რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 42
-
1922 წლის 14 ნოემბერს ერთმა ცნობილმა ადამიანმა ლონდონში გააგზავნა დეპეშა, რომელშიც სულ 1 სიტყვა - „ევრიკა“ - ეწერა. არ გეკითხებით ცნობილ ადამიანს, დაასახელეთ ქვეყანა, საიდანა მან გააგზავნა დეპეშა.
პასუხი: ეგვიპტე კომენტარი: ეს იყო ჰოვარდ კარტერი და იგი ამით იუწყებოდა, რომ იპოვა ტუტანხამონის აკლდამა. წყარო: "Проклятие фараонов", 10.06.2009, Россия პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1487პასუხი -
შეკითხვა #1486 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ 1970-იან წლებში გამოჩნდა ფილმები „ყბები“ და „ეგზორცისტი“, რომლებსაც სტატიის ავტორმა ბლოკბასტერების ეპოქის იქსები უწოდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად იქსი 1970-იან წლებში შექმნილი ფილმია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: პირველი მერცხალი კომენტარი: “ყბები” და “ეგზორცისტი” ერთ-ერთი პირველი ბლოკბასტერები იყო. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1486პასუხი -
ერთხელ შვედური ტელევიზიის დირექციამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დიქტორებს ულვაშებისა და წვერის ტარება აეკრძალათ. დაასახელეთ ამის მიზეზი.
პასუხი: ყრუ მაყურებელი კომენტარი: ისინი პირის მოძრაობას ვეღარ არჩევდნენ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1485პასუხი -
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰენრიხ ლუბკემ, ოფიციალური ვიზიტის დროს ამ ძალზედ ცნობილ ადამიანს პირად, ანუ საოჯახო ცხოვრებაში ბედნიერება უსურვა და შედეგად თავი დასაცინი გაიხადა. დაასახელეთ თუ ვის ხვდებოდა ლუბსკე?
პასუხი: რომის პაპს პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1484პასუხი -
ამ ქვას ძველი ჩინელები მოსიყვარულეს უწოდებდნენ. რა სახელით ვიცნობთ ჩვენ ამ ქვას?
პასუხი: მაგნიტი (ბუნებრივი მაგნიტი) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1483პასუხი -
თავის ნაწერებში მარკო პოლო ახსენებს ზეთს, რომელიც კი არ უნდა შეჭამო, არამედ უნდა დაწვა. გვითხარით, თუ რას აღწერს ასე მარკო პოლო.
პასუხი: ნავთობს პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1482პასუხი -
როდესაც ის დაბლაა - წითელია, როდესაც მაღლაა - თითქმის თეთრია, სინამდვილეში კი ის პრაქტიკულად მთლიანად შავია. დაასახელეთ ის.
პასუხი: მზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1481პასუხი -
ეკვადორი, კოლუმბია, ინდონეზია, სომალი, კენია, ბრაზილია, კონგო, ზაირი. გვითხარით თუ რა აერთიანებთ ამ გეოგრაფიულ ობიექტებს?
პასუხი: ეკვატორი კომენტარი: ყველა მათგანზე გადის ეკვატორი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1480პასუხი -
1938 წლის 10 სექტემბერს ჰოლივუდში თითქმის ყველა ძველი დეკორაცია დაიწვა. დაასახელეთ ამის მიზეზი აბსოლუტურად ზუსტად.
პასუხი: იღებდნენ ფილმს „ქარწაღებულნი“ კომენტარი: „ხანძარი ატლანტაში“ სწორედ ამ ფილმის სცენაა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1479პასუხი -
ის შედგება წყლისგან, რომელიც საკმარისია ორი პერანგის გასარეცხად. რკინისგან, რომელიც საკმარისია ერთი ლურსმნის დასამზადებლად. თმისგან, რომლითად გამოვა ერთი პარიკი. აგრეთვე სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებიბისგან, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ერთი რწყილი მოკლას. დაასახელეთ ის.
პასუხი: ადამიანი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1478პასუხი -
650 წელს ჩინეთის იმპერატორის ბრძანებით გამოიცა მაღალპოლიგრაფიული ხარისხიანი პროდუქცია სახელად პაო-ცზაო. თითო ერთეული 10000 იუანი ღირდა. მაშ რა იყო ეს?
პასუხი: ქაღალდის ფული პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1477პასუხი -
ამ ქვეყანას ჰყავს ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის - ორი ოფიცერი და 60 რიგითი. დაასახელეთ ეს სახელმწიფო.
პასუხი: მონაკო კომენტარი: ეს სასულე ორკესტრია. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1476პასუხი -
ძველ აღმოსავლეთში თვლიდნენ, რომ ეს გადამდებია. ეგვიპტეში ამას ქოქოსის რძითა და თაფლით მკურნალობდნენ. ჩინეთში, კორეასა და ვიეტნამში ყველას, ვინც ასეთი იყო, ეკრძალებოდა მათ გვერდზე ყოფნა, ვინც ასეთი არ იყო. სალვადორ დალი თვლიდა, რომ ასეთი ადამიანის თვალები უფრო ეფექტური ჩანს. როგორ ადამიანებზეა საუბარი?
პასუხი: მელოტებზე წყარო: "СПИД-инфо", 2003, N 14 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1475პასუხი -
ცხენებს იშვიათად ემართებად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ინგლისელმა ვეტერინარმა ს.ლიტლჯონმა ეს იმით ახსნა, რომ ცხენები ვეგეტარიანულ დიეტას იცავენ, ბევრს მოძრაობენ და .აშ. რა დაასახელ მან პირველ და მეორე მიზეზებად?
პასუხი: ცხენები არ ეწევიან და არ სვამენ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1474პასუხი -
1890 წელს იაპონიიდან რუსეთში შემოიტანეს მოხუცი ფუკურუმას ფიგურები. იქ ამ ფიგურებმა ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ ახლა მათ სუფთა რუსულ სათამაშოდ თვლიან. რას უწოდებენ ახლა ამ ფიგურებს?
პასუხი: მატრიოშკებს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1473პასუხი