რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 40
-
შეკითხვა #1517 © ალექსეი შერედეგა
მარქსი ამბობდა: „ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენეთ ადამიანის ინტერესები და მოგებაში დარჩებით“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ტომასის გვარი, რომელიც მარქსმა 1894 წელს გაიცნო.
პასუხი: სპენსერი კომენტარი: საუბარია არა კარლ მარქსზე არამედ მაღაზიების ქსელის, მარქსი და სპენსერის შემქმნელებზე, მაიკლ მარქსზე და ტომას სპენსერზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1517პასუხი -
შეკითხვა #1516 © სერგეი ლობაჩოვი
რამდენ ფერს განარჩევს რობოტი სახელწოდებით RuBot II შეკითხვის ავტორმა არ იცის. შესაძლოა ექვსს ან მეტს, თუმცა ამ რობოტს შეუძლია კონკრეტული ამოცანის შესრულება 18,2 წამში. ყურადღება შეკითხვა: რას აკეთებს ეს რობოტი 18,2 წამში?
პასუხი: აწყობს რუბიკის კუბს კომენტარი: სახელწოდებაც კი რობოტმა რუბიკის საპატივსაცემოდ მიიღო. წყარო: laughingsquid.com/rubot-ii-the-worlds-fastest-rubi პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1516პასუხი -
შეკითხვა #1515 © ტატიანა ვოლკოვა
ერთი ხუმრობის თანახმად ჭეშმარიტმა ფიზიკოსმა, ან ქიმიკოსმა შვედურად უნდა იცოდეს მხოლოდ ეს სიტყვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სიტყვა ქართულად.
პასუხი: მადლობა კომენტარი: შვედეთში გადასცემენ ნობელის პრებიას ფიზიკაში და ქიმიაში. წყარო: shelkmike.livejournal.com/6240.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1515პასუხი -
შეკითხვა #1514 © ივან სემუშინი
მარსელ პრუსტის რომანის მთავარი პერსონაჟი თვლის, რომ სიამოვნება, რომელსაც ვიღებთ საყვარელ ადამიანთან ყოფნისას მჟღავნდება არა უშუალოდ ურთიერთობის მომენტში, არამედ განმარტოების ჟამს, ძილის წინ. ყურადღება შეკითხვა: რას ადარებს პრუსტი შეგრძნებებს, რომელიც ადამიანს უშუალოდ ურთიერთობის მომენტში უჩნდება?
პასუხი: ნეგატივებს კომენტარი: შემდეგ სიბნელეში განმარტოებით ამ ნეგატივებს (შეგრძნებებს) ვამჟღავნებთ და ვღებულობთ პოზიტივებს, ანუ ნამდვილ სურათს. წყარო: მარსელ პრუსტი, „შეღერებული გოგონების ჩრდილქვეშ“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1514პასუხი -
შეკითხვა #1513 © ნინა სემუშინა
რომენ გარის რომანის მთავარი პერსონაჟი მხატვარია და რელიგიური თემატიკის სურათების შექმნითაა დაკავებული. მას სურს აშშ-ში გაემგზავროს, ვინაიდან ყურმოკვრით სმენია ახალი მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ მიმდინარეობას?
პასუხი: Pop-Art კომენტარი: მთავარი პერსონაჟს აერია და პოპ-არტი პოუპ-არტად აღიქვა. Pope ინგლისურად რომის პაპს ჰქვია. ჩათვლა: Pope-Art წყარო: რომენ გარი, „მშვიდობით გარი კუპერ“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1513პასუხი -
შეკითხვა #1512 © მიხაილ მელნიკოვი
მოცემულ სურათზე თქვენ ხედავთ ქალთევზას ქანდაკებას, რომელიც ბალტიის ზღვაში ჩაძირული ჯავშნოსნის საპატივსაცემოდ დაიდგა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა არის შეცვლილი ამ შეკითხვაში?პასუხი: მოცემული სურათი კომენტარი: საუბარია ქალთევზას ქანდაკებაზე ტალინში და არა კოპენჰაგენში მდებარე ძეგლზე, შესაბამისად სურათზე უნდა ყოფილიყო გამოსახული სხვა ძეგლი, ანუ შეკითხვაში შეცვლილია მოცემული სურათი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Русалка_(броненосец) პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1512პასუხი -
შეკითხვა #1511 © ანდრეი ოსტროვსკი
დიდი ბრიტანეთის ამ ქალაქს ჰქვია ისევე, როგორც ქალაქ ვორონეჟში მდებარე ოპტიკურ სალონს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ბრიტანეთის ზემოხსენებული ქალაქი.
პასუხი: გლაზგო კომენტარი: глаз - რუსულად თვალია. წყარო: gid.allvrn.ru/rubric/firm/id/15659/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1511პასუხი -
შეკითხვა #1510 © ანდრეი სმეტანინი
როდესაც ფრენკ ბაუმის ნაწარმოების პერსონაჟს ჰკითხეს, რატომ დაარქვა კატას ეს უცნაური სახელი, მან უპასუხა რომ კატა იპოვა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კატის სახელი.
პასუხი: ევრიკა კომენტარი: „ევრიკა“ თარგმანში ნიშნავს „ვიპოვე“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1510პასუხი -
შეკითხვა #1509 © გრიგორი პაპაიანოვი
ერთხელ პოეტი ანდრეი ვოზნესენსკი მწერალ ვასილი აქსიონოვთან პირად საუბარში არ დაეთანხმა აზრს, რომლის თანახმადაც მთელი რუსული ლიტერატურა გოგოლის „შინელიდან“ გამოვიდა. ვოზნესენსკიმ ამის საპირისპიროდ აქსიონოვს უთხრა: „მე გამოვედი მარჯვენადან, შენ კი - მარცხენადან“. ყურადღება შეკითხვა: მარჯვენა და მარცხენა რას გულისხმობდა რუსი პოეტი?
