რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 39
-
შეკითხვა #1532 © გლებ გარაშუკი
ევროვიზიის 2010 წლის კონკურსში ლენა ლანდრუტ-მაიერმა გაიმარჯვა. ამასთან დაკავშირებით სკეპტიკოსებმა დაასკვნეს, რომ ამაში მომღერალს მისი მფარველი დაეხმარა. სკეპტიკოსთა დასკვნაში გამოტოვებულია ერთი სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვა.
პასუხი: ანგელოზი კომენტარი: ლენა ლანდრუტ-მაიერი გერმანელია, შესაბამისად სკეპტიკოსებმა იეჭვეს რომ მას გამარჯვებაში მისი „მფარველი ანგელოზი“, ანგელა მერკელი დაეხმარა. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1532პასუხი -
შეკითხვა #1531 © ნინა სემუშინა
ერთი თანამედროვე რუსი პოეტის ლექსში არის შემდეგი ტაეპი: „Я Вышел за презервативом.“ ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ავტორი ცნობილი ფრაზისა, რომელიც ლექსში წინ უსწრებს ზემოხსენებულ ტაეპს.
პასუხი: ალექსანდრე ბლოკი კომენტარი: ასე გააგრძელა ამონარიდი - Ночь, улица, фонарь, аптека - ალექსანდრე ბლოკის ლექსიდან თანამედროვე პოეტმა. წყარო: www.litsovet.ru/index.php/material.read?material_i პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1531პასუხი -
შეკითხვა #1530 © ნიკოლაი კრაპილი
ჰენრი ლაიონ ოლდი თავის ერთ-ერთ რომანში მოგვითხრობს ვიწრო კორიდორში გამართული ჩხუბის შესახებ. ინციდენტის აღწერისას იგი მოიხსენიებს „თბილ კარიბჭეს“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ „თბილი კარიბჭე“ ერთი სიტყვით.
პასუხი: თერმოპილე კომენტარი: ვიწრო კორიდორი ავტორმა თერმოპილეს ხეობას შეადარა, რომელსაც 300 სპარტელი იცავდა. „თერმოპილე“ ძველ ბერძნულად „თბილ კარიბჭეს“ ნიშნავს. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1530პასუხი -
შეკითხვა #1529 © ანა ბონდარენკო
ერთ იუმორისტულ მინიატურაში კუ გადაწყვეტს დაეზღვიოს და საამისოდ შეადგენს სადაზღვევო შემთხვევების სიას. მაგალითისთვის ამ სიაში არის „არწივის თავდასხმა“, „ზურგზე ამოყირავება“ და ა.შ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იტალიელი, რომელიც ასევე ფიგურირებს ამ სიაში.
პასუხი: სუპერ მარიო კომენტარი: საუბარია კომპიუტერულ თამაშზე, სადაც სუპერ მარიო, იტალიელი სანტექნიკოსი კლავს კუებს ახტება რა მათ ბაკანზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1529პასუხი -
შეკითხვა #1528 © ვახტანგ ელერდაშვილი
დუგლას ჰოფშტადტერი წერს, რომ ჩარლზის გამოგონებას, მანამდე შექმნილი ყველა სხვა მანქანისგან განსხვავებით, უნდა ჰქონოდა საწყობი და ფაბრიკა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული ჩარლზის გვარი.
პასუხი: ბებიჯი კომენტარი: ჩარლზ ბებიჯი არის პირველი გამომთვლელი მანქანის, ე.წ. „ანალიტიკური მანქანის“ იდეის ავტორი, რომელსაც მისი ჩანაფიქრით უნდა ჰქონოდა საწყობი (მეხსიერება) და ფაბრიკა (პროცესორი). წყარო: დუგლას ჰოფშტადტერი, „გიოდელი, ეშერი, ბახი“; ქვეთავი: „ბებიჯი, კომპიუტერები, ხელოვნური ინტელექტი“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1528პასუხი -
შეკითხვა #1527 © ანდრეი სმეტანინი
ნორვეგიის საავტომობილო გზებზე განლაგებული ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი ერთი ტიპისაა: ტრადიციულ წითელზოლიან სამკუთხედში თეთრ ფონზე გამოსახულია შავი ფიგურები: ირმის, ხარირმის, ცხენოსნის, მოთხილამურის და ა.შ. არსებობს მხოლოდ ერთი გამონაკლისი, სადაც გამოყენებულია შავი ფონი, ფიგურა კი თეთრია. ყურადღება შეკითხვა: რას განასახიერებს ფიგურა?
პასუხი: თეთრ დათვს კომენტარი: თეთრ ფონზე თეთრი დათვის გამოსახვა ძნელია. თეთრი დათვები ნორვეგიაშიც ბინადრობენ. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Road_signs_in_Norway პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1527პასუხი -
შეკითხვა #1526 © ვახტანგ ელერდაშვილი
მიუხედავად ჰომოსექსუალიზმისა ამ მწერლის თაყვანისმცემლები მასში მაინც „ნამდვილ მამაკაცს“ ხედავენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერალი.
პასუხი: ტრუმენ კაპოტე კომენტარი: ისინი მის სახელს და გვარს წერენ როგორც True Man Capote წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1526პასუხი -
შეკითხვა #1525 © ვახტანგ ელერდაშვილი
ერთი ამერიკელი იუმორისტის თანახმად, რა ეწოდება უალკოჰოლო სასმელს, რომელსაც კორპორაცია „კრაისლერის“ მუშები სვამენ ლანჩის დროს?
