რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 6
-
შეკითხვა #2027 © ალექსანდრე კორობეინიკოვი
ზახარ პრილეპინის ნოველაში მთავარი პერსონაჟები ბაზრობას წრეს ურტყამენ, ამასთან ერთი სწრაფი ნაბიჯებით მიდის, მეორე კი კოჭლობ-კოჭლობით. მწერალმა საკუთარი პერსონაჟები შეადარა მათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: საათის ისრები წყარო: flibusta.net/b/133578/read პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2027პასუხი -
შეკითხვა #2026 © კონსტანტინ სმოლი
თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ფრიდრიხ ნიცშე წერს, რომ ძველ კერპებს ადვილად ამსხვრევს და სამაგიეროდ არ ქმნის ახლებს, ვინაიდან კერპებს აქვთ იქსები. იქსები წარმოადგენს 1996 წელს გამოცემული რომანის სათაურს, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ებრძვიან გოლემთა მეფეს. დაასახელეთ იქსები ორი სიტყვით.
პასუხი: თიხის ფეხები კომენტარი: „თიხის ფეხები“, ან „თიხის ტერფები“ (Feet of Clay) ტერი პრეტჩეტის ნაწარმოებია. გოლემი თიხისგან შექმნილი არსებაა. წყარო:- Ф. Ницше, «Ecce Homo», Минск, Харвест, 2003, стр. 334
- www.tatsel.ru/diskworld/
პასუხი -
შეკითხვა #2025 © კონსტანტინ სმოლი
ერთ ცნობილ ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი გულწრფელად აღიარებს, რომ ეს არ განუცდია არც მაშინ, როცა პიჩინი პარიზელთა სმენას იპყრობდა და არც მაშინ, როდესაც გლიუკის „იფიგენიის“ საწყისი აკორდები მოისმინა... თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმოების ფინალში მან მაინც განიცადა ეს... ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა განიცადა მან, დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: სალიერი კომენტარი: პუშკინის ტრაგედიაში „მოცარტი და სალიერი“ სალიერი გულწრფელად ამბობს, რომ მას არ შეშურებია არც პიჩინის და არც გლიუკის, თუმცა შეშურდა მოცარტის და ამის გამო მოწამლა იგი. წყარო: www.rvb.ru/pushkin/01text/05theatre/01theatre/0839 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2025პასუხი -
შეკითხვა #2024 © კონსტანტინ სმოლი
ვუდი ალენის ფილმში ირონიული კინოპერსონაჟი სვამს შეკითხვას ნეტა რამდენს იღებდა იქსი წიგნის თაროების გაკეთებაში? ჯონ სტეინბეკის პერსონაჟი კი ახსენებს იგრეკს, როდესაც ხედავს გაჩერებულ საათს. გაითვალისწინეთ, რომ იქსი და იგრეკი სეხნიები არიან და დაასახელეთ ორივე.
პასუხი: იესო ქრისტე და იესო ნავე კომენტარი: სახარებიდან ცნობილია, რომ იესო ქრისტე დურგალი იყო, იესუ ნავემ კი გააჩერა მზე, რის შემდეგაც დრო გაჩერდა. წყარო:- Фильм В. Аллена «Любовь и смерть»
- lib.ru/STEJNBEK/winter.txt
პასუხი -
შეკითხვა #2023 © ოლეგ ფეია
ერთ იუმორისტულ საიტზე ამ სურათის შესახებ დაწერეს, რომ მასზე გამოსახულ ლენინის ქანდაკებას ემუქრება იქსი. გაითვალისწინეთ, რომ იქსი დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა და დაასახელეთ იქსი.პასუხი: პაკ-მენი კომენტარი: მოედანს, სადაც დგას ძეგლი კომპიუტერული თამაშის, პაკ-მენის ფორმა აქვს, რომელიც საიტ lurkmore.ru-ს ინფორმაციით „ემუქრება მას შეჭმით“.