პასუხი: ცხვირის ნესტო კომენტარი: ვოზნესენსკის აზრით მთელი რუსული ლიტერატურა გამოვიდა არა „შინელიდან“, არამედ გოგოლის მეორე ნაწარმოებიდან „ცხვირიდან“. წყარო: Василий Аксёнов: Я московский эмигрант. – "Российская газета" - Черноземье N 3890 от 4 октября 2005 г. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1509პასუხი -
შეკითხვა #1508 © ანდრეი უშაკოვი
თუ სანდო წყაროებს ვენდობით, მე-14 საუკუნის ინგლისში არისტოკრატები წერილებზე გამოსახავდნენ იქსს, რათა გაეფრთხილებინათ კურიერები თუ რა ელოდათ მათ წერილის დაკარგვის შემთხვევაში. იქსი ფიგურირებს მე-19 საუკუნეში შექმნილი ქართული ნაწარმოების სათაურში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: სახრჩობელა კომენტარი: მოთხრობა „სახრჩობელაზედ“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Виселица_(почта)
- lemill.net/lemill-server/methods/10d810da10d810d0-
- Соркин Е.Б. Гонец скачет по полям.- М., 1977. – С. 128
პასუხი -
შეკითხვა #1507 © დმიტრი რუტშტეინი
სერიალ „ვარსკვლავური კარიბჭის“ სიუჟეტი ჩვენს დროში ვითარდება. მისი პერსონაჟია საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსი, როდნი მაკკეი, რომლის კომპიუტერზეც პაროლი ასე გამოიყურება: „164318791968“ (ათას-ექვსას-ორმოცდა-სამი, ათას-რვაას-სამოცდაცხრამეტი, ათას-ცხრაას-სამოცდარვა). ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი მეცნიერია ჩაშიფრული ამ პაროლში?
პასუხი: ნიუტონი, აინშტაინი, მაკკეი კომენტარი: ტყუილად არ იყო ნათქვამი, რომ მაკკეი საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული და ამბიციური ფიზიკოსია, მასში ნიუტონის, აინშტაინის და თავად მაკკეის დაბადების წლებია ჩაშიფრული. წყარო: სერიალი „ვარსკვლავური კარიბჭე: ატლანტიდა“. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1507პასუხი -
შეკითხვა #1506 © ანდრეი გრამატიკი
წიგნში „მესამე რაიხის აღმასვლა და დაცემა“ უილიამ შირერი წერს: „ჰიტლერი შეპყრობილი იყო ამ ორი ქალაქის დაპყრობის იდეით, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ თუკი დაეცემოდა კომუნიზმის ეს ორი ბურჯი, მაშინ დაეცემოდა რუსეთიც“ ყურადღება შეკითხვა: რომელ ორ ქალაქს უწოდებდა ადოლფ ჰიტლერი კომუნიზმის ორ ბურჯს?
პასუხი: ლენინგრადს და სტალინგრადს კომენტარი: კომუნიზმის ორი ბურჯი ლენინი და სტალინი იყო, შესაბამისად ქალაქებიც ლენინგრადი და სტალინგრადია.
ჩათვლა: სანკტ-პეტერბურგი და ვოლგოგრადი. წყარო: bookz.ru/authors/6irer-uil_am/shirer2/page-28-shir პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1506პასუხი -
შეკითხვა #1505 © სერაფიმ შიბანოვი
ჩაიწერეთ: მესამეს ეწოდება „სიზმრების ომი“, მეოთხეს - „ძილის მეუფე“, მეხუთეს კი - „სიზმრების პირმშო“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მამაკაცის სახელი, რომელიც ფიგურირებს მეორეში და მეექვსეში.
პასუხი: ფრედი კომენტარი: პირველს ერქვა „კოშმარი თელების ქუჩაზე“. საუბარია ფრედი კრიუგერის შესახებ არსებულ ორიგინალურ სერიებზე, რომელთა რაოდენობა 1984-1989 წლებში იყო სულ ექვსი. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Фредди_Крюгер პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1505პასუხი -
შეკითხვა #1504 © ვახტანგ ელერდაშვილი
ფრანგი იმპრესიონისტი, ედუარ მანე თავის მეგობარ ფოტოგრაფს მოიხსენიებდა სამსიტყვიანი ფრაზით, რომელიც თარგმანში ერთი ასოთი განსხვავდება ქართული მხატვრული ფილმის სათაურისგან. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?
პასუხი: ჩემი მეგობარი ნოდარი კომენტარი: ედუარ მანე თავის მეგობარს, ფელიქს გასპარ ტურნაშონს, იგივე ნადარს მოიხსენიებდა როგორც Mon ami Nadar („ჩემი მეგობარი ნადარი“). 1967 წელს დავით რონდელმა გადაიღო ფილმი „ჩემი მეგობარი ნოდარი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1504პასუხი -
შეკითხვა #1503 © ალექსეი ნაძიოჟნი
ერთ სტატიაში ეს ქალბატონი შედარებულია გამრჯე და შრომისმოყვარე ფუტკართან, რომელიც საკუთარ სახლს აშენებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალბატონი.
პასუხი: მადამ ტიუსო კომენტარი: მადამ ტიუსო ფუტკარივით ცვილისგან ქმნიდა საკუთარ ფიგურებს. ფუტკრები სკებს ცვილისგან აგებენ. წყარო: www.herpes.ru/ws/ww/tusso.htm პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1503პასუხი