რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 48
-
1915 წელს პროფესორმა ნიკალაი ზელინსკიმ გამოიგონა ის, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს, სხვადასხვა საწარმოო ავარიებისა და ხანძრის დროს.
შეკითხვა: რა გამოგონებაზეა საუბარი?პასუხი: აირწინაღზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1397პასუხი -
ევროპელებმა მათ შესახებ არაბებისგან შეიტყვეს და სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ „არაბულს“. სინამდვილეში კი მათი სამშობლო ინდოეთია.
შეკითხვა: რაზეა საუბარი?პასუხი: ციფრებზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1396პასუხი -
იაპონური სახლების დიდი ნაწილის შიდა კედლები დამზადებულია მუყაოსგან ან ქაღალდისგან.
შეკითხვა: რა არის ამის მიზეზი?პასუხი: იაპონელები მიწისძვრას უფრთხიან პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1395პასუხი -
პლინიუს უფროსი ამბობდა, რომ ის რკინის იარაღები, რომლითაც ადამიანები ჩადიან დანაშაულს, დაწყევლილია.
შეკითხვა: რა წყევლაზეა საუბარი?პასუხი: ჟანგზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1394პასუხი -
სირიის დედაქალაქ დამასკოში ბევრ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. მუჰამედის ქალიშვილის - ფატიმას საფლავს, 12 კილომეტრის სიგრძის გადახურულ ბაზარს და ა.შ ამ ღირსეშანიშნაობებს შორისაა „პირველი სისხლის ტაძარი“.
შეკითხვა: რა მოვლენას უკავშირდება ეს ტაძარი?პასუხი: მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ადგილას მოკლა კაენმა აბელი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1393პასუხი -
ალ ფირზა, ალ ფილი, ალ ფარაზი, ალ რეკი, ალ ფეიზაღი, ალ შახი.
შეკითხვა: რისი ჩამონათვალი გავაკეთეთ ახლა ჩვენ?პასუხი: ჭადრაკის ფიგურების პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1392პასუხი -
ინგლისის დედოფლის პოლიტიკურმა მრჩეველმა და პოეტმა უოლტერ რაილიმ სიკვდილის წინ თქვა: „ეს ბასრი წამალია და ყველა დაავადებას კურნავს“
შეკითხვა: რომელ წამალს გულისხმობდა უოლტერ რეილი?პასუხი: ნაჯახს კომენტარი: მას თავი მოკვეთეს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1391პასუხი -
დანიის ცენტრში, მცირე ქალაქ ბილუნდში არის არაჩვეულებრივი პარკი. 100000 კვ. მეტრის ტერიტორიის ფართობზე გადაჭიმულია მინი ქვეყანა სასახლეებით, სახლებით, გემებით, მატარებლებით, და ავტომანქანებით და ეს ყველაფერი გაკეთებულია 44 მილიონი... შეკითხვა: რისგან?
პასუხი: ლეგოს კუბიკისგან პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1390პასუხი -
2009 წელს გამოვიდა წიგნი ვინმე ჯონ დევიდის ავტორობით, რომლის სათაურში გვხვდება ფრაზა „60 წლის შემდეგ“. წიგნში მოთხრობილია 76 წლის მაწანწალას შესახებ. დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.
პასუხი: ჰოლდენ კოლფილდი კომენტარი: ჯონ დევიდის ინიციალები ემთხვევა სელინჯერის ინიციალებს (JD). წიგნში მოთხრობილია მოხუცებული კოლფილდის შესახებ. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1389პასუხი -
როდესაც ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები გამართულად თამაშობს, კომენტატორები მას ისევე მოიხსენიებენ, როგორც ჰქვია მეოცე საუკუნის ერთერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს.
პასუხი: მექანიკური ფორთოხალი კომენტარი: ჰოლანდიის ნაკრები ყოველთვის ნარინჯისფერი (ფორთოხლისფერი) ფორმით თამაშობს. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1388პასუხი -
კვაკერებს ეს ქმედება მიაჩნიათ მკრეხელობად. ჭეშმარიტ კვაკერს ჰერბერტ ჰუვერს ამ ქმედების არჩადენა განასხვავებს ყველა დანარჩენი ამერიკის პრეზიდენტებისგან. დაასახელეთ ეს ქმედება.
პასუხი: დაფიცება კომენტარი: ჰერბერტ ჰუვერმა მხოლოდ დაადასტურა აშშ-ს პრეზიდენტის ფიცი. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1387პასუხი -
მას ჩვენ იაპონური სახელწოდებით ვიცნობთ, რომელიც ინგლისურად დიდი ასოთი იწერება. აგრეთვე პირველ ასოს მუქი შრიფტით წერენ, რათა არ აერიოთ გავრცელებულ ინგლისურ ზმნაში. დაასახელეთ იგი.
პასუხი -
საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს ჟოზეფ–მიშელის და ჟაკ–ეტიენის გამოგონებას იყენებდნენ მტრის პოზიციების დასაზვერად. დაასახელეთ ეს გამოგონება.
პასუხი: საჰაერო ბურთი კომენტარი: მათი გვარია მონგოლფიე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1385პასუხი -
რა მცენარე შეიტანა მეთექვსმეტე საუკუნის საფრანგეთში ფრანგმა დიპლომატმა, გვარად ნიკომ?
პასუხი: თამბაქო კომენტარი: სიტყვა ნიკოტინის წარმომავლობა ამ პიროვნების გვარს უკავშირდება. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1384პასუხი -
მაჰათმა განდის აზრით არ შეიძლება იმსჯელო ადამიანზე მხოლოდ მისი გარეგნობით და მოუწოდებდა ყველას მაგალითი მისგან აეღოთ. დაასახელეთ მაგალითის ვისგან აღებას მოუწოდებდა მაჰათმა განდი.
შეკითხვა: დაასახელეთ ბერძნული მითოლოგიის წარმომადგენელი, რომელსაც გულისხმობდა მაჰათმა განდი.პასუხი: თემიდა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1383პასუხი