რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 41
-
შეკითხვა #1502 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჩაიწერეთ აფორიზმი, რომელშიც ჩვენ ერთი ზედსართავი მისი სინონიმით შევცვალეთ: "ცხოვრება რთულია: ის შედგება ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილებისაგან". ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ შეცვლილი ზედსართავი.
პასუხი: კომპლექსური კომენტარი: კომპლექსური რიცხვი შედგება ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილებისაგან. რთული კომპლექსურის სინონიმია. წყარო: bars-minsk.narod.ru/an.html პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1502პასუხი -
შეკითხვა #1501 © ვახტანგ ელერდაშვილი
1995 წელს ლონდონში ამ სამხრეთამერიკელის ნახტომს ტელეკომენტატორებმა „მორიელის დარტყმა“ უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს სამხრეთამერიკელი.
პასუხი: რენე იგიტა კომენტარი: უემბლიზე ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაშში, კოლუმბიელმა მეკარემ, რენე იგიტამ ბურთი ნახტომში უკნიდან ფეხებით მოიგერია. წყარო: www.youtube.com/watch?v=B0bSvDkXqhw პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1501პასუხი -
შეკითხვა #1500 © ვახტანგ ელერდაშვილი
თქვენს წინაშეა კარიკატურა, რომელზეც შეკითხვის ავტორმა შავი მართკუთხედით დაფარა სამი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს სამი ასო თქვენს ფურცლებზე.პასუხი: OMG კომენტარი: იშიფრება როგორც Oh My God (ო, ღმერთო ჩემო). ჩათვლა: ოღჩ წყარო: www.digit.ru/caricature/20110404/381506746-print.h პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1500პასუხი -
შეკითხვა #1499 © ალექსანდრე ვედეხინი
1785 წელს ლუდსახარშის მეპატრონემ, სემუელ უიტბრედმა დაახლოებით ასეთი შინაარსის შეკითხვა დაუსვა მის სტუმარს: ჩემი სამოსახლოს რამდენი ბინადრის გამოკვება აღარ მომიწევს? ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო სემუელ უიტბრედის სტუმარი?
პასუხი: უატი კომენტარი: უიტფრედმა ჯეიმს უატს ჰკითხა: რამდენი ცხენის გამოკვება აღარ მომიწევსო. პირველი ორთქლის მანქანის სიმძლავრე 24 ცხენისძალა იყო, რომელიც სემუელ უიტბრედის ლუდსახარშში დაიდგა. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Уатт,_Джеймс პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1499პასუხი -
შეკითხვა #1498 © სერაფიმ შიბანოვი
თეატრმცოდნეების განმარტებით მე-18 საუკუნის რუსეთში ამ ადგილს უწოდებდნენ „თეატრს“, სადაც „წარმოდგენილ“ სანახაობას უბრალო ხალხი ბუზივით ეხვეოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრანგული წარმოშობის სიტყვა, რომლითაც ამ ადგილს მოიხსენიებენ ახლა.
პასუხი: ეშაფოტი კომენტარი: ლაპარაკია ადგილზე, სადაც სრულდებოდა ადამიანების სიკვდილით დასჯა. წყარო:- dic.academic.ru/dic.nsf/lower/19459
- Соротокина Н. Трое из навигацкой школы, или Гардемарины, вперед! – Мн, 1992. – С. 193.
პასუხი -
შეკითხვა #1497 © ვახტანგ ელერდაშვილი
ჩაიწერეთ ამონარიდი ერთი რუსულენოვანი სამოგზაურო სტატიიდან: „«Кошки» достигают 25 метров в высоту“. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქვეყანაში მოგზაურობას ეძღვნება ეს სტატია?
პასუხი: საქართველო კომენტარი: სიტყვა «Кошки» ჩასმულია ბრჭყალებში და ის აღნიშნავს არა კატებს, არამედ - კოშკებს. სტატია სვანეთში მოგზაურობას ეძღვნება. წყარო: vs-t.ru/roskoshnoj-gruzii-doliny/ პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1497პასუხი -
ტრაგედიაში „რიჩარდ III” უილიამ შექსპირი იყენებს მეტაფორას და წერს, რომ რიჩარდ გლოსტერმა დანა ალესა გააგზავნა რა მკვლელები საკუთარი ძმიშვილების მოსაკლავად. ყურადღება შეკითხვა: რა გამოიყენა სალესად რიჩარდმა შექსპირის თანახმად?
პასუხი: საკუთარი გული კომენტარი: ამით შექსპირი მიანიშნებს იმაზე, რომ როჩარდ გლოსტერს ქვის გული ჰქონდა. ჩათვლა: ქვის გული. წყარო: უილიამ შექსპირი, რიჩარდ III პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1496პასუხი -
შეკითხვა #1495 © იანის ცეცერუკი
ვიკიპედიის ინფორმაციით მათი პირველი მასიური წარმოება დაიწყო კარლ ცაისმა XIX საუკუნეში. თანამედროვე მსოფლიოში მათი აქტიური მომხმარებლების რაოდენობა დაახლ. 125 მილიონია, რომელთა უმრავლესობასაც ახალგაზრდები შეადგენენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით.
