რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 51
-
შეკითხვა #1352 © გაგი გაბრიჭიძე
კომედიურ ფილმში „დროის ჯაკუზი“ პერსონაჟები მოხვდებიან 80–იან წლებში. ამაში დასარწმუნებლად ერთი მათგანი ეკითხება გამვლელს: რა ფერისაა იქსი? ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი: მაიკლ ჯექსონი წყარო: კ/ფ ”დროის ჯაკუზი”. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1352პასუხი -
შეკითხვა #1351 © გაგი გაბრიჭიძე
თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ფილმის მესამე სერიის(ნაწილის) პოსტერი. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ ფურცელზე დაწერეთ ერთი სიტყვა, რაც დაფარულია დასარიგებელ მასალაზე.პასუხი: ანაკონდა კომენტარი:
ლაპარაკია ფილმზე „ანაკონდა 3“, რომლის რიგითი ნომერი გველების საშუალებით არის გამოსახული, რაც სიმბოლურია. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1351პასუხი -
შეკითხვა #1350 © ანტონ ვაჭარაძე
ს/კ ”ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთ თამაშზე, წარბებამოქნილი, ფრჩხილებზე ლაქწასმული, საყურიანი და თავშეღებილი ფეხბურთელი, კონსტანტინ მიტროღლუ, ”ნტვ+ ფეხბურთის” კომენტატორმა დაახასიათი ნეოლოგიზმით, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ორიგინალური ტერმინისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: მიტროსექსუალი კომენტარი: მამაკაცი, რომელიც ასეთ დონეზე უვლის თავს, არის მეტროსექსუალი, ხოლო მიტროღლუს გვარის მიხედვით უწოდეს მიტროსექსუალი. წყარო: ”ნტვ+ ფეხბურთი”. ჩემპიონთა ლიგის მატჩი ”ოლიმიაკოსის” მონაწილეობით. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1350პასუხი -
შეკითხვა #1349 © გაგი გაბრიჭიძე
მის სახელს ატარებს გენეტიკური მუტაცია, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებას განსაზღვრავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: მათუსალა წყარო: www.scientificamerican.com/article.cfm?id=methusel პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1349პასუხი -
შეკითხვა #1348 © გაგი გაბრიჭიძე
თქვენს წინაშეა დროშა ფანტასტიკური ნაწარმოებიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სად მდებარეობს სახელმწიფო, რომლის დროშაც არის ეს.პასუხი: მარსი კომენტარი: დროშაზე გამოსახულია წითელი პლანეტა თავისი ორი თანამგზავრით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Moving_Mars პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1348პასუხი -
შეკითხვა #1347 © გაგი გაბრიჭიძე
კლიუჩევსკი ამბობდა: ”ისტორია ასწავლის მათ, ვისაც არ სურს სწავლა”. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია კითხვაში.
პასუხი: ჭკუას წყარო: www.ido.rudn.ru/nfpk/hist/vved.html პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1347პასუხი -
შეკითხვა #1346 © გაგი გაბრიჭიძე
ამ ადამიანმა თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ბოდიში მოიხადა ებრაელთა, ქალთა, გალილეო გალილეის, ინკვიზიციის მსხვერპლთა, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოკლულ მუსლიმთა და სხვათა წინაშე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: იოანე პავლე მეორე (კაროლ ვოიტილა) კომენტარი: ეს პაპი ცნობილია იმით, რომ კათოლიკური ეკლესიის მსხვერპლთა შთამომავლებს უხდიდა ბოდიშს. კითხვის ნომერი დამატებითი მინიშნებაა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Apologies_by_Pope_John_Paul_ პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1346პასუხი -
შეკითხვა #1345 © გაგი გაბრიჭიძე
აიზეკ აზიმოვის ერთ–ერთ მოთხრობაში აღწერილია შორეული მომავალი, როცა ყველა ვარსკვლავი ჩაქრება და დარჩება მხოლოდ სუპერკომპიუტერი, რომელიც ცდილობს გადაჭრას პრობლემა, თუ როგორ დაიწყოს ყველაფერი თავიდან. ის მოიფიქრებს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას და მოთხრობა სრულდება ფრაზით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა.