ჩათვლა: მიიღება ყველა პასუხი, სადაც ფიგურირებს „პაკ-მენი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2023პასუხი -
შეკითხვა #2022 © სერგეი დუბოლევიჩი
ერთ სპორტულ საინფორმაციო საიტზე 2010 წლის 25 ივნისს გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ეწერა, რომ კონტრაქტის თანახმად წითელი ქურთუკების და ბეისბოლის კეპების დაბრუნება უნდა მოხდეს სამრეწველო საწყობ №11/2-ში მათი ხელმეორედ გამოყენების მიზნით. ყურადღება შეკითხვა: რომელ დედაქალაქში მდებარეობს ეს სამრეწველო საწყობი?
პასუხი: ფხენიანში კომენტარი: ეს კონტრაქტი დაუდეს ჩინელ მსახიობებს, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მხარს უჭერდნენ ჩრდ. კორეის საფეხბურთო გუნდს. ამ კეპების და ქურთუკების ხელმეორედ გამოყენებას ჩრდ. კორეელები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გეგმავენ. წყარო: www.sports.ru/tribuna/blogs/sixflags/94103.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2022პასუხი -
შეკითხვა #2021 © ვახო ელერდაშვილი
თავის წიგნში ჯეიმს ფოლკელი ყვება ისტორიას, თუ როგორ გაემგზავრა დიპლომატიური მისიით ცნობილი ასტრონომის, ტიხო ბრაგეს ორი დიდგვაროვანი ბიძაშვილი მეზობელ ქვეყანაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბიძაშვილების გვარები.
პასუხი: როზენკრანცი და გილდესტერნი კომენტარი: ტიხო ბრაგე დანიელი იყო და შექსპირის თანამედროვე. ერთი ვერსიით ტიხო ბრაგეს ბიძაშვილების, ფრედერიკ როზენკრანცის და კნუდ გილდესტერნის გვარები გამოიყენა უილიამ შექსპირმა „ჰამლეტში“. წყარო:- en.wikipedia.org/wiki/Rosencrantz_and_Guildenstern
- Voelkel, James (1999). Johannes Kepler and the new astronomy. Oxford University Press, USA. pp. 53. ISBN 0-1951-5021-X.
პასუხი -
შეკითხვა #2020 © ელმირა ბუგაზოვა
გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორი წერს რომ ბენზინის ფასის განუწყვეტელი ზრდის გამო ავიაბილეთების ფასი აკეთებს ამას. ყურადღება შეკითხვა: რა აკეთებს ამას 1976 წელს გადაღებულ ფილმში?
პასუხი: ბოშათა ბანაკი (ტაბორი) კომენტარი: 1976 წელს ყოფილ საბჭოეთში გამოვიდა ემილ ლოტიანუს ფილმი „ბოშათა ბანაკი მიდის ცაში“ (Табор уходит в небо). თვითმფრინავის ბილეთების ფასიც „მიდის ცაში“ სტატიაში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2020პასუხი -
შეკითხვა #2019 © მიხაილ სავჩენკოვი
ჩაიწერეთ უზბეკური გამოცანა: ერთ სახლში ოთხი კარია. თითოეულ კართან სამი ქალწული დგას. თითოეულ ქალწულს სტუმრობს ოცდაათი ვაჟი. თითოეულ ვაჟს ხელში უჭირავს ხუთი თაიგული. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას აღნიშნავს თითოეული თაიგული.
პასუხი: ნამაზს (ლოცვას) კომენტარი: სახლი - არის წელიწადი, კარი - წელიწადის დრო, ქალწულები - თვეები, ვაჟები - დღეები. უზბეკეთის სახელმწიფო რელიგია ისლამია, სადაც დღეში ხუთჯერ ლოცულუბენ. წყარო: А. Журинский. Загадки народов Востока. М.: «ОГИ», 2007, стр. 216. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2019პასუხი -
შეკითხვა #2018 © ოლეგ ფეია
მას შემდეგ, რაც ბოროუდეილის გრაფიტის საბადო აღმოაჩინეს მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესა გრაფიტის მოპოვებაზე და გავრცელებაზე. ამის გამო ინგლისში გრაფიტის შოვნა ლეგალური გზებით თითქმის შეუძლებელი გახდა. ყურადღება შეკითხვა: რომელი ორსიტყვიანი სიტყვათშეთანხმება წარმოშვა ამ ფაქტმა ერთი ვერსიის თანახმად?