პასუხი: საკონტაქტო ლინზები კომენტარი: კარლ ცაისი გერმანელი ინჟინერი იყო, რომელიც ოპტიკური პროდუქციითაა ცნობილი. საკონტაქტო ლინზებს ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Контактные_линзы პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1495პასუხი -
შეკითხვა #1494 © ანდრეი ოსტროვსკი
1961 წელს ანიმალისტმა მოყვარულმა მხატვარმა პიტერ სკოტმა აღნიშნა, რომ შავ-თეთრი ლოგოტიპი აღქმის და ბეჭდვის თვალსაზრისით ადვილი იქნებოდა. დაასახელეთ ორგანიზაცია, რომლის დამაარსებელიცაა პიტერ სკოტი.
პასუხი: WWF კომენტარი: ყველასათვის ცნობილ ლოგოტიპზე გამოსახულია შავ-თეთრი პანდა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1494პასუხი -
შეკითხვა #1493 © ივან სემუშინი
1983 წელს აღმოაჩინეს განათხარი ცხოველი, პრიმიტიული დეინოცეფალი, რომელსაც ივანტოზავრი დაარქვეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი და გვარი მეცნიერისა ვის საპატივსაცემოდაც უწოდეს ამ ცხოველს ასეთი სახელი?
პასუხი: ივან ეფრემოვი კომენტარი: რუსი ფანტასტი ივან ეფრემოვი ამავდროულად პალეონტოლოგიც იყო. წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Ивантозавр პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1493პასუხი -
შეკითხვა #1492 © ალექსეი ნაძიოჟნი
პიოტრ ვაილი წერს, რომ ნობელის პრემიის კომიტეტმა ხორხე ლუის ბორხესს არ აპატია ეს აუგუსტო პინოჩეტთან. მუსლიმანურ ქვეყნებში ეს იკრძალება ოფიციალურ დონეზე მამაკაცებსა და ქალებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ კომპანია, რომელმაც ეს თავის სიმბოლოდ და ფილოსოფიად აქცია.
პასუხი: ნოკია კომენტარი: ეს არის ხელის ჩამორთმევა. ნოკიას დევიზი კი არის: Connecting People, ხშირად ნოკიის ლოგოებზე და რეკლამებზე დევიზის ქვეშ გამოსახულია ხელის ჩამორთმევა. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1492პასუხი -
შეკითხვა #1491 © ვახტანგ ელერდაშვილი
შეკითხვის ავტორმა შენიშნა, რომ თუ წინსართს „ანტი“ დავურთავთ ერთ შავიზღვისპირა კურორტს, მაშინ ეს წინსართი ამ შავიზღვისპირა კურორტს უფრო სიძველეს შემატებს, ვიდრე საწინააღმდეგო ელფერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შავიზღვისპირა კურორტი.
პასუხი: კვარიათი კომენტარი: „ანტიკვარიათი“ უფრო სიძველეზე მიუთითებს და მას „საწინააღმდეგო“ ელფერს არ სძენს. პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1491პასუხი -
შეკითხვა #1490 © ვახტანგ ელერდაშვილი
სერგო ფარაჯანოვი მას ჰარმონიულობის სიმბოლოდ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ის გარდა ვიტამინებისა უსაზღვრო გრაციოზულობას შეიცავს, რომელიც ჩვენამდე მოვიდა ისე, რომ არ დაუკარგავს ანტიკური სილამაზის ძალა. ყურადღება შეკითხვა: რის შესახებ საუბრობდა ასე ფარაჯანოვი?
პასუხი: ბროწეული კომენტარი: ეს სიმბოლო სერგო ფარაჯანოვს გამოყენებული აქვს ფილმში საიათნოვას შესახებ სახელწოდებით „ბროწეულის ფერი“. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1490პასუხი -
შეკითხვა #1489 © ევგენი გრომოვი
ერთ ჰოლივუდურ კარიკატურაზე გამოსახულია მილოშ ფორმანი, რომელიც სთავაზობს სტალონეს და შვარცენეგერს აირჩიონ თუ რომელი დიდი კომპოზიტორის როლი სურთ მის ფილმში. სტალონე პასუხობს: „I wanna be Mozart”, შვარცენეგერი კი ამბობს: „In that case…” ყურადღება შეკითხვა: დაასრულეთ შვარცენეგერის რემარკა.
პასუხი: I will be Bach კომენტარი: ცნობილია არნოლდ შვარცენეგერის კინოგმირის ფრაზა: I will be back, რისი ალუზიაცაა მოცემული ამ კარიკატურაში. I will be back არ ითვლება! წყარო: my.opera.com/JanetB/albums/showpic.dml?album=44471 პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1489პასუხი -
შეკითხვა #1488 © დარია ეზერინა
თანამედროვე საბერძნეთში მრავალ ოჯახში შემორჩენილია დარიგებულ მასალაზე გამოსახული ქალის ფიგურის შექმნის ტრადიცია. გაითვალისწინეთ, რომ ამ ქალს ბერძნები სასტიკად უსწორდებიან და გვიპასუხეთ: რას აღნიშნავს ამ ქალბატონის ყველა ფეხი ერთად? (მიიღება ზუსტი პასუხი).პასუხი: დიდმარხვას კომენტარი: ეს ერთგვარი კალენდარია. ბერძნები დიდმარხვის დროს, კვირაში ერთ ფეხს აგლეჯენ ქალს და შვიდივე ფეხის მოგლეჯის შემდეგ ისინი ზეიმობენ აღდგომას. წყარო: პაკეტი: თბილისის 43-ე ჩემპიონატი - I ტური - სუპერ ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1488პასუხი