С. 46 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2049პასუხი -
შეკითხვა #2048 © ვახო ელერდაშვილი
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბრიტანელ მწერალს, არტურ კესტლერს ეს ხელს უშლიდა წერაში. ჟან მარტენ შარკომ გამოთქვა იდეა, რომ იმისთვის, რაც არტურ კესტლერს წერაში უშლიდა ხელს, მე-18 საუკუნეში დაბადებული ინგლისელის საპატივსაცემოდ დაერქმიათ სახელი, ასეც მოიქცნენ. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით რაზეა საუბარი, დაასახელეთ ზემოხსენებული ინგლისელის გვარი.
პასუხი: პარკინსონი კომენტარი: ეს არის პარკინსონის დაავადება, რომლითაც არტურ კესტლერი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო დაავადებული (დაავადება მას ხელს უშლიდა წერაში!). წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Болезнь_Паркинсона პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2048პასუხი -
შეკითხვა #2047 © მაქსიმ კარაჩუნი
Эстрада is (………..)
თქვენს წინაშეა თანამედროვე რუსი სატირიკოსის, ლიონ იზმაილოვის ავტობიოგრაფიული წიგნის სათაური, რომელშიც გამოტოვებულია ორი ინგლისური სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.პასუხი: My love კომენტარი: is my love ავტორიგ გვარის, იზმაილოვის გადათამაშებაა. წყარო: www.ozon.ru/context/detail/id/1549480/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2047პასუხი -
შეკითხვა #2046 © ანტონ ჩერნინი
რამდენიმე კვირის წინ შვედურმა ყვითელმა პრესამ გამოაქვეყნა სკანდალური მასალა, სადაც მოთხრობილი იყო შვედეთის მონარქის, კარლ გუსტავისა და კამილა ჰენემარკის რომანის შესახებ. იქვე აღნიშნული იყო, რომ საყვარლების რაოდენობას შვედი ხელმწიფე არ უჩივის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სამი ინგლისური სიტყვით რა უწოდა შვედეთის მეფის საყვარლებს ერთმა ბლოგერმა?
პასუხი: Army of lovers კომენტარი: კამილა ჰენემარკი პოპულარული შვედური მუსიკალური ჯგუფის Army of lovers-ის ერთ-ერთი წევრია. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2046პასუხი -
შეკითხვა #2045 © იური ზაგრებელნი
ვანუატუს მაცხოვრებლები ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს ეთაყვანებიან და ღმერთად მიიჩნევენ. ამის გამო 2007 წელს ვანუატუს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული დიდ ბრიტანეთში, სადაც მათ მოინახულეს ერთი კონკრეტული ადგილი და 40 წუთის განმავლობაში აღავლინეს ლოცვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კონკრეტული ადგილი, სად აღავლინეს ლოცვა ვანუატუელებმა?
პასუხი: ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში კომენტარი: ვანუატუელები მივიდნენ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში და პრინც ფილიპის ფიგურასთან 40 წუთის განმავლობაში ლოცულობდნენ. პრინცი ფილიპი ელისაბედ მეორის მეუღლეა და ჯერ კვლავ ცოცხალია, შესაბამისად ვინც იფიქრა, რომ სასაფლაოზე მივიდნენ მწარედ შეცდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2045პასუხი -
შეკითხვა #2044 © ალექსეი გნოევიხი
დიდი რუსი მათემატიკოსი, მიხაილ ოსტროგრადსკი თავის ლექციებზე სტუდენტებს ჰყოფდა ორ კატეგორიად. იგი გეომეტრებს ეძახდა იმ სტუდენტებს, რომლებიც ხვდებოდნენ საგნის არსს, ხოლო მათ კი, ვინც ზერელედ სწავლობდა, ის დამცინავად უწოდებდა იქსებს. დაასახელეთ 1926 წელს გამოცემული რომანის სათაური, რომლის პერსონაჟიც გახლავთ იქსი.
პასუხი: ციხე-სიმაგრე კომენტარი: ოსტროგრადსკი ზერელე სტუდენტებს უწოდებდა მიწისმზომელებს. მიწისმზომელი, რუსულ თარგმანში землемер ფრანც კაფკას რომანის, „ციხე-სიმაგრის“ პერსონაჟია. რომანი ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1926 წელს გამოიცა. წყარო:- Итенберг Б.С., Володин А.И. Лавров. ЖЗЛ
- en.wikipedia.org/wiki/The_Castle_(novel)
პასუხი -
შეკითხვა #2043 © ასია სამოილოვა
„სიმპსონების“ ერთ-ერთ სერიაში ლიზა იწყებს სიგარეტის მოწევას, ჰომერ სიმპსონი კი ყველა ღონეს ცდილობს რომ როგორმე გადააჩვიოს. სერიას ორიგინალური სახელწოდება აქვს, რომელიც ჟღერადობით ოდნავ განსხვავდება 1970-იან წლებში შექმნილი ცნობილი სიმღერის სახელწოდებისაგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება „სიმპსონების“ ამ სერიას?
პასუხი: Smoke on the daughter კომენტარი: სერიის სახელწოდება ოდნავ განსხვავდება Deep Purple-ის სიმღერის Smoke on the water-ის სახელწოდებისგან. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2043პასუხი