პასუხი: იაკოკა-კოლა კომენტარი: ლი იაკოკა „კრაისლერის“ CEO იყო მრავალი წლის განმავლობაში. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1525პასუხი -
შეკითხვა #1524 © ნიკოლაი კრაპილი
თქვენს წინაშეა ერთი ორგანიზაციის ლოგოტიპი. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ორგანიზაციას?პასუხი: ვიკილიქსი კომენტარი: როგორც ხედავთ წარმოდგენილ წყლის საათზე დედამიწიდან იჟონება წვეთები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციის სიმბოლოა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Wikileaks პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1524პასუხი -
შეკითხვა #1523 © ვახტანგ ელერდაშვილი
კოსმოსური პროგრამა „აპოლო 11“-ის ემბლემაზე გამოსახულია ფრინველი, რომელსაც კლანჭებში ზეთის ხილის რტო ჩაუბღუჯავს და ნარნარით ეშვება მთვარის ზედაპირზე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრინველი.
პასუხი: თეთრთავა არწივი კომენტარი: თეთრთავა არწივი აშშ-ს ოფიციალური სიმბოლოა. მტრედი და ბიბლიური სიმბოლიკა არაფერ შუაშია. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Apollo_11 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1523პასუხი -
შეკითხვა #1522 © ვახტანგ ელერდაშვილი
ქალაქ ლინცში ხეტიალისას შეკითხვის ავტორი წააწყდა ბილბორდს, რომელზედაც გამოსახული იყო ცნობილი ადამიანი სურათი. სურათის ქვეშ კი მიწერილი იყო ოთხი სიმბოლო: „1st1”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ადამიანი.
პასუხი: ალბერტ აინშტაინი კომენტარი: 1st1 გერმანულ წაკითხვაში გვაძლევს einstein-ს. ლინცი გერმანულენოვანი ქალაქია ავსტრიაში. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1522პასუხი -
შეკითხვა #1521 © ვალერი ლეონჩენკი
რობერტ პირი და ფრედერიკ კუკი აკეთებდნენ ამას მიზანმიმართულად და შეგნებულად. აი, რუალ ამუნდსენი და რობერტ სკოტი კი ამას აკეთებდნენ იძულებით, მაშინ როცა არ გააჩნდათ სხვა ალტერნატივა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცნობილი მულტპერსონაჟი, რომელიც ასევე აპირებდა გაეკეთებინა ეს.
პასუხი: ტაბაკი კომენტარი: ტურას, სახელად ტაბაკის, კიპლინგის ნაწარმოების ეკრანიზებულ მულტფილმში უნდოდა წასულიყო ჩრდილოეთით, ისევე როგორც ამას რობერტ პირი და ფრედერიკ კუკი აკეთებდნენ. ამუნდსენი და სკოტი კი მიდიოდნენ სამხრეთით და ისინი ჩრდილოეთით მოძრაობდნენ მაშინ, როცა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდათ. წყარო: ru.wikiquote.org/wiki/Маугли_(мультфильм) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1521პასუხი -
შეკითხვა #1520 © ივან სემუშინი
თავის რომანში „იქსი, ანუ ველური ცხოვრება“ მიშელ ტურნიე წერს, რომ სიტყვა „იქსი“ თანამედროვე ფრანგულში მომდინარეობს ქალღმერთ ვენერასგან, ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ მთავარ პერსონაჟს იქსი ზღვის ტალღებიდან გამოეცხადა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და მთავარი პერსონაჟიც.
პასუხი: პარასკევა, რობიზონ კრუზო კომენტარი: პარასკევი ფრანგულად არის Vendredi და მომდინარეობს ქალღმერთი ვენერასგან, რომელიც ზღვის ქაფიდან იშვა. წყარო: მიშელ ტურნიე, „პარასკევა, ანუ ველური ცხოვრება“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1520პასუხი -
შეკითხვა #1519 © იური ჩეხოვიჩი
1997 წელს ცნობილი ნაწარმოების შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პლანეტა ვენერაზე ცხრა ახლად აღმოჩენილ კრატერს ზემოხსენებული ნაწარმოების პერსონაჟების სახელები უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ცხრიდან ერთ-ერთის სახელი მაინც.
პასუხი: გიულჩატაი კომენტარი: საუბარია ფილმზე „უდაბნოს თეთრი მზე“, რომელსაც რუსი კოსმონავტები უყურებენ გაფრენის წინ. კრატერებს აბდულას ცოლების სახელები უწოდეს.
ჩათვლა: ზარინა, ჯამილა, გიუზელ, საიდა, ჰაფიზა, ზუხრა, ლეილა, ზულფია წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Белое_солнце_пустыни პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1519პასუხი -
შეკითხვა #1518 © ალექსეი შერედეგა
ინგლისელმა მწერალმა სტივენ ფრაიმ ინგლისელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის შესახებ იხუმრა, რომ მას აქვს სულ ორი სტილი, ამათგან პირველი ცოცხალი და ბუნებრივია, მეორე კი ცივი და გულგრილი. ყურადღება შეკითხვა: რას შეადარა სტივენ ფრაიმ დევიდ ჰოკნის პირველი სტილი და რას - მეორე?
პასუხი: ჰოკეის ბალახზე და ჰოკეის ყინულზე კომენტარი: ჰოკეი ჰოკნის თანაჟღერადია. წყარო: სტივენ ფრაი, „მატყუარა“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1518პასუხი