რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 49
-
ჟიულ ვერნის ერთ–ერთ ნაწარმოებში, პერსონაჟები აღმოჩნდებიან ყინულზე რომელიც სამხრეთისაკენ მიცურავს. კრიტიკოს მიხაილ გორელიკი ამ ყინულს ადარებს ნივთს, რომელიც სხვა ფრანგის ნაწარმოების სახელწოდებას წარმოადგენს.
ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ნაწარმოები.პასუხი: შაგრენის ტყავი კომენტარი: ყინული სამხრეთისაკენ მიემართება, რის გამოც ნელ–ნელა დნება. შაგრენის ტყავიც ნელ–ნელა ზომაში პატარავდებოდა. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1382პასუხი -
ევგენი შვარცის ზღაპარში, ოსტატი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ვერასოდეს გაიგებს უხდება, თუ არა მისი ქმნილება კლიენტს.
დაასახელეთ ოსტატის ეს ქმნილება აბსოლუტურად ზუსტად.პასუხი: უჩინმაჩინის ქუდი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1381პასუხი -
ისტორიკოს გიუნტერ ვერმუშის აზრით, იმ ფაქტმა, რომ 62 წელს აფრიკიდან რომში ჩავიდა ქვიშით დატვირთული ხომალდი, ხელი შეუწყო ნერონის მმართველობის დასასრულს, ვინაიდან რომის მოსახლეობა აღშფოთებული იყო ამ ფაქტით. ამის შემდეგ ისტორიკოსი აკეთებს დასკვნას, რომ ამ აღშფოთების მიზეზი იყო ის, რომ რომის მოსახლეობას პირველი ერჩივნა მეორეს.
დაასახელეთ პირველი და მეორე.პასუხი: პური და სანახაობა. კომენტარი: რომის მოსახლეობას დაპირებული ხორბლის ნაცვლად, ნერონმა ჩამოუტანა ქვიშა გლადიატორთა ბრძოლების გასამართად. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1380პასუხი -
მე–19 საუკუნეში შეჯიბრებების დროს სპორტსმენები ხშირად მაყურებლებს მიმართავდნენ თხოვნით გაეღვიძებინათ ისინი. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ვინმე თომას უილსონის გამოგონების შემდეგ.
ერთი წუთის შემდეგ მითხარით რა გამოიგონა უილსონმა 1883 წელს.პასუხი: ჭადრაკის საათი კომენტარი: მანამდე სვლის მოსაფიქრებლად დრო შეზღუდული არ იყო. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1379პასუხი -
როდესაც კითხვის ავტორმა მოისმინა შეკითხვა 2006 წელს გადაღებული ფილმის შესახებ, მას შეკითხვა ეცნო და მან იფიქრა რომ კითხვა “სვეჩკაა”. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ფილმი.
პასუხი: დეჟა ვიუ კომენტარი: მას ეგონა რომ მსგავსი კითხვა უკვე მოისმინა... პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1378პასუხი -
გადმოცემის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 217 წელს, აფრიკაში მოხდა დიდი მიწისძვრა, რომელსაც რამოდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა.
ზოგიერთი ჟამთაღმწერელი ამ მიწისძვრის მიზეზად მოიხსენიებს ბრძოლას ჰანიბალსა და რომაელებს შორის, კერძოდ კი მათ.
დაასახელეთ ისინი ორი სიტყვით, რომლებიც ერთიდაიმავე ასოზე იწყებიანპასუხი: საბრძოლო სპილოები წყარო: იულიუს ფრონტინი - "სტრატეგემები”. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1377პასუხი -
როკსბერის კლუბის შექმნისას მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება : კლუბის თითოეულ წევრს საკუთარი ხარჯებით უნდა გამოეცა რომელიმე იშვიათი წიგნი, რომლის ტირაჟიც უდრიდა ამას.
დაასახელეთ ეს.პასუხი: კლუბის წევრების რაოდენობა წყარო: lingua.russianplanet.ru/library/rat-veg/04.htm პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1376პასუხი -
თავის მოთხრობაში ო’ჰენრი წერდა, რომ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს ჰიპოტენუზის ადგილი ეკავა. შეკითხვა: დაასახელეთ ფრაზეოლოგიზმი, რომელსაც ო’ჰენრი იხსენიებს იმავე აბზაცში.
