რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 5
-
შეკითხვა #2042 © ალექსანდრა ბრუტერი
ერთი შეხედვით სერიოზულ გამოცემაში, კომპანია „ტომას კუკის“ მიერ გამოცემულ ქალაქ მილანის გზამკვლევში ვკითხულობთ: „ლა-სკალას“ თეატრში შესაძლებელია მხატვრის, ბირნამ ვუდის დეკორაციების ესკიზების ხილვა. ყურადღება შეკითხვა: რომელი სპექტაკლისთვისაა განკუთვნილი ეს დეკორაციები იმავე გზამკვლევის თანახმად?
პასუხი: მაკბეტი კომენტარი: გზამკვლევში მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა და ბირნამის ტყე მხატვარ „ბირნამ ვუდ“-ად აქციეს. სინამდვილეში ბირნამის ტყის დეკორაციებზე იყო საუბარი. წყარო: Роджерс Б., Роджерс С. Милан и итальянские озера. - М. Thomas Cook Publishing. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2042პასუხი -
შეკითხვა #2041 © მაქსიმ პოტაშევი
ერთი თანამედროვე მეცნიერი მიიჩნევს, რომ იმ ქვეყნებს რომელთაც წარსულში ბევრი კოლონია ჰქონდათ ახასიათებთ ჰიპერტროფირებული იქსი. ამის დასტურად მას მოჰყავს ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მაგალითი და დასძენს, რომ სამაგიეროდ ავსტრალიის და ბრაზილიის შემთხვევაში ჰიპერტროფია საერთოდ არ შეინიშნება. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა შეცვლილი იქსით?
პასუხი: დედაქალაქი კომენტარი: ვენა, ლონდონი და მოსკოვი ჰიპერტროფიულად დიდი ქალაქებია, ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით. ავსტრალიის და ბრაზილიის დედაქალაქები კი პირიქით - პატარაა. წყარო: geo.1september.ru/articlef.php?ID=200700311 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2041პასუხი -
შეკითხვა #2040 © ვახო ელერდაშვილი
ერთმა შთაგონებულმა დიზაინერმა შექმნა პოსტერი. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია პოსტერზე გამოსახულ გოგონას?პასუხი: ლუსი კომენტარი: დიზაინერი შთაგონებული იყო Beatles-ის სიმღერით „Lucy in the Sky with Diamonds ”. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2040პასუხი -
შეკითხვა #2039 © ანტონ ჩერნინი
სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში, რუს კომპოზიტორს, მოდესტ მუსორგსკის ჰოსპიტალში ხშირად აკითხავდნენ მეგობრები და ნათესავები. დაასახელეთ პროფესია ადამიანისა, რომელიც არ იყო მისი ნათესავი, თუმცა მომაკვდავ მუსორგსკისთან ყოველ დღე მიდიოდა და დიდხანს რჩებოდა მასთან?
პასუხი: მხატვარი კომენტარი: ეს იყო ილია რეპინი, რომელსაც ეკუთვნის მოდესტ მუსორგსკის ცნობილი პორტრეტი. პორტრეტს კი როგორც მოგეხსენებათ ერთ დღეში ვერ დახატავ. წყარო: Сергей Федякин "Модест Мусоргский", М., "Молодая гвардия", серия ЖЗЛ, 2009, стр. 553 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2039პასუხი -
შეკითხვა #2038 © ანტონ გუბანოვი
საიტზე www.resnichka.ru, ერთ-ერთ სტატიაში ციტირებულია მერილინ მონროს სიტყვები: „ჩვენ ქალებს მხოლოდ ორი იარაღი გვაქვს, თუმცა სამწუხაროდ ორივეს ერთდროულად გამოყენება არ შეგვიძლია“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორივე „იარაღი“, რომელიც მხედველობაში ჰქონდა მერილინ მონროს.