პასუხი: დაე იქმნას ნათელი (Fiat Lux) წყარო: Nine Tomorrows, Pan Books London and Sydney, 1978, p. 203 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - II ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1345პასუხი -
შეკითხვა #1344 © ანტონ ვაჭარაძე
ვიკიპედიის თანახმად, იქსის პოეზიის მთავარი იგრეკი იყო ისლამამდელი და ისლამური ირანის კულტურებს შორის კავშირების ძიება. დაასახელეთ იქსი და იგრეკი, თუ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.
პასუხი: ნიზამი, მიზანი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Низами_Гянджеви პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1344პასუხი -
შეკითხვა #1343 © იგორ ტიუნკინი
თქვენს წინაშეა გადაშენებული ცხოველის კბილის ჰორიზონტალური კვეთა. ამ ცხოველის სახელწოდების მიხედვით, მისი კბილების შრეები წააგავდნენ იქსს. დაასახელეთ იქსი ბერძნული წარმოშობის სიტყვით.პასუხი: ლაბირინთი კომენტარი: გადაშენებულ ცხოველს ერქვა ლაბირინთოდონტი წყარო: ru.wikipedia.org/wiki/Стегоцефалы პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1343პასუხი -
შეკითხვა #1342 © კონსტანტინე ნაუმენკო
სტივენ კინგის შენიშვნით, მეორე მსოფლიო ომის შედეგი გახდა ის, რომ ლონდონი ნანგრევებად იქცა, ეს კი ბრიტანეთის იმპერიაში ხდებოდა ყოველ თორმეტ საათში. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.
პასუხი: ჩადიოდა მზე კომენტარი: კინგი მიანიშნებს, რომ ცნობილმა გამოთქმამ - "იმპერია, სადაც არასოდეს ჩადის მზე" აზრი დაკარგა. წყარო: lib.ru/KING/king_pl.txt პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1342პასუხი -
შეკითხვა #1341 © ანდრეი გრამატიკი
ვიქტორ იანუკოვიჩმა თავის შვილიშვილს განუმარტა, რომ როდესაც გაკვეთილზე ხელს იწევ და ამბობ „მე ვიცი“, არის იქსი. იმ შემთხვევაში, თუკი ამატებ „სიდოროვმა კი არ იცის“, არის ამგვარი იქსი. დაასახელეთ ამგვარი იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: შავი პიარი წყარო: "Вечерний квартал. Сто великих украинцев", эфир канала "Интер". პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1341პასუხი -
შეკითხვა #1340 © ირაკლი გუნია
გერმანულ მედიაში ქრისტიან-დემოკრატთა, თავისუფალ დემოკრატთა და მწვანეთა სავარაუდო კოალიციის შედგენისას ახსენებენ ერთ კუნძულოვან სახელმწიფოს. დაასახელეთ ეს სახელმწიფო.
პასუხი: იამაიკა კომენტარი: პარტიათა ფერები წარმოქმნიან იამაიკის დროშას: შავი, ყვითელი და მწვანე. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Jamaica_coalition_(politics) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1340პასუხი -
შეკითხვა #1339 © კონსტანტინე ნაუმენკო
1993 წლის ერთი ფილმის პერსონაჟი, რომელსაც სურს თავისი ერუდიცია გამოამღავნოს დამსწრეთა წინაშე, ადვილად პასუხობს პროგრამა „ჯეპარდიში“ დასმულ რთულ კითხვებს. დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: ზაზუნას დღე კომენტარი: მან ლამის ზეპირად იცის ეს კითხვები და არ უჭირს პასუხის გაცემა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1339პასუხი -
შეკითხვა #1338 © ანტონ ვაჭარაძე
ამ სურათს შეიძლება ვუწოდოთ ისევე, როგორც ეწოდება თბილისში მდებარე რამდენიმე დაწესებულებას. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.პასუხი: ორი ლულა კომენტარი: პრეზიდენტი ლუის იგნასიო და სილვა ბრაზილიაში ცნობილი როგორც უბრალოდ – ლულა. მისი მეუღლეც მის გვარზეა გადასული. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1338პასუხი