პასუხი: შავი ბაზარი კომენტარი: ადგილს სადაც ყიდდნენ გრაფიტს უწოდებდნენ „შავი ბაზარს“, გრაფიტის ფერის გამო. წყარო: лекция «Физика двумерных систем» на Физтехе. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2018პასუხი -
შეკითხვა #2017 © ვახო ელერდაშვილი
ამერიკელი მეცნიერი, ვინტ სერფი, ჟურნალ „ესკვაირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ორსიტყვიანი ტერმინი წმინდა წყლის დამთხვევაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორსიტყვიანი ტერმინი.
პასუხი: ვებ-სერფინგი კომენტარი: ვინტ სერფს „ინტერნეტის მამას“ უწოდებენ. ინტერნეტში საიტიდან საიტზე ძრომიალს „ვებ სერფინგი“ ჰქვია.
ჩათვლა: ინტერნეტ სერფინგი წყარო: esquire.ru/wil/vint-cerf პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2017პასუხი -
შეკითხვა #2016 © ვახო ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა ჯერემი მერსერის წიგნის გარეკანი, რომელიც მარსელის მკვიდრის ჰამიდა ჯანდუბის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: რა სიტყვაა წაშლილი წიგნის სათაურში?პასუხი: გილიოტინა კომენტარი: ჰამიდა ჯანდუბი უკანასკნელი ადამიანია საფრანგეთში, რომელიც გილიოტინაზე 1977 წელს სიკვდილით დასაჯეს. წიგნის გარეკანზე სიმბოლურად გილიოტინაა გამოსახული. წიგნს ჰქვია „როდესაც გილიოტინა ჩამოვარდა“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2016პასუხი -
შეკითხვა #2015 © ვახო ელერდაშვილი
გერმანიის ქალაქ ბუტენჰაიმში მდებარეობს სახლ-მუზეუმი, რომლის ფასადი ცისფრადაა შეღებილი. ყურადღება შეკითხვა: ვისი სახლ-მუზეუმია ეს?
პასუხი: ლევი სტროსის კომენტარი: ლევი სტროსი გადასახლდა ამერიკაში და სახელი ჯინსების წარმოებით გაითქვა. მისი სახლ-მუზეუმის ფასადი ბავარიაში, ქალაქ ბუტენჰაიმში ჯინსისფრადაა შეღებილი. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Buttenheim პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - II ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/2015პასუხი -
შეკითხვა #2014 © ალექსეი პოლევოი
ინგლისელი საბავშვო მწერლის, დიკ კინგ-სმიტის ზღაპარში თაგუნები ერთმანეთს თეთრ სარბენ ბილიკზე ბარიერების დაძლევაში ეჯიბრებიან, სადაც მათ დასაძლევი აქვთ 36 ბარიერი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რას წარმოადგენს თითოეული ბარიერი.
პასუხი: პიანინოს შავ კლავიშას კომენტარი: თაგუნები ერთმანეთს პიანინოს კლავიშებზე სირბილში ეჯიბრებიან.
ჩათვლა: ითვლება ყველა პასუხი, სადაც ფიგურირებს პიანინოს ან როიალის „შავი კლავიშები“. მხოლოდ „კლავიშები“ ან „პიანინოს (როიალის) კლავიშები“ არ მიიღება. წყარო:- Кинг-Смит Д. Мышонок по имени Вольф. – СПб. : «Азбука-классика», 2010. – с. 9-10
- en.wikipedia.org/wiki/Piano
პასუხი -
შეკითხვა #2013 © კონსტანტინე სმოლი
ჯონ დოს პასოსმა ზესახელმწიფოების მიერ გავლენის ტერიტორიების გადანაწილების პროცესი ბანქოს ქაღალდების არევას შეადარა, სადაც კოზირი არის იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქალაქი, რომლის საფეხბურთო კლუბის წევრებს ჰქვიათ მეიქსეები.
პასუხი: ბაქო კომენტარი: ჯონ დოს პასოსის აზრით კოზირი ამ ბანქოში არის ნავთობი, ზოგ სახელმწიფოს მისდის და ზოგს - არა. ბაქოს „ნეფთჩის“ ფეხბურთელებს „მენავთობეებს“ უწოდებენ. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Нефтчи_(футбольный_клуб,_Бак
- Д. Дос Пассос, «1919», М., АСТ, 2005, стр. 233.
პასუხი