პასუხი: წამწამების ტუში და ცრემლები კომენტარი: ამ ორი იარაღიდან მეორის გამოყენება აზიანებს პირველს. წყარო: www.resnichka.ru/2011/01/24/lashes.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2038პასუხი -
შეკითხვა #2037 © მაქსიმ მერზლიაკოვი
ჯაზმენის კლიფორდ ბრაუნის მუსიკალურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია მამამისმა, რომელიც მოყვარული მუსიკოსი გახლდათ, თუმცა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ კლიფორდ ბრაუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი მხოლოდ ზედსართავი სახელით განსხვავდება XIX საუკუნის ცნობილი ნაწარმოების სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება კლიფორდ ბრაუნის ალბომს?
პასუხი: ეტიუდი ყავისფერ ტონებში კომენტარი: ჩათვლა: „ყავისფერი კვალი“. ზოგიერთ ქართულ თარგმანში მოთხრობას ეწოდება „ალისფერი კვალი“.
მამამისი წაუშერლოკჰოლმსებდა, თან ვიოლინოზეც უკრავდა. შესაბამისად შვილმა ალბომს „შერლოკჰოლმსური“ სათაური უწოდა. კონან-დოილის ნაწარმოებს ჰქვია „ეტიუდი ალისფერ ტონებში“ / „ალისფერი კვალი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2037პასუხი -
შეკითხვა #2036 © გენადი შმიდოვი
ჟოზე სარამაგოს რომანში „კაენი“, ადამის და ევას აღწერის დროს მთარგმნელს ხშირად რომ არ გამოეყენებინა ერთი სიტყვა, ის მისივე სინონიმით ჩაანაცვლა, რაც რომანის კონტექსტში ძალიან აბსურდულად ჟღერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სინონიმი.
პასუხი: დედიშობილა კომენტარი: სიტყვა „შიშველის“ ნაცვლად მთარგმნელმა დაწერა В чём мать родила, ანუ იგივე დედიშობილა. ადამს და ევას დედა არ ჰყავდათ, შესაბამისად მათი მისამართით ამ სიტყვის გამოყენება აბსურდულად ჟღერს, მიუხედავად იმისა, რომ დედიშობილა შიშველს ნიშნავს. წყარო:- ჟოზე სარამაგო, „კაენი“.
- www.flibusta.net/b/203988
პასუხი -
შეკითხვა #2035 © ვახო ელერდაშვილი
ყურადღება შეკითხვა: რომელი ფილმის პიქტოგრამული პოსტერია გამოსახული დარიგებელ მასალაზე?პასუხი: უსახელო ნაბიჭვრები კომენტარი: როგორც მოგეხსენებათ ფილმში ადოლფ ჰიტლერს კინოთეატრში წვავენ. პიქტოგრამაზე კი აალებული ჰიტლერია გამოსახული, რომელსაც ულვაშის მაგივრობას კინოლენტის ნაგლეჯი უწევს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2035პასუხი -
შეკითხვა #2034 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
„გალიის ომის ჩანაწერებში“ იულიუს კეისარი წერს, რომ გერმანელებთან ომის მოლოდინში ამას ყველაზე მშიშარა პატრიციები აკეთებდნენ. აგატა კრისტის პერსონაჟს კი მისი შეყვარებულის სრული სახელის გახსენება დასჭირდა, სანამ დაიწყებდა ამის კეთებას. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება შეკითხვაში „ამის კეთებაში“?
პასუხი: ანდერძის წერა კომენტარი: პატრიციებს ეშინოდათ, რომ მათ მოკლავდნენ, აგატა კრისტის პერსონაჟს კი სურდა მისი შეყვარებულისთვის თავისი ქონების დატოვება, რისთვისაც მას დასჭირდა მისი სრული სახელის გახსენება.
ჩათვლა: ანდერძის წერა, ანდერძის შედგენა, ანდერძის დატოვება წყარო:- Цезарь Гай Юлий. Записки о Галльской войне.
- Кристи А. Загадка Эндхауза.
პასუხი -
შეკითხვა #2033 © მიხეილ სეროპიანი
BBC-ის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ეწოდება „კუნძულები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე-19 საუკუნეში მოღვაწე პიროვნება, რომლის გვარსაც ფილმში ყველაზე ხშირად ახსენებენ.
