თბილისის 42-ე ჩემპიონატი
V ტური
II ლიგა
15 მაისი, 2011
-
შეკითხვა #1345 © გაგი გაბრიჭიძე
აიზეკ აზიმოვის ერთ–ერთ მოთხრობაში აღწერილია შორეული მომავალი, როცა ყველა ვარსკვლავი ჩაქრება და დარჩება მხოლოდ სუპერკომპიუტერი, რომელიც ცდილობს გადაჭრას პრობლემა, თუ როგორ დაიწყოს ყველაფერი თავიდან. ის მოიფიქრებს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას და მოთხრობა სრულდება ფრაზით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრაზა.
პასუხი: დაე იქმნას ნათელი (Fiat Lux) წყარო: Nine Tomorrows, Pan Books London and Sydney, 1978, p. 203 ბმული: http://moazrovne.net/q/1345პასუხი -
შეკითხვა #1346 © გაგი გაბრიჭიძე
ამ ადამიანმა თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ბოდიში მოიხადა ებრაელთა, ქალთა, გალილეო გალილეის, ინკვიზიციის მსხვერპლთა, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოკლულ მუსლიმთა და სხვათა წინაშე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: იოანე პავლე მეორე (კაროლ ვოიტილა) კომენტარი: ეს პაპი ცნობილია იმით, რომ კათოლიკური ეკლესიის მსხვერპლთა შთამომავლებს უხდიდა ბოდიშს. კითხვის ნომერი დამატებითი მინიშნებაა. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Apologies_by_Pope_John_Paul_ ბმული: http://moazrovne.net/q/1346პასუხი -
შეკითხვა #1347 © გაგი გაბრიჭიძე
კლიუჩევსკი ამბობდა: ”ისტორია ასწავლის მათ, ვისაც არ სურს სწავლა”. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია კითხვაში.
პასუხი -
შეკითხვა #1348 © გაგი გაბრიჭიძე
თქვენს წინაშეა დროშა ფანტასტიკური ნაწარმოებიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სად მდებარეობს სახელმწიფო, რომლის დროშაც არის ეს.პასუხი: მარსი კომენტარი: დროშაზე გამოსახულია წითელი პლანეტა თავისი ორი თანამგზავრით. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Moving_Mars ბმული: http://moazrovne.net/q/1348პასუხი -
შეკითხვა #1349 © გაგი გაბრიჭიძე
მის სახელს ატარებს გენეტიკური მუტაცია, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელ და ხანგრძლივ ცხოვრებას განსაზღვრავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის.
პასუხი: მათუსალა წყარო: www.scientificamerican.com/article.cfm?id=methusel ბმული: http://moazrovne.net/q/1349პასუხი -
შეკითხვა #1350 © ანტონ ვაჭარაძე
ს/კ ”ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთ თამაშზე, წარბებამოქნილი, ფრჩხილებზე ლაქწასმული, საყურიანი და თავშეღებილი ფეხბურთელი, კონსტანტინ მიტროღლუ, ”ნტვ+ ფეხბურთის” კომენტატორმა დაახასიათი ნეოლოგიზმით, რომელიც ერთი ასოთი განსხვავდება ორიგინალური ტერმინისგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნეოლოგიზმი.
პასუხი: მიტროსექსუალი კომენტარი: მამაკაცი, რომელიც ასეთ დონეზე უვლის თავს, არის მეტროსექსუალი, ხოლო მიტროღლუს გვარის მიხედვით უწოდეს მიტროსექსუალი. წყარო: ”ნტვ+ ფეხბურთი”. ჩემპიონთა ლიგის მატჩი ”ოლიმიაკოსის” მონაწილეობით. ბმული: http://moazrovne.net/q/1350პასუხი -
შეკითხვა #1351 © გაგი გაბრიჭიძე
თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ფილმის მესამე სერიის(ნაწილის) პოსტერი. ყურადღება შეკითხვა: ერთი წუთის შემდეგ ფურცელზე დაწერეთ ერთი სიტყვა, რაც დაფარულია დასარიგებელ მასალაზე.პასუხი: ანაკონდა კომენტარი:
ლაპარაკია ფილმზე „ანაკონდა 3“, რომლის რიგითი ნომერი გველების საშუალებით არის გამოსახული, რაც სიმბოლურია. ბმული: http://moazrovne.net/q/1351პასუხი -
შეკითხვა #1352 © გაგი გაბრიჭიძე
კომედიურ ფილმში „დროის ჯაკუზი“ პერსონაჟები მოხვდებიან 80–იან წლებში. ამაში დასარწმუნებლად ერთი მათგანი ეკითხება გამვლელს: რა ფერისაა იქსი? ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი.
პასუხი -
შეკითხვა #1353 © ანტონ ვაჭარაძე
მარგარეტმა ბიოგრაფიული რომანი - ”ოცნებების დამჭერი” მამას მიუძღვნა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მარგარეტის გვარი.
