რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 43
-
ამერიკელმა ბიოლოგებმა როჯერ და დებოტა ფოუტსებმა ასწავლე შიმპანზეს ჟესტების ენა. შიმპანზე შედარებით რთულ ცნებებს რამდენიმე ჟესტის ერთობლიობით გამოხატავს. რა საგანს აღნიშნავს მის ენაზე სიტყვები „გაღება, „ჭამა“, „დახურვა“?
პასუხი: მაცივარს პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1472პასუხი -
ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთმა სამოდელო სახლმა მამაკაცებში გამოკითხვა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა: თქვენი აზრით, როგორ უნდა იცვამდეს ქალი ოფიციალური საღამოსთვის? საუკეთესოდ აღიარეს პასუხი, რომელიც ერთი სიტყვისგან შედგებოდა. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ეს სიტყვა.
პასუხი: სწრაფად წყარო: Знание - сила, 1983, N6. - С. 33. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1471პასუხი -
დასასრულს კი შეეცადეთ გამოიცნოთ ძველი რუსული გამოცანა: „მრგვალია, კუზიანია, გარშემო ბალნიანია, თუკი მოვა ბედი ავი, მისგან წარმოსდგება წყალი“. მაშ დაასახელეთ ის.
პასუხი: თვალი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1470პასუხი -
ჰიუგომ თქვა, რომ ისტორიას ეს არ გააჩნია. ეს ნივთი ყველა ჩვენგანს გამოუყენებია და მის ვირტუალურ სახეობასაც ხშირად ვხმარობთ. რა ნივთზეა საუბარი?
პასუხი: ნაგვის ყუთი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1469პასუხი -
ერთხელ, კომპანია „სონის“ ერთერთი წამყვანი ინსტრუქტორი გვარად მარიტა სახლში ძალიან დაღლილი დაბრუნდა და დასვენება მოისურვა, თუმცა მისი შვილები მუსიკას უსმენდნენ. შეკითხვა: გვითხარით რა გამოიგონა მარიტამ ამის შემდეგ?
პასუხი: პლეიერი (ვოქმენი) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1468პასუხი -
როდესაც ბოტკინს ჰკითხეს, თუ როგორი სახის ვარჯიშებია საუკეთესო წონის დაკლებისათვის, მან უპასუხა: თავის შემობრუნება მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. გვითხარით, თუ რა ვითარებაშია ეს ვარჯიში ყველაზე ეფექტური?
პასუხი: როდესაც საჭმელს გთავაზობენ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1467პასუხი -
იაპონიაში, რომელიც ცნობილია თავისი ზნე - ჩვეულებებიტ, არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი: არ შეიძლება გოგონა ერთსა და იმავე ტანისამოსში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში გამოჩნდეს სამსახურში. დაასახელეთ ამის მიზეზი.
პასუხი: რათა ხალხმა არ იფიქროს, რომ მას ღამე სახლში არ გაუთევია პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1466პასუხი -
1995 წელს ერთმა ცნობილმა კომპანიამ სარეკლამო კამპანია წამოიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა წყალქვეშა ნავის მეშვეობით განახორციელა სიღრმეში ჩაშვება იმაში დასარწმუნებლად, რომ დახურულ, უფანჯრო სივრცეში ცხოვრება ძალიან ძნელია. დაასახელეთ მაქსიმალურად ზუსტად, თუ რისი რეკლამა იყო ეს.
პასუხი: Windows 95 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1465პასუხი -
შუა საუკუნეების ინგლისში მოგზაურობა იმდენად სახიფათო იყო, რომ მეურმეები და მეეტლეები ყოველ შემხვედრს პოტენციურ ყაჩაღდ აღიქვამდნენ და იძულებულები იყვნენ ცალ ხელში მუდმივად სჭეროდათ იარაღი. შეიძლება ითქვას, რომ ამის შედეგს დღესაც ვხედავთ. რა შედეგზეა საუბარი?
პასუხი: ინგლისში ტრანსპორტი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობს. კომენტარი: ხმალი მარჯვენა ხელში ეჭირათ, შესაბამისად მარცხენა მხარეს მოძრაობდნენ, რათა შემხვედრი ყაჩაღისგან თავი დაეცვათ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1464პასუხი -
1995 წლის ზაფხულში ბრიტანეთის საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ყველა სტანდარტული ნათურა ჩაანავცლეს ცისფერი ნათურებით. ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის შეუძლებელი გამხდარიყო გარკვეული ქმედების ჩადენა. ნათურებმა გაამართლა, თუმცა ეს ადამიანები საშინლად უკმაყოფილოები იყვნენ სიახლით. ადამიანთა რა ჯგუფზეა საუბარი?
პასუხი: ნარკომანებზე კომენტარი: ცისფერ განათებაში ისინი ვენებს ვერ პოულობდნენ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1463პასუხი -
ტალეირანი ამბობდა, რომ ეს ღამესავით შავი, ცოდვასავით ტკბილი, სიყვარულივით ცხელი და წყევლასავით მაგარი უნდა იყოს. რაზე საუბრობდა ამგვარად ტალეირანი?
პასუხი: ყავაზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1462პასუხი -
სიტყვა „ტინ-ლიალიატ“ ჩუკოტკურ ენაზე, პირდაპირ თარგმანში, ნიშნავს ყინულოვან თვალებს. რას უწოდებენ ჩუქჩები ტინ-ლიალიატს?
პასუხი: სათვალეს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1461პასუხი -
მაასტრიხტის უნივერსიტეტის კლინიკის საოპერაციოში დამაგრებულია სპეციალური ელექტრონული სასწორი, რომელსაც ოპერაციის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ იყენებენ. რას წონიან ამ სასწორზე?
პასუხი: ქირურგიულ იარაღებს. კომენტარი: იმაში დასარწმუნებლად, რომ იარაღი პაციენტში არ „ჩარჩენიათ“. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1460პასუხი -
1545 წელს ჩაძირული გალეონზე, „მერი-როუზზე“ აღმოაჩინეს გემის ექიმის კაიუტა, რომელშიც კოლბები, წამლის ბოთლები და ერთი დიდი ჩაქუჩი იპოვეს. რისთვის იყო განკუთვნილი ჩაქუჩი?
პასუხი: ანესთეზიისთვის პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1459პასუხი -
აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, კაცი რომელსაც ჰყავდა თუნდაც ათი შვილი, მაინც შეიძლებოდა უშვილოდ ჩათვლილიყო. რა შემთხვევაში ხდებოდა ეს?
პასუხი: თუკი ყველა შვილი მდედრობითი სქესის იქნებოდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - VI ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1458პასუხი