პასუხი: დარვინი კომენტარი: საუბარია გალაპაგოსის კუნძულებზე, სადაც იმოგზაურა ჩარლზ დარვინმა გემი „ბიგლით“. წყარო: www.bbc.co.uk/programmes/b007938x პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2033პასუხი -
შეკითხვა #2032 © კონსტანტინე ნაუმენკო
ჟაკ-ლუი დავიდის უზარმაზარ ფერწერულ ტილოზე, „ნაპოლეონის კორონაცია“ ისეთი სკრუპულოზური დეტალიზაცია შეინიშნება, რომ კრიტიკოსმა, დენის ჰოლანდმა შენიშნა: ის შედგება დაახლოებით ასი იქსისგან. საინტერესოა ისიც, რომ თუ ტილოს კარგად დავაკვირდებით შეიძლება ვიპოვოთ ფენიქსიც. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით „იქსი“ და „ფენიქსი“?
პასუხი: პორტრეტი, ავტოპორტრეტი კომენტარი: ტილოზე მეორეხარისხოვანი პერსონაჟების სახეებიც კი სკრუპულოზური დეტალიზაციითაა შესრულებული, შესაბამისად ისინი შეიძლება პორტრეტებად ჩავთვალოთ. ჟაკ ლუი დავიდმა ტილოზე საკუთარი თავიც გამოსახა. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/The_Coronation_of_Napoleon
- Фильм «Окно в Лувр».
პასუხი -
შეკითხვა #2031 © მაქსიმ კარაჩუნი
ერთი თანამედროვე ხუმრობის თანახმად იქსის საბავშვო ვერსიაში წერია, რომ თოვლის პაპა არ არსებობს და რომ ბავშვები ყარყატებს არ მოყავთ. ყურადღება შეკითხვა: რომელი ხუთი ასოა გამოტოვებული შეკითხვაში?
პასუხი: ვიკილ კომენტარი: ეს არის ვიკილიქსის ბავშვებისათვის, რომელიც ყველა საიდუმლოს გათქვამს. წყარო: www.anekdot.ru/id/484261/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2031პასუხი -
შეკითხვა #2030 © კონსტანტინე ნაუმენკო
ისტორიას შემორჩა ამერიკული კომპანიის, „John Deere“-ის (ჯონ დიარის) ხელმძღვანელის, ჰარი ლოჯის სიტყვები: „კი მაგრამ, ჩვენ არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას“. ყურადღება შეკითხვა: ვინ იყო ამ სიტყვების ადრესატი?
პასუხი: ნიკიტა ხრუშჩოვი კომენტარი: კომპანია John Deere სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, ტრაქტორებს და კომბაინებს აწარმოებს. აშშ-ში ვიზიტის დროს, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა იხილა John Deere-ის პროდუქცია, პირობა დადო, რომ სსრკ „დაეწეოდა და გაუსწრებდა ამერიკას“, რაზედაც ჰარი ლოჯის პასუხი მიიღო. წყარო: lib.rus.ec/b/188225/read პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2030პასუხი -
შეკითხვა #2029 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთი სკანდინავიური ბალადის მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და აკეთებს ამას. ინტერნეტ-მომხმარებლის შეკითხვაზე, გაუკეთებია თუ არა ეს ოდესმე აშშ-ს რომელიმე პრეზიდენტს, პასუხი იყო უარყოფითი. ყურადღება შეკითხვა: რა იგულისხმება „ამის გაკეთებაში“?
პასუხი: თვითმკვლელობა კომენტარი: სკანდინავიური ბალადა კი ნაღვლიანი იყო და ფინალიც შესაბამისი აქვს: მთავარი გმირი ფეხის თითებით ჭიმავს მშვილდს და თავს იკლავს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2029პასუხი -
შეკითხვა #2028 © ანდრეი ეფიმცოვი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელიც ავტორმა დაასათაურა ორი სიტყვით. აღადგინეთ კარიკატურის სახელწოდება.პასუხი: ციფრული კამერა წყარო: caricatura.ru/art/korsun/url/parad/korsun/4236/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2028პასუხი