რა? სად? როდის? შეკითხვები - გვერდი 52
-
შეკითხვა #1337 © ილია შაპირო
ტრადიციის მიხედვით, მეომარი მამაკაცი ქურთები არასოდეს უნდა დაკავებულიყვნენ საშინაო საქმიანობით. მიუხედავად ამისა, ყოველ ქურთულ ოჯახში აღმოაჩენდით ქვასანაყსა და როდინს, რომლითაც სარგებლობდნენ მხოლოდ მამაკაცები. დაასახელეთ თუ რის მოსამზადებლად იყენებდნენ მათ ისინი.
პასუხი: თოფის წამალი წყარო: Баязиди Мела Махмуд. Нравы и обычаи курдов. - М.: Восточная литература, 1963. - C. 21 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1337პასუხი -
შეკითხვა #1336 © ბორის მონოსოვი
როდესაც ჯონ რიფლის რომანის გმირი ეს-ესაა მუშტს იღერებს ბარის სხვა მომხმარებლის მიმართ, კარებს შემოაღებს შერიფი. რომანის შემდეგ წინადადებაში ნახსენებია 1761 წელს დაბადებული პიროვნება. დაასახელეთ ეს პიროვნება.
პასუხი: მადამ ტიუსო კომენტარი: გმირი გაშეშდა, როგორც მადამ ტიუსოს მუზეუმის ექსპონატი. წყარო:- ru.wikipedia.org/wiki/Музей_мадам_Тюссо
- Ридли Дж. Бродячие псы. — М.: Иностранка, 2004. — С. 83
პასუხი -
შეკითხვა #1335 © სერაფიმ შიბანოვი
ნიკოლაე ჩაუშესკუმ ამხანაგ კორბუს მიანიჭა პოლკოვნიკის წოდება და იგი განსაკუთრებით დაიახლოვა, იგი მას ხშირად ატარებდა პერსონალური ავტომობილით. ამის აღმწერ სტატიაში მოხსენიებულია ერთი რომაელი მმართველი. დაასახელეთ ეს მმართველი.
პასუხი: კალიგულა კომენტარი: ამხანაგი კორბუ იყო ძაღლი, სტატიაში მოყვანილია შედარება კალიგულას მიერ ცხენ ინციტატუსის გაკონსულებაზე. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1335პასუხი -
შეკითხვა #1334 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთი მკვლევარის აზრით, პრეისტორიულ ეპოქაში ბერინგის ყელით ხდებოდა ცხოველების გადაადგილება ძველი სამყაროდან ახალში. გარკვეული დროის შემდეგ პროცესი განმეორდა საპირისპირო მიმართულებით. დაასახელეთ ორი სიტყვით, თუ რას ადარებდა აღნიშნული მკვლევარი ბერინგის ყელს.პასუხი: ქვიშის საათი წყარო: Загадки природы и вселенной №5, 2007 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1334პასუხი -
შეკითხვა #1333 © კონსტანტინე ნაუმენკო
ერთ-ერთ ისტორიულ მინიატურაში პიემონტის მმართველი ვიქტორ-ამადეუსი დამცინავად დასახელებულია „თევზების მეფედ“. დაასახელეთ, კონკრეტულად რომელი თევზების მეფედ.
პასუხი: სარდინები კომენტარი: პიემონტი ისტორიულად შედიოდა სარდინიის სამეფოში. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1333პასუხი -
შეკითხვა #1332 © კონსტანტინე ნაუმენკო
სლემბოლი ეწოდება კალათბურთის ისეთ ნაირსახეობას, რომლის ინვენტარი მოიცავს რვა იქსს - ოთხ-ოთხს სათამაშო მოედნის თითოეულ ნახევარზე. იქსი შედის სპორტის ოლიმპიური სახეობის დასახელებაში. დაასახელეთ იქსი ექვსასოიანი სიტყვით.
პასუხი: ბატუტი კომენტარი: სახელწოდება "სლემბოლი" სიტყვების "სლემდანკის" და "ბასკეტბოლის" ნაზავია. ბატუტი საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, სიმაღლის მიუხედავად, ზევიდან ჩატენონ ბურთი კალათში. პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1332პასუხი -
შეკითხვა #1331 © კონსტანტინე ნაუმენკო
ფილმ „ცოფიანი ძაღლების“ პერსონაჟი გარკვეული ქმედების ჩადენის შემდეგ ეკითხება ტყვე პოლიციელს: „თავს როგორ გრძნობ? ჩემი გესმის?“. დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა იგივე ქმედება 1888 წელს.