პასუხი: სასიყვარულო სამკუთხედი პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - IV ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1375პასუხი -
[ყურადღებით, შეკითხვაში ცვლილებაა]. მოძრაობა „ლაიფსტალკერების“ (Lifestalkers) წევრებმა ცხოვრების გასამარტივებლად ბევრი პატარა ეშმაკობა იციან, მაგალითად პინ-კოდებისა და პაროლების დამახსოვრების მარტივი ხერხები, იციან როგორ მოატყუონ საგადასახადო ინსპექტორი, აკონტროლებენ საკუთარ სიზმრებს, თითების დახმარებით ითვლიან მილიონამდე და ა.შ. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით სტალკერი?
პასუხი: ჰაკერი (Lifehacker) კომენტარი: ლაიფჰაკერები გარემოს „გატეხვასა“ და მოტყუებას ცდილობენ. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1374პასუხი -
ძველგერმანული სიტყვა mare (მარი) აღნიშნავდა სულს, მოჩვენებას. შუასაუკუნეების საფრანგეთში ამ სიტყვას დაემატა ზმნა, რომელიც აღნიშნავდა გაგუდვას, დახრჩობას და აღნიშნავდა ბოროტ სულს, რომელიც ადამიანებს ახრჩობდა. გვიპასუხეთ მაქსიმალურად ზუსტად, თუ რა დროს ახრჩობდა ეს სული ადამიანებს?
პასუხი: ძილის დროს კომენტარი: მოგვიანებით ამ ბოროტი სულის სახელმა (კოშმარი) სხვა მნიშვნელობა შეიძინა. წყარო: www.lugovsa.net/?p=5737 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1373პასუხი -
ენციკლოპედია „ავანტა პლიუსის“ თანახმად, მერცხლების ზოგიერთი სახეობას ჰაერშივე იძინებს და წრეებზე ფრენას იწყებს. რომელი ტექნიკური მოწყობილობაა ნახსენები ამავე სტატიაში?
პასუხი: ავტოპილოტი წყარო: Птицы мира. Самые красивые и знаменитые. Аванта Плюс. — გვ. 18 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1372პასუხი -
წიგნში „სახალისო ბიოლოგია“ მოთხრობილია, თუ როგორ აღმოაჩინა ილია მეჩნიკოვმა ფაგოციტოზი. ავტორი მეჩნიკოვს, იმის აღწერისას, თუ როგორ აკვირდებოდა ეს უკანასკნელი მიკროსკოპში ლეიკოციტებისა და მიკრობების ბრძოლას, ადარებს სხვა წიგნის პერსონაჟს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.
პასუხი: გულივერს წყარო: И. Акимушкин. Занимательная биология. — М.: Просвещение, 2008. — გვ. 170 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1371პასუხი -
კომპანია „არტ-დიზაინის“ დევიზია - „ჩვენი სამყარო ყველასთვის ღიაა“. რა პროდუქციაზე სპეციალიზდება ეს კომპანია?
პასუხი: ღია ბარათების წყარო: www.artd.ru პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1370პასუხი -
ასეთი თოვლის ნახვა მაღალ მთებში ან დედამიწის პოლარულ სარტყელში შეიძლება. ამ მოვლენის მიზეზი ერთუჯრედიანი წყალმცენარეა, რომელიც დიდი რაოდენობით ასტაქსანტინს შეიცავს. მარია გალინას ლექსში ასეთი თოვლი ღამღამოთ დაჰყვება მანქანებს. რა სიტყვა შევცვალეთ ჩვენ სიტყვით ასეთი?
პასუხი: წითელი (ჩაითვლება ვარდისფერი) კომენტარი: ასტაქსანტინი - წითელი პიგმენტია. მანქანის უკან, უკანა ფარების განათებაზე თოვლი წითელი ჩანს. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - III ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1369პასუხი -
ხშირად ერთ კლასში შემავალი სხვადასხვა სახეობის ემბრიონები განვითარების საწყის სტადიაზე განსხვავდებიან. ზრდის პირველ ნახევარში სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, მეორე ნახევარში კი - განმასხვავებელ ნიშნებს იძენენ. ემბრიონალური განვითარების ამ სქემამ ერთი ნივთის სახელი მიიღო. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ ამ ნივთის სახელი ორი სიტყვით.
პასუხი: ქვიშის საათი წყარო:- B. Prud'homme and N. Gompel, "Evolutionary biology: Genomic hourglass," Nature 468, 768-769 (9 December 2010)
- www.nature.com/nature/journal/v468/n7325/full/4687
პასუხი