პასუხი: სელინჯერი კომენტარი: ჯერომ დევიდ სელინჯერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “Catcher in the Rye”. წყარო: en.wikipedia.org/wiki/J._D._Salinger#Marriage_and_ ბმული: http://moazrovne.net/q/1353პასუხი -
შეკითხვა #1354 © გაგი გაბრიჭიძე
გასაგებია, რომ ნერვიულობის გარეშე არ ჩაუვლია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიდოდით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც _____ ამბობდა, რომ ძალიან ახარებდა კენჭისყრის შედეგები. მაშინ ვიფიქრე, რომ მას ეს ძვირად დაუჯდებოდა.
ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,
მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი;
შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა-სათი;
მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა _____, ლომსა - თათი.
თქვენ წინაშეა ორი ამონარიდი. ერთი მათგანის ავტორია ვიტალი ვიცენეცი, მეორესი კი შოთა რუსთაველი. დაასახელეთ ერთი სიტყვა, რომელიც გამოტოვებულია ორივე ამონარიდში.პასუხი -
შეკითხვა #1355 © გაგი გაბრიჭიძე
ვილჰელმ დამპყრობელისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში („დამპყრობლები“) ნათქვამია, რომ მისი შურდათ საფრანგეთის მეფე ფილიპე მეორეს, ნაპოლეონს და ჰიტლერს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ შურის მთავარი მიზეზი.
პასუხი: ვილჰელმ დამპყრობელმა დაიპყრო ინგლისი კომენტარი: დანარჩენებს ეს სურვილი სურვილად დარჩათ. წყარო: დ/ფ ”დამპყრობლები”. ბმული: http://moazrovne.net/q/1355პასუხი -
შეკითხვა #1356 © გაგი გაბრიჭიძე
[ეს შეკითხვა შესაძლოა მეცამეტეც ყოფილიყო] ჩაკ პალანიკის ნაწარმოებში აღწერილია, რომ სასაკლაომდე რქოსანი პირუტყვი მიჰყავთ გაწვრთნილი ძროხის დახმარებით, რომელიც მათ სიკვდილის ადგილამდე მიუძღვება. დაასახელეთ საკუთარი სახელი, რომლითაც მოიხსენიებენ ამ ძროხას.
პასუხი: იუდა კომენტარი: მეთორმეტე კითხვა დამატებითი მინიშნებაა. იუდა 12 მოციქულში იყო, შემდეგ კი მისი ადგილი პავლემ დაიკავა და მეცამეტეც სიმბოლურია გამომდინარე ცრურწმენიდან. წყარო: lib.ru/INPROZ/PALANUK/kolybelnaya.txt ბმული: http://moazrovne.net/q/1356პასუხი -
შეკითხვა #1357 © ანტონ ვაჭარაძე
თქვენს წინაშეა ორი სურათი: პირველზე გამოსახულია ფრაგმენტი ერთი ინგლისური საგრაფოს რუქიდან, მეორეზე კი ამავე საგრაფოს ბარონი, ვინმე ლეონარდი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საგრაფო.პასუხი: ჩეშირი კომენტარი: დამთხვევაა, მაგრამ ”ალისას” პერსონაჟის - ჩეშირის კატის ღიმილი ჩამოგავს ამ ყურესაც და ამ ადამიანის ღიმილსაც. წყარო: ბმული: http://moazrovne.net/q/1357პასუხი -
შეკითხვა #1358 © გაგი გაბრიჭიძე
მეცხრამეტე საუკუნეში, როცა პარიზში გამოჩნდა პირველი ფასიანი ტუალეტები, მათ მოიხსენიებდნენ ამ ადამიანის სახელით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: ვესპასიანე კომენტარი: მან დააწესა პირველად გადასახადები ტუალეტებზე. გამონათქვამი: ”ფულს სუნი არ უდის” ალბათ ყველას გაგიგიათ. წყარო: paris.untappedcities.com/2010/07/08/i-need-to-pee- ბმული: http://moazrovne.net/q/1358პასუხი -
შეკითხვა #1359 © გაგი გაბრიჭიძე
1895 წლიდან 1989 წლის ჩათვლით ყოველწლიურად ტარდებოდა რაგბის მატჩი იორკშირის და ლანკაშირის საგრაფოების გუნდებს შორის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რას უწოდებდნენ ამ დაპირისპირებებს.
პასუხი: ვარდების ომი. კომენტარი: ვარდების ომი მიმდინარეობდა იორკებისა და ლანკასტერების საგრაფოებს შორის მეთხუთმეტე საუკუნეში. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Rugby_League_War_of_the_Rose ბმული: http://moazrovne.net/q/1359პასუხი
- პაკეტის კომენტარები: