რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 2
-
შეკითხვა #2087 © ვლადიმერ ოსტროვსკი
თქვენს წინაშეა დიზაინერის, ოლივერ ფაბელის საშობაო საჩუქარი, სუვენირების ერთგვარი ნაკრები რომელზედაც წაშლილია სამი სახელი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წაშლილი სახელები.პასუხი: მარიამი, იესო, იოსები კომენტარი: სურათზე იესოს დაბადების სცენაა დადგმული. Esel - ვირია, ochse - ხარი, hirte - მწყემსი, schaf - ცხვარი, könig - მეფე. წყარო: www.oliverfabel.de/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2087პასუხი -
შეკითხვა #2086 © დმიტრი გოლდინი
ფიზიკოსის, რობერტ ვუდის ერთ-ერთი ბიოგრაფი წერს, რომ მისი საყვარელი ალფა ბავშვობაში სტარტევანტის უზარმაზარი ქარხანა იყო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მსახიობი, რომელმაც 1976 წლის ფილმში, სახელწოდებით „ალფა“, მთავარი როლი შეასრულა.
პასუხი: პიერ რიშარი კომენტარი: ალფა - არის სათამაშო. წყარო:- В. Сибрук. Роберт Вуд, современный чародей физической лаборатории.
- flibusta.net/b/157772/read
პასუხი -
შეკითხვა #2085 © ედუარდ გოლუბი
ეხლახანს ურუგვაელი ფეხბურთელი, ფერნანდო მუსლერა „ლაციოდან“ „გალათასარაიში“ გადავიდა, რასთან დაკავშირებითაც ენაკვიმატმა გულშემატკივრებმა იხუმრეს, რომ თუ მუსლერამ ამ კურსით გააგრძელა კლუბების ცვლა, იგი თავის საფეხბურთო კარიერას ერთ დედაქალაქში დაასრულებსო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დედაქალაქი.
პასუხი: მოსკოვი კომენტარი: სტამბული (კონსტანტინოპოლი) - მეორე რომია, მოსკოვი - მესამე. რომი-სტამბული-მოსკოვი... მეოთხე რომი არ არსებობს. შესაბამისად, მუსლერა გულშემატკივრების ხუმრობის თანახმად მოსკოვში დაასრულებს კარიერას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2085პასუხი -
შეკითხვა #2084 © ევგენი ლიაპინი
საბჭოთა სპეცსამსახურების დალუქული არქივების პრობლემას მიეძღვნა სტატია, რომლის სათაურიც გვამცნობს, რომ „ისტორიის თავზე დაფრინავენ ისინი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.
პასუხი: გრიფები კომენტარი: დალუქულ არქივებს საიდუმლოების სხვადასხვა დონის შემცველი გრიფები აქვს მინიჭებული. ამასთან მათი გახსნის შემთხვევაში ისტორიკოსები ისევე დაესევიან მასალებს, როგორც გრიფები მკვდარ ლეშს. წყარო: www.portal-credo.ru/site/?act=news&id=80391 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2084პასუხი -
შეკითხვა #2083 © ედუარდ გოლუბი
არაიაპონელის დაწერილ ერთ თანამედროვე ჰოკუში ფიგურირებს თეთრი ბრინჯი და მასზე მოსხმული სოიოს სოუსი. რომელი ძველი ბერძნული წარმოშობის სიტყვა წარმოადგენს ამ ჰოკუს სათაურს?
პასუხი: იეროგლიფი კომენტარი: ჰოკუ არაიაპონელის დაწერილია, შესაბამისად მისი სათაური არის არა „კანძი“, როგორც ამას იაპონიაში უწოდებენ, არამედ - იეროგლიფი. სოიოს სოუსით თეთრ ბრინჯზე იეროგლიფია გამოსახული. წყარო: full-house.ru/detail.php?id=21586 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2083პასუხი -
შეკითხვა #2082 © ვლადიმერ საიაპინი
ერთი ანიმე-სერიალის ყურებისას შეკითხვის ავტორმა, ვლადიმირ საიაპინმა უხეში გეოგრაფიული შეცდომა აღმოაჩინა და აღშფოთდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ გეოგრაფიული ობიექტი, რომლის მიმართაც იქნა დაშვებული შეცდომა.
პასუხი: კურილის კუნძულები კომენტარი: იაპონურ ანიმეში გეოგრაფიულ რუკაზე კურილის კუნძულები გამოსახული იყო იაპონიის შემადგენლობაში. წყარო: М/ф "Мёд и клевер" (24 серия). პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2082პასუხი -
შეკითხვა #2081 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ „ფინიქსის“ კალათბურთელების უხეირო თამაშზე საუბრისას ერთმა კომენტატორმა შენიშნა, რომ ამ თამაშში მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: მზის ლაქები კომენტარი: როგორც ცნობილია ფინიქსის საკალათბურთო გუნდს ჰქვია „Phoenix Suns“. წყარო: www.sports.ru/basketball/70929210.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2081პასუხი -
შეკითხვა #2080 © აიდან სოლდატოვი
გასული საუკუნის 60-იან წლებში ჯორჯ ჰარისონის მეგობარს ლამაზი ლეგენდა მოუყვნენ. ლეგენდაში ფიგურირებდა ლამაზმანი და უანგარო სიყვარული მის მიმართ. ყურადღება შეკითხვა: რა ერქვა ამ ლამაზმანს?
პასუხი: ლაილა კომენტარი: ჯორჯ ჰარისონის მეგობარი კი ერიკ კლეპტონი გახლდათ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Layla პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2080პასუხი -
შეკითხვა #2079 © ედუარდ გოლუბი
ჯარედ დაიმონდი თავის წიგნში მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ მიართვა ფრატერ ვისენტემ ინკების მმართველს, ატაჰუალპას ნივთი, რომელსაც მავანნი და მავანნი ევროპული ცივილიზაციის საძირკველს უწოდებენ. ატაჰუალპას არაფერი მსგავსი არ ენახა და მას შემდეგ, რაც ვერაფერი გაუგო მიწაზე დააგდო, რამაც კონკისტადორებს მასთან მტრობის ფორმალური მიზეზი გაუჩინა. ყურადღება შეკითხვა: რა მიართვა ფრატერ ვისენტემ ატაჰუალპას?
პასუხი: ბიბლია კომენტარი: წმინდა წიგნის დაბლა დაგდება კონკისტადორებმა შეურაცხყოფად მიიღეს და ინკებს ომი გამოუცხადეს. წყარო: Джаред Даймонд. Ружья, микробы и сталь: История человеческих сообществ. - М.: АСТ, 2009. - С 88. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2079პასუხი -
შეკითხვა #2078 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
ერთი ხუმრობის თანახმად კომიქსების პირველ ყაზახ სუპერგმირს, რომელიც საკუთარ ძალებს ერთი კონკრეტული საკვები პროდუქტისგან მოიპოვებს, უნდა ერქვას ასე. ყურადღება შეკითხვა: როგორ უნდა ერქვას მას?
პასუხი: აირანმენი კომენტარი: აირანი მომჟავო რძის პროდუქტია, რომელიც ყაზახეთშია გავრცელებული. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2078პასუხი -
შეკითხვა #2077 © მაქსიმ ვერზლიაკოვი
ეკონომიკის მიმართ ლიბერალური მიდგომის კრიტიკისას სიუზენ ჯორჯმა თქვა, რომ ის ყბაში მოხვდება ყველას, ვინც მას ბრმად ენდობა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ „ის“ ორი სიტყვით.
პასუხი: უხილავი ხელი კომენტარი: ადამ სმიტს ეკუთვნის ტერმინი „ბაზრის უხილავი ხელი“, რომლის თანახმადაც ერთეული პიროვნება ცდილობს რა საკუთარი გამორჩენის მაქსიმიზაციას, ამით საზოგადოების საკეთილდღეოდ მოქმედებს ბაზრის უხილავი ხელის საშუალებით. წყარო: Д.Г. Байрон. Дон-Жуан. Любое издание პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2077პასუხი -
შეკითხვა #2076 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
თქვენს წინაშეა ლუის კეროლის წიგნის გამოცემა ერთ-ერთ ენაზე. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ წიგნში თანდართული ილუსტრაციების ავტორი?პასუხი: ტუვე იანსონი კომენტარი: ეს არის თარგმანი ფინურ ენაზე. ტუვე იანსონი არამხოლოდ საკუთარ წიგნებს ასურათებდა, არამედ კეროლის, ტოლკიენის და ა.შ. ნაწარმოებებსაც. წყარო: fi.wikipedia.org/wiki/Liisan_seikkailut_ihmemaassa პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2076პასუხი -
შეკითხვა #2075 © იგორ პეტრი
982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ბრაზილიის და სსრკ-ს საფეხბურთო ნაკრებები, სადაც სსრკ-ს ნაკრები დამარცხდა მსაჯების მიკერძოებულობის გამო. ამასთან დაკავშირებით რუსი ჟურნალისტები წერდნენ, რომ მატჩის მთავარი არბიტრი „გახდა ლიდერი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „გახდა ლიდერი“?
პასუხი: შეიმოსა ყვითელი მაისურით კომენტარი: როგორც ცნობილია, ტურ-დე-ფრანსში ლიდერს აცვია ყვითელი მაისური. ჟურნალისტები გულისხმობდნენ, რომ მსაჯი იმდენად მიკერძოებული იყო, რომ მან ჩაიცვა ყვითელი მაისური (ბრაზილიელების ფორმა). წყარო:- Энциклопедия мирового футбола. История чемпионатов мира: Часть 3. – Севастополь, 1998. – С. 65.
- ru.wikipedia.org/wiki/%D0%96%D1%91%D0%BB%D1%82%D0%
პასუხი -
შეკითხვა #2074 © იგორ პიატოვი და იური კოლპაკოვი
სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ორგკომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოლიმპიადის არაოფიციალური სიმბოლო, გომბეშო ზოიჩი საპროტესტო პერსონაჟია (Протестный персонаж). საკუთარი აზრის გასამყარებლად მან ისტორიული მაგალითების გახსენება სცადა და კიდევ ერთი საპროტესტო პერსონაჟი დაასახელა. ყურადღება შეკითხვა: რომელი პერსონაჟი გაიხსენა მან?
პასუხი: ბაბა-იაგა კომენტარი: ორგკომიტეტის თავმჯდომარის სიტყვების თანახმად ზოიჩი, ისევე როგორც ბაბა-იაგა 1980 წლის ოლიმპიადაზე, შეიქმნა ფართო მასებში პროტესტის გამოსახატავად და ამ გზით ყურადღების მისაპყრობად. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2074პასუხი -
შეკითხვა #2073 © კონსტანინ სმოლი
ისტორიკოსი ჟიულ მიშლე ფრანსუა რაბლეს ნაწარმოებს, „გარგანტუა და პანტაგრუელს“ უწოდებს იქსს და წერს, რომ ეს ის იქსია, რომლის ყოველი ფოთლის ქვეშ მომავალი თაობებისთვის ნაყოფი იმალებაო. იქსი 1890 წელს ინგლისში გამოცემული ცნობილი წიგნის სათაურია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: ოქროს ტოტი კომენტარი: ჩათვლა: დედოფალი ვიქტორიას ექიმი
ჟიულ მიშლემ „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ოქროს ტოტს შეადარა, რომლის ყოველი ფოთლის ქვეშ მომავლის თაობებს ნაყოფი ელოდებათ. „ოქროს ტოტი“ ჯეიმს ფრეზერის ცნობილი წიგნის სათაურია. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - III ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2073პასუხი