პასუხი: ვინსენტ ვან გოგი კომენტარი: საუბარია ყურის მოჭრაზე. წყარო: atrunet.ru/archives/792 პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1331პასუხი -
შეკითხვა #1330 © დაჩი ქინქლაძე
დაასახელეთ 1961 წელს დაბადებული ფეხბურთელი, რომლისადმი მიძღვნილი ვიდეოკრებულის (დვდ–ის) სათაურია „გოლის ციებ–ცხელება“.
პასუხი: იან რაში კომენტარი: გოლის ციებ-ცხელება ინგლისურად ჟღერს როგორც goal rush წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1330პასუხი -
1981 წლის მიწისძვრის შემდეგ პართენონის სამხრეთ მხარეს მდებარე იქსს დასჭირდა მცირე რესტავრაცია. ერთ სტატიაში, კომინტერნი დასახელებულია კომუნიზმის იქსად სხვადასხვა ქვეყნებში. დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.
პასუხი: მეხუთე კოლონა წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1329პასუხი -
შეკითხვა #1328 © ივან სტარიკოვი
ჩემი (კითხვის ავტორის) მოკრძალებული აზრით, თქვენს წინაშეა ძველი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებული ადამიანის სურათი. დაასახელეთ ეს ადამიანი.პასუხი: იმჰოტეპი კომენტარი: ცნობილი გამოთქმა იმჰო (IMHO) ინგლისურად სიტყვების „ჩემი მოკრძალებული აზრის“ აბრევიატურაა. წყარო: პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1328პასუხი -
შეკითხვა #1327 © გაგი გაბრიჭიძე
პრაღაში არის საროსკიპო, რომელშიც კლიენტებს უფასოდ ემსახურებიან, შემოსავალს კი ეს დაწესებულება ინტერნეტის მომხმარებლებისგან იღებს. საროსკიპოს სახელწოდება ალუზიურად უკავშირდება 1940-იან წლებში გამოჩენილ ლიტერატურულ პერსონაჟს. დაასახელეთ ამ პერსონაჟის შექმნელი.
პასუხი: ჯორჯ ორუელი კომენტარი: ეს დაწესებულება კამერების საშუალებით გადასცემს პროცესის ტრანსლიაციას ინტერნეტში, რასაც ინტერნეტის მომხმარებლები უყურებენ და ამაში ფულს იხდიან. დაწესებულებას ეწოდება „დიდი და“. ალუზიაა დიდ ძმაზე. წყარო: en.wikipedia.org/wiki/Big_Sister_(brothel) პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1327პასუხი -
შეკითხვა #1326 © გრიგორი ლვოვიჩი
ხულიო კორტასარის რომანში ორი მამაკაცი ერთმანეთს ესალმებიან ფარნის ქვეშ წვიმიან ამინდში. ავტორის სიტყვებით, თითქოს ისინი ერთად იღებენ იქსს. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: შხაპი წყარო: კორტასარი, კლასობანა პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - V ტური - I ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1326პასუხი -
შეკითხვა #1325 © ბორის მონოსოვი
მრავალი კრიტიკოსის აზრით, ირემი 2006 წლის ბრიტანულ ფილმში „დედოფალი“ სიმბოლურად განასახიერებს ამ ადამიანს. დაასახელეთ ეს ადამიანი.
პასუხი: დიანა კომენტარი: ფილმი „დედოფალი“ ელიზაბეტ მეორეს ეძღვნება, ირემი ქალღმერთ დიანას ატრიბუტია. წყარო:- www.simbolarium.ru/simbolarium/sym-uk-cyr/cyr-o/o/
- Гладильщиков Ю. Справочник грёз. Путеводитель по новому кино. - М.: КоЛибри, 2008. - С. 453
პასუხი -
მისი სიმაღლე 164 სანტიმეტრია, მკერდის გარშემოწეროლობა - 86 სმ, წელის - 69 სმ, თეძოების - 93 სმ. ზოგიერთი ამ პარამეტრებს ეტალონად მიიჩნევს. რამდენია მისი ხელის სიგრძე?
პასუხი: მას ხელები არ აქვს, შესაბამისად მათი ზუსტი სიგრძე უცნობია კომენტარი: საუბარია ვენერა მილოსელზე პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1324პასუხი -
1893 წელს, ჟურნალ „სტრენდში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციის შემდეგ ლონდონის ქუჩებში დემონსტრანტები გამოჩდნენ შავი სამკლავურებით და ტრანსპარანტებით, რომლებზეც ეწერა: „არტური მკვლელია!“. ვისი მკვლელობა ედებოდა ბრალად არტურს?
პასუხი: შერლოკ ჰოლმსის პაკეტი: თბილისის 42-ე ჩემპიონატი - IV ტური - ჩელენჯ-ლიგა ბმული: http://moazrovne.net/q/1